მცენარეთა ზრდის სტიმულატორები

სხვადასხა მცენარის გამრავლებისას ხშირად ინსტრუქციებში წააწყდებით ხოლმე ზრდის სტიმულატორების გამოყენების რეკკომენდაციებს, - ეპინი, კორნევინი, ჰეტეროაუქსინი, ცირკონი, მაგრამ მათი მოქმედების სპექტრი კიდევ უფრო ფართოა, ამიტომ მათი სწორი გამოყენებისთვის კარგად უნდა იცნობდეთ ამ პრეპარატებს.
ჰეტეროაუქსინი: ეს პრეპარატი კარგადაა ცნობილი არა მარტო მეყვავილეებისთვის, არამედ, სოფლის მეურნეობაში, ბოსტანსა თუ ხეხილის ბაღებშიც ხშირად იყენებენ მცენარეების ფესვთა სისტემის ზრდისთვის. მას აბების სახით უშვებენ და გამოყენების წინ ხსნიან დიდი ოდენობის წყალში. პატარა ბაღისთვის კი მისი გამოყენება ამ მხრივ რთული ხდება.
კორნევინი: ანალოგიური ქმედება აქვს, უშვებენ ფხვნილის სახით. პაკეტში 5 გრ ია, მისი გამოყენება ასევე ფხვნილის სახითაც შეიძლება - დარგვამდე კალმებს ამ ფხვნილში ამოავლებენ ხოლმე. გამოდგება იის, აზალიის, სტრეპტოკარპუსის, ლიმონის და სხვ მცენარეებისთვის. მას მე 3 კლასის ტოქსიკურობა აქვს მინიჭებული.
ეპინი: ყვავილების მოყვარულებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. იგი არა მარტო ზრდის სტიმულატორია, მცენარის აღსადგენად და პროფილაქტიკისთვისაც იყენებენ დაავადებების დროს. ამ პრეპარატით ამუშავებენ კალმებს, თესლს, ყინვისგან, მწერებისგან ან დაავადებებისგან დაზიანებულ მცენარეებს. პრეპარატს მე 4 კლასის ტოქსიკურობა აქვს და თითქმის უსაფრთხოა.
ცირკონი: გამოყენების საკმაოდ დიდი სპექტრი აქვს. ფესვწარმოქმნის გარდა, ზრდის მოსავლიანობას, აუმჯობესებს მცენარის მდგომარეობას, აქვეითებს მასში მძიმე ლითონების შემცველობას, ყვავილობას ახანგრძლივებს. და რაც მთავარია, მისი დახმარებით მცენარე კარგად უმკლავდება ბუნების ნეგატიურ ზემოქმედებას და მოვლაში დაშვებულ შეცდომებს. იგი იცავს მცენარეს გვალვაშიც და ზედმეტად ტენიანობის დროსაც, ეხმარება მცენარეს ცუდი განათების პირობებში, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების დროს. პრეპარატი არაა ტოქსიკური.
სტიმულატორების გამოყენება: ხდება პრინციპით - არ დააზარალოთ მცენარე. თუ საჭიროება არ მოითხოვს, ნუ გამოიყენებთ.
 ნუ გადაუხვევთ რეკომენდაციებს - დოზირების და გამოყენების სიხშირის მიმართულებით. სხვადასხვა მცენარეს სხვადასხვა რეკომენდაცია აქვს ამა თუ იმ სტიმულატორის გამოყენებისთვის.
ასევე მათ არ იყენებენ მცენარის მოსვენების ეტაპზე. თუმცა არის გამონაკლისიც - მაგ. გადაუდებელი გადარგვა, მავნებლებით ან დაავადებებით დაზიანება და ა.შ.
05 October 0 8 073
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно