ორქიდეის გადარგვა

როგორც სხვა მცენარეებს, პერიოდულად ორქიდეასაც სჭირდება გადარგვა, რადგან მისი სუბსტრატი სპეციალური შემადგენლობის გამო მალე იფიტება, ტენშემცვეობა იმატებს და ამის გამო  მცენარე შეიძლება მოკვდეს. სუბსტრატი მალე მარილიანდება მცენარის ხისტო წყლით მორწყვის გამო, ესეც ცუდად მოქმედებს ორქიდეაზე. მეორე მხრივ, მისი ხშირად შეწუხებაც არ შეიძლება - -იგი ისტრესება, წყვეტს ზრდას, ამიტომ მას 2-3 წელიწადში ერხელ გადარგავენ ხოლმე.
ორქიდეა აუცილებლად უნდა გადაირგას, თუ:
სუბსტრატი დაიშალა, გაჩნდა მავნე მწერები, ფესვები ულპება, ფესვები აღარ ეტევა, ან მცენარე ყანყალებს ქოთანში.
როდის უნდა გადაირგას: დრო მნიშველოვანი მომენტია, მთავარია, გადარგვის მერე დაიწყოს ფესვების ზრდა, ანუ ირგვება მანამ, სანამ ახალ ტოტებს საკუთარი ფესვის ზრდა დაეწყებათ. ეს ეხება სიმპოდიალურ ორქიდეებს, რაც შეეხება მონოპოდიალურს, ფესვებზე ახალი მწვანე წვერების გაჩენისას ხდება გადარგვა.
ზოგადად ახალი მწვანე მასა ზრდას იწყებს გაზაფხულზე, ამიტომ ეს დრო შესაფერისია გადარგვისთვის და თანაც ამ პერიოდში მცენარეს მზეც ეხმარება სტრესის გადატანაში. ოქტომბერ-თებერვლის პერიოდში არ ღირს მისი შეწუხება აუცილებელი შემთხვევების გარდა.
მზადება გადარგვისთვის: მცენარე მშრალი უნდა იყოს გადარგვისთვის.
მას ადვილად უზიანდება ფესვები, მშრალი ჭრილობა კი უფრო ადვილად ხორცდება, მაგრამ თუ ძველი ქოთნიდან ამოსვლა უჭირს, იგი უნდა დასველდეს. ამოღებულ მცენარეს ფერთხავენ ფრთხილად, აცლიან ძველ სუბსტრატს და მერე აშრობენ ქაღალდის ხელსახოცზე 8 სთ. გადარგულს არ რწყავენ დაახლოებით ერთ კვირას და არც პირდაპირი მზე არ უნდა მოხვდეს.
 გადარგვამდე უნდა  მოიმარაგოთ:
მაკრატელი, სეკატორი, ახალი პლასმასის ნახვრეტებიანი ქოთანი, ახალი ფიჭვის ქერქი, პენოპლასტის ნაჭრები, სპირტი 70% იანი და ნახშირი.
სეკატორს და მაკრატელს სტერილიზაცია სჭირდება სპირტით, ინსტრუმენტები უნდა გაწმინდოთ ყოველი ოპერაციის წინ, როცა აჭრით გაფუჭებულ ფესვებს ან სხვა ნაწილებს. 


პირველი: ამოიღეთ მცენარე ქოთნიდან. იმისთვის, რომ ნაკლები ფესვი დაზიანდეს, ხელი ოდნავ მოუჭირეთ პლასმასის ქოთანს ყველა მხრიდან, სანამ ფესვები არ მოშორდება კედლებს. თუ არ ხერხდება, მაშინ ფრთხილად გაჭერით ქოთანი
მეორე: გააცალკევეთ ფესვები და სუბსტრატი, ამისთვის ფრთხილად დაფერთხეთ მცენარე. თუ ფესვი ჩაზრდილია ქერქში, ხელს ნუ ახლებთ.
მესამე: დაათვალიერეთ ფესვები და სუბსტრატი, ხომ არაა მავნებლები.
თუ ფესვებში აღმოაჩენთ მავნებლებს, მცენარე მთლიანად ჩადეთ წყალში რამდენიმე სთ ით. უმეტესობა მწერისა დაიღუპება, მისი იდენტიფიცირების შემდეგ მცენარე უნდა დამუშავდეს ინსექტიციდით.
მერე მოაჭერით დამპალი და გამხმარი ფესვები მაკრატლით. მკვდარი ფესვის გამოცნობა ადვილოია ხელის დაჭერით - დამპალი ცარიელია ან მისგან სითხე გამოდის
საღი ფესვის მოჭრა ან დამოკლება არ შეიძლება, თუნდაც გადატეხილი იყოს. ეს მცენარის მდგომარეობას გააუარესებს.
არ აშორებენ მაგარ ბულბებს, პატარა, მშრალ და ცარიელ ბულბებს კი აცლიან. გადანაჭერს ამუშავებენ ნახშირით, ბევრი დამპალი ფესვი თუ ჰქონდა, მაშინ - ფუნგიციდებით.
მეოთხე: ახალი ქოთანი არ უნდა იყოს დიდი. ფალენოპსისს, დენდრობიუმს მჭიდროდ მოსწონთ ყოფნა, ორქიდეას ისე რგავენ, რომ ახალი მზარდი ნაწილისთვის ადგილი საკმარისი ჰქონდეს, ამიტომ რგავენ კიდესათან ახლოს. დარგვამდე ქოთნის 1/3 ავსებენ დრენაჟით- პენოპლასტი, კერამზიტი, სიმყარისთვის ქოთანში ყრიან გრანიტის ნატეხებსაც.
მერე სვამენ მცენარეს ქოთანში და მას ავსებენ ახალი სუბსტრატით.
ორქიდეის ძირში როზეტთან ან ფესვის ყელთან უდებენ პენოპლასტს, რომ გამოირიცხოს ჭარბად დატენიანება.
არ შეიძლება როზეტის ღრმად ჩარგვა, ასე ახალ ფესვებს გაუჭირდებათ ზრდა, როზეტი კი შეიძლება დალპეს. გადარგვის მერე მცენარე არ უნდა ყანყალებდეს ქოთანში. ქერქის დიდ ნატეხებს ყრიან ძირში, შედარებით პატარებს კი ზევით.
ახალ გადარგულ მცენარეს არ რწყავენ, მხოლოდ ნამავენ 5 დღე. 

 
 
 

04 October 0 8 417
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно