დიოდური ფიტონათურები მცენარეებისთვის

 მცენარის ზრდისთვის და ყვავილობისთვის აუცილებელიაკარგი განათება. იგი უზრუნველჰყოფს ფოტოსინთეზს, რის გარეშეც მცენარე ვერ გავითარდება.ზაფხულში მცენარე საკმარის სინათლეს იღებს, ზამთარში კი დამატებითი განათება სჭირდება,მაღაზიებში იყიდება სპეციალური ფოტონათურები, მაგრამ მათი გაკეთება თავადაც შეგიძლიათ.
ფიტონათურის უპირატესობა: ოთახის მცენარეებისამ ჯგფად იყოფა განათების მოთხოვნის მიხედვით:
მცენარეები, რომლებსაც დღის განათება უნდათ.
რომლებიც კარგად გრძნობენ თავს გაბნეულ განათებაზე
ჩრდილში  მზარდი მცენარეები.
ფიტონათურები ტალღის სიგრძის მიხედვით იყოფა 400,430,660 და 730 ნმ . მათი დახმარებითოთახის მცენარეები უკეთ ითვისებს და ამზადებს ქლოროფილ „ა“ ს და „ბ“ ს, რაც ხელს უწყობსფესვთა სისტემის გავითარებას, უკეთ ხდება ნივთიერებათა ცვლაც. ამ ნათურების მეშვეობითხდება ფიტოჰორმონების გამომუშავება, რაც ასტიმულირებს დაცვით ფუნქციებს და მცენარემეტად ჯანსაღი ხდება.
ფიტონათურის დახასიათება: იგი ენერგოდამზოგავიმოწყობილობაა, მოიხმარს მცირე ოდენობის ენერგიას - 10 ჯერ ნაკლებს, ვიდრე ლუმინესცენტური.მისი უწყვეტი გამოყენებით 50 – 100 000 სთ იმუშავებს, ეს არც ისე ცოტაა. მაქსიმალურიგადახურებისას მისი ტემპერატურა 30-55  გრ ია.სწორად დამონტაჟებისას იქმნება კომფორტული და უსაფრთხო გარემო ოთახის მცენარეებისთვის,
დღეს იყიდება ფიტონათურები წითელი და ლურჯი დიოდებით. ყველას სჯობს მონოქრომული დიოდი,რომელიც შეიცავს ლურჯ სინათლეს - მცენარის ზრდის სტიმულირებისთვის, წითელ სინათლეს- ყვავილებს ფუშფუშას ხდის, იისფერ სინათლეს - უნივერსალურია და ორივე ზემოხსენებულპროცესს მოიცავს.
დიოდურის გადა, არსებობს კიდე ნატრიუმის, კრიპტონული, ლუმინესცენტური, მეტალოჰალოგენური,ქსენონის ნათურები. თუმცა დიოდური ზემოჩამოთვილი ეფექტების წყალობით საშუალებას იძლევა,გაზარდოთ საღი და ლამაზი  მცენარეები. კიდევერთი უპირატსეობა მისი ეკოლოგიური სისუფთავეა, მცენარისთვის უსაფრთხოა,ადამიანისთვისაც.სასიამოვნო დიზაინი აქვს, კომპაქტური ზომა
ფიტონათურის გამოყენების თავსებურებები:
 - აქტური ზრდისთვის მცენარეს სჭირდება არამხოლოდ წითელი, ლურჯი და იისფერი, საჭიროა ყვითელი და მწვანე სხივებიც, რომლებიც მონაწილეობენმცენარის ზრდაში.
 - მუდმივი დასხივება არ ვარგა, საჭიროა შესვენებები- 12-14 სთ.
 - მთავარია, სწორად განათავსოთ ნათურა  და აირჩიოთ ოპტიმალური მანძილი მცენარემდე.
 - ბევრ მცენარეს გაბნეული განათება სჭირდება,რისთვისაც იყენებენ დაბურულ ეკრანს.
ფიტონათურა საკუთარი ხელით: მთავარია,სწორად შეარჩიოთ ფერების სპექტრი, მას არჩევენ მცენარეების მდგომარეობის შესაბამისად.საწყის ეტაპზე კარგია ლურჯი და წითელი სხივების გამოყენება, უნდა დაიცვათ მათი თანაფარდობადა სწორ მანძილზე მოათავსოთ ნათურა.
დიოდიდან გამოსულ სინათლეს კონუსის ფორმა აქვს, ამიტომ თანაბარი განათებისთვის კონუსებმაერთმანეთი უნდა გადაფარონ. ახალ ნერგებს რომ კარგი ფესვთა სისტემა ჰქონდეს, ძლიერიღერო და ჯანმრთელი ფოთლები, მცენარეს ასხივებენ ლურჯი და წითელი სხივებით,თანაფარდობით2:1. მოზრდილ მცენარეებს კი თანაბარი თანაფარდობით.  მაღაზიაში დაგჭირდებათ პლაფონის, 50 წითელი დიოდის,20 - ლურჯის, 10-10 კი დილის და დღის განათებისთვის,ავტოამომრთველის ყიდვა. ჯერ უნდაშეადუღოთ კარკასი, რომლის განი რაფის  სიგანისტოლი იქნება, რაზეც ნათურა დაიდგმება მომავალში. მერე ამაგრებენ დიოდებს პლაფონის შიგამხარეზე.ნათურას დებენ ისე, რომ კომფორტული იყოს ყველა მცენარისთვის, რაც რაფაზე დევს.ფრთხილი მოპყრობით ეს მოწყობილობა დიდხანს იმუშავებს. 

 
03 October 0 3 712
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно