ორქიდეები ზამთარში

არსებობენ სითბოს და სიცივის მოყვარული ორქიდეები.ორივე სახის მცენარეებს სწორი მიდგომა და მოვლა სჭირდება:
 - წლის დროის მიუხედავად მას სუფთა ჰაერი უნდადა ამიტომ ხშირად ანიავებენ ოთახს, მაგრამ ვერ იტანს ორპირს.
 - ჩვეულებრივ. მას რაფაზე დებენ და იქ მშვენივრადგრძნობს თავს. სითბოსმოყვარულ მცენარეს ზამთარში პენოპლასტის ბალიშზე დებენ.
 - სინათლე ძალიან მოსწონს და ბევრი სინათლესჭირდება, ამიტომ ზამთარში უმონტაჟებენ ხელოვნურ განათებას ლუმინესცენტური ნათურებით.
 - ძლიერი ყინვების დროს რაფებიდან გადადებენან ფანჯარასა და ქოთანს შორის დებენ პენოპლასტის ფენას,
 - კატლეა ზამთარში არ იზრდება, ამიტომ არ ნამავენთავად მცენარეს, მაგრამ ჰაერის ტენიანობა ოპტიმალური  უნდა იყოს.
 - ზამთარში არც ერთ ორქიდეას არ ნამავენ. მაგრამთუ ამის საჭიროება არსებობს, (ქიმიური დამუშავების მერე) დასანამი წყალი ცხელი უნდაიყოს, უნდა გაკონტროლდეს ასევე, რომ სითხე არ ჩარჩეს ფოთლის უბეებში.
 - ზამთარში ტემპერატურა 18-24 გრ უნდა იყოსმის ირგვლივ, ზოგი მოყვარული, იყენებს გამჭირვალე შესაფუთს, რითაც ფარავენ მცენარეს.
 - ზამთარში ირწყვება იშვიათად. სჯობს მათი „დაბანა“. მცენარე შეაქვთ სააბაზანოში და თბილი შხაპის ქვეშ დებენ. ღამით იქვე ტოვებენ, მომდევნო დღეს კი აბრუნებენ ძველ ადგილზე. ბანაობა თითქმის ყველა ორქიდეას უყვარს „ძვირფასი“ ორქიდეების გარდა.
 - მათი მოვლის პრინციპია: რაც უფრო დაბალიატემპერატურა ოთახში, მით ნაკლები მორწყვა სჭირდება.
 - ზამთარში სასუქი 4 ჯერ ნაკლები კონცენტრაციით ჭირდება, უსასუქოდ არ ტოვებენ მცენარეს.
 - გადარგვა ამ პერიოდში მხოლოდ ავადმყოფი მცენარეებისთვისშეიძლება.
 - გამათბობლიან ოთახში საჭიროა ჰაერის დამატენიანებლისდადება. მშრალი ჰაერის გამო ისინი ცუდად ხდებიან - ფოთოლი უყვითლდებათ, ცვივა, ახალი ფოთლები ეხვევა მილისებურად. ფესვები არ ეზრდება.
- თუ დამატენიანებელი არ არის, ყიდულობენ გამჭირვალე სადგამს, ყრიან ზედ მსხვილ ხრეშსდა ასხამენ წყალს, მერე ადებენ ბადეს და ზემოდან  -  ქოთანს.
 - ზედმეტად მშრალ ჰაერზე მცენარეს ხშირად უჩნდებამწერები - აბლაბუდა ტკიპა. მის საწინააღმდეგოდ ესაჭიროება პრეპარატებით შეწამვლა. 
03 October 0 5 422
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно