რატომ უშავდება და უხმება ფოთლის წვეროები სპატიფილუმს

ძალიან ლამაზი ოთახის მცენარეა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ეგზოტიკური ყვავილების და ხასხასა მწვანე დიდი ფოთლების გამო, მისი მოვლა საკმაოდ ადვილია, მაგრამ ზოგჯერ თავს მაინც იჩენს პრობლემები. მცენარე ჰკარგავს  დეკორატიულობას ფოთლის წვერების ხმობა-გაყავისფერების გამო. მცენარეში  მიმდინარე ნეგატიური ცვლილებები უმეტესად არასწორი მოვლის შედეგია. სპატიფილუმი - ტროპიკული  მცენარეა, მაგრამ რეაგირებს ჭარბ მორწყვაზეც და ნაკლებ წყალზეც, განათების და ჰაერის ტენიანობის ცვლილებებზე. კარგი ზრდა - გავითარებისთვის ესაჭიროება კომფორტული პირობების შექმნა. საჭიროა, დროზე აღმოჩნდეს დაავადების საწყისი ეტაპი, რომ ასევე დროულად მიეხმაროთ მცენარეს და გამოასწოროთ სიტუაცია. დაავადება რამდენიმე მიზეზით იწყება და უნდა იცოდეთ  მისი ზრდის თავისებურებები, რომ არ გამოგეპაროთ დასაწყისი.
ამ ტროპიკულ მცენარეს  მორწყვის სწორი რეჟიმი და ჰაერის მაღალი ტენიანობა სჭირდება - 70 % მდე.ზედმეტი მორწყვა და შესხურებაც საშიშია და ზედმეტი წყლის ხელსახოცით შემშრალება სჭირდება ფოთლებს. ჭარბი წყალი მიწაში კი ფესვების ლპობას იწვევს და მცენარე კვდება.
რატომ უყვითლდება ფოთოლი მცენარეს:
-მშრალი ჰაერი და დაბალი ტენიანობა: ძალიან ცუდად მოქმედებს მასზე. ჯერ ფოთლის წვეროები უყავისფერდება და ხმება, მთლიანად მცენარე მოწყენილია, ფოთლები ძირს დაშვებული. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ დროულად სჭირდება დახმარება დანამვის სახით. ამ პროცედურის დროს ყურადსაღებია წყლის და გარემოს ტემპერატურა. სიგრილეში შეძლება უფრი ცუდი შედეგიც კი მიიღოთ - ფესვები დაულპეს და მოკვდეს.
-საკვების ნაკლებობა: ფოთლის გაშავებული წვეროები შეიძლება მიუთითებდეს საკვების ნაკლებობაზე ნიადაგში. მარტიდან სექტემბრამდე მას თვეში 3-4 ჯერ აძლევენ სასუქს, სხვა თვეებში კი საკმარისია თვეში ერთხელ. სასუქი უნდა შეიცავდეს მისთვის საჭირო ყველა ნივთიერებას.
-სასუქის სიჭარბე: ხშირად შეტანა და სასუქის სიჭარბე ასევე უარყოფით შედეგს იძლევა. ფოთლებზე გაჩენილი მშრალი წვეროების გაჩენისას სასუქის მიცემას ამცირებენ და შემადგენლობაც უნდა გადაიხედოს - ზედმეტი მინერალური ნივთიერებები ოთახის მცენარეს ვნებს. მას აცლიან ყველა გაყვითლებულ ფოთოლს, სასუქის შეტანას წყვეტენ, მცენარე თანდათან აღსდგება.
-სარწყავი წყლის ხარისხი და მორწყვის რეჟიმი:  მცენარეს რწყავენ ნადგამი ოთახის ტემპერატურის წყლით. წყალი რბილი უნდა იყოს. ამაზეა დამოკიდებული ფოთლების მდგომარეობა, მცენარის ზრდა.
ასეე მნიშვნელოვანია  სარწყავი წყლის მოცულობაც. ჭარბი წყალი მიწაში მის დაგუბებას იწვევს და ფესვების დალპობა იწყება. მომდევნო მორწყვა მიწის ზედა ფენის სრული გაშრობის შემდეგაა აუცილებელი. 2 სთ ის მერე სადგამზე დაგროვილი ჭარბი წყალი უნდა გადაღვაროთ.
განათება და ადგილი სპატიფილუმისთვის: ზოგჯერ მცენარის ფოთლების გაშავებას არასწორად არჩეული ადგილი იწვევს.  მისთვის ოპტიმალურია ჩრ მხარის გარდა ნებისმიერი ფანჯრის რაფა. მაგრამ პირდაპირი მზის სხივებიც ცუდად მოქმედებს - უწვავს ფოთოლს, განათების ნაკლებობის შესავსებად კი დამატებითი განათების მოწყობაა საჭირო.
„წყლის პროცედურების“ რაოდენობის სიმცირე: ფოთოლს სჭირდება რეგულარული და ხშირი შესხურება, განსაკუთრებით ცხელ ზაფხულში. ყოველკვირეული შხაპის შედეგად კი მცენარე ჯანსაღ და მიმზიდველ იერს დიდხანს შეინარჩუნებს.
ფოთლების გაყვითლების მიზეზი: მხოლოდ დაავადება არაა ამის მიზეზი. ზოგჯერ ასე ხდება ყვავილობის წინ ან შემდეგ, ძალის აღსადგენად. იგივე ხდება დაბერებისას, - მცენარეს ძალა აღარ ჰყოფნის და ფოთლის მოშორებით ცდილობს სიცოცხლის   შენარჩუნებას.
საჭიროა გაირკვას, რომელი ფოთლები ყვითლდება - ძველი ძირში, თუ ახალი. თუ ძველი ფოთოლი ყვითლდება, ეს საშიში არაა. მცენარეს მთელი ძალები ახალი ფოთლებისკენ აქვს მიმართული და თავიდან იშორებს ბებერ და უსიცოცხლო ფოთლებს. ახალი ფოთლების გაყვითლება კი განათების ბრალია უმეტესად. პირდაპირი მზის სხივები ფოთოლს უწვავს მცენარეს, ეს ძალიან საშიშია მისთვის და სჯობს მცენარის გადატანა სხვა ადგილზე.
ზოგადად, საჭიროა დროზე გაარკვიოთ ფოთლის ჭკნობის და მცენარის ხმობის  მიზეზი, მაშინ მისი გადარჩენა შესძლებელი ხდება, მცენარე გააგრძელებს ცხოვრებას და კიდევ დიდხანს გაგახარებთ ეგზოტიკური ყვავილებით.

03 October 0 2 426
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно