სირიული ჰიბისკუსი

ბევრი მოყვარული იცნობს ჰიბისკუსს, როგორც ოთახის მცენარეს- ჩინურ ვარდს და ეს ხშირად გაუგებრობას ქმნის. ისიც იყიდება, როგორც ეზოს მცენარე- ვარდი, ჰორტენზია, სინამდვილეში ბაღის მცენარე სირიული ჰიბისკუსია.
დღეს მისი 200 მდე სახეობაა, ყველა ტროპიკებში იზრდება და ხშირად ცივ რეგიონებში ცუდადხარობს, მაგრამ თუ სახლში გამოაზამთრებთ, არც ისე ცუდად გასაზრდელი მცენარეა, ხოლოიქ, სადაც ზამთარი შედარებით თბილია, ყვავილი 100% ით შეეგუება გარემოს და ყოველ ზაფხულსიყვავილებს.
მცენარეს ყურადღება სჭირდება, პირველ რიგში - კარგად განათებული ადგილი. ჩრდილში ვერხარობს, მხოლოდ საკმარისი ულტრაიისფერი სხივების ქვეშ იყვავილებს უხვად. მცენარე კარგადეგუება ვარდების ნებისმიერ ჯიშს და კარგ მეზობლობას უწევს.. იზრდება1,5 მ სიმაღლის,თუმცა კომპაქტური ბუჩქია. იგი იდეალურ მცენარედ ითვლება როზარიუმის და ალპინარიუმისთვის. მშვენივრად გამოიყურება მარტოც. თბილ კლიმატურ რეგიონშიმის ირგვლივ შეიძლება ლავანდის დარგვაც, ეს სასარგებლოცააა ლამაზთან ერთად - დაიცავსჰიბისკუსს ბუგრის და სხვა მწერებისგან.
მცენარე 2 გვარია - ხუჭუჭა და მარტივი. ხუჭუჭა ფორმა უკეთ იტანს ზამთარს და უფრო ყინვაგამძლეა.იგი ნებისმიერ ნიადაგს ეგუება, რომელიც კარგი წყალგამტარი და ნოყიერი იქნება.
მას ზომიერად  რწყავენ. ზედმეტი მორწყვით შეიძლებაგაფუჭდეს. საყურადღებოა ასევე მიწის გაშრობის სისწრაფის დადგენაც, რადგან სიცხეში დაგვალვაში შესაძლოა ყოველდღური მირწყვაც დასჭირდეს. მცენარე აქტიურად იზრდება ივნის- სექტემბერში და ამ პერიოდში კვებაც ესაჭიროება ფოსფორშემცველი სასუქით. საერთოდ, მას 2 კვირაში ერთხელ კვებავენ. ზამთარშირომ არ გაუჭირდეს, შემოდგომაზე აძლევენ კალიუმის სასუქსაც.
სჯობს შეიძინოთ ძლიერი ნერგები კარგად გავითარებული ფესვთა სისტემით. განსაკუთრებითმნიშვნელოვანია ცივი რეგიონისთვის.ზაფხულის განმავლობაში მცენარე ეგუება გარემოს, მოღონიერდებადა კარგი მოვლის პირობებში ადვილად გადაიტანს ზამთარსაც. იგი კარგად მრავლდება კალმით,თუმცა შეიძლება თესლითაც გამრავლდეს, ირგვება გაზაფხულზე, როცა  ყინვები გადაივლის და მიწა კარგად გაათბება.
დაკალმება სჯობს ზაფხულში, კალმებს დებენ წყალში მზისგნ დაცულ ადგილზე, როცა ფესვები წამოეზრდება, მერე რგავენ მაღაზიაში ნაყიდ მიწაში ქოთანში, სიცივეების დადგომისას ქოთანიშეაქვთ სახლში, მომდევნო გაზაფხულზე კი თამამად შეიძლება ღია გრუნტში დარგვაც.
კარგი და უხვი ყვავილობისთის ესაჭირება სწორად გასხვლა. კვირტები მას ახალ ტოტებზეამოაქვს და რაც მეტი ახალი ტოტი ექნება, მით მეტი ყვავილი გაიშლება შესაბამის. მცენარეისხვლება ყოველ 3-4 წელიწადში. იგი კარგად იტანს გასხვლას, მას ზამთარში სხლავენ, სანამაქტიურ ზრდას დაიწყებს. გარდა ამისა, იგი ისხვლება მცენარის ფორმირებისთვისაც.

სამხრეთით, თბილ რეგიონებში მისთვის უკეთესი პირობებია და თითქმის ყველგან გვხვდებასხვადასხვა ფორმით - ბურთის, კუბის, პირამიდის და ა.შ. კომპაქტურობის გამო რგავენ ტერასაზე,აივანზე, ზამთრის ბაღში, და არა მხოლოდ ეზოში, კლუმბებში.
მისი ყვავილების ცხოვრება ხანმოკლეა, მაგრამ მოყვავილებულს უცებ ცვლის ახალი ყვავილი.ცუდია, თუ ყველა ყვავილი ერთდროულად იწყებს ხმობას, ეს ნიშნავს, რომ მას არ ყოფნისწყალი და მშრალ  ნიადაგში იზრდება. ცივ რეგიონშიგარეთ მზარდ მცენარეს ზამთრის დადგომისას თხრიან მიწიდან და ინახავენ სახლში ან სარდაფშიგაზაფხულამდე. თუ სწორად მოუვლით, იგი ზამთარშიც იყვავილებს სახლში. ჰიბისკუსი მრავალწლიანი მცენარეა და გადაურგავად ერთ ადგილზე 20 წელიც შეუძლია იცხოვროს.

   
03 October 0 6 860
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно