დროზერა-მტაცებელი მცენარე

ერთერთი ყველაზე გავრცელებული მტაცებელი მცენარეა,რომელიც მიირთმევს მწერებს, იგი ყველგან გვხვდება დედამიწაზე  და მოიცავს 100მდე სახეობას, უმეტესობა ავსტრალიაშიდა ახალ ზელანდიაშია. ყველაზე ცნობილი სახეობა მრგვალფოთოლა დროზერაა, იგი კარგად ხარობსჭაობშიც, მთლიანად მწერიჭამია მცენაეები დაჯგუფებულია 6 ოჯახად და 500მდე სახეობას აერთიანებს,გვხვდება ევროპაში, ციმბირში, გარკვეული სახეობები კარგად უძლებენ ყინვას სპეციალურიმჭიდროდ დახურული კვირტების წყალობით. მათი შენახვა შეიძლება ჰაერგაუმტარ პაკეტებშინამიან ხავსში გახვეული 5-6 თვის განმავლობაში.
მცენარეს ზოგჯერ „მზის ნამსაც“ უწოდებენ მის ფოთლებზე არსებულ ბეწვებზე დაკიდებულინამის წვეთების გამო. ზამთარში მცენარე ქმნის კვირტებს, რომლებიც იმალება ხავსში, ადრეგაზაფხულზე, როცა თოვლი დნება, მათგან ფორმირდება ერთწლიანი ტოტები, ისინი მიწის ზედაპირზეარ ამოდიან, წვრილი და მოკლეა, რჩება ხავსის შიგნით, მის ზემოთ კი ფორმირდება ფოთლებისგნანროზეტები - ერთ მცენარეზე 10 და მეტი. ფოთოლიც გრძელია და ყუნწიც-  5-6 სმ, ფოთლები დაფარულია წვრილი ბევრი წითელიბეწვით. მათზე, უმეტესად კი ფოთლის ნაპირზე შედარებით გრელ ბეწვებზეა სწორედ ჩამოკიდებულისითხის წვეთები, რომლებიც იზიდავს   მწერს და რომლის გამოც დაერქვა სახელი.
მცენარე ადრე ამოდის, მაგრამ  საკმაოდ გვინყვავილობს - ივნის-ივლისში, იგი იმტვერება მწერებით, რომლებიც რისკავენ, მოხვდნენ ხაფანგში.ასე რომ არ მოხდეს, საყვავილე ღერო საკმაოდ გრძელი იზრდება -25 სმ მდე, რომ დამმტვერავმწერებს საფრთხე არ შეექმნათ და არ შეეხონ წვეთებიან წამწამებს. ყვავილი არც ისე დიდია,თეთრი ან ვარდისფერია, შეკრული მტევან ყვავილედად, შედგება 5 გვირგვინის ფურცლისგან,და ჭაობში საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება. მწერებს ასევე იზდავს ყვავილის ნექტარიც.ნაყოფი ფორმირდება აგვისტო-სექტემბერში. იგი კოლოფია და  თავისით იხსნება მომწიფებისას. შიგ კი ბევრი ძალიანწვრილი თესლია, რომელიც იყრება ხავსზე, ჩადის სიღრმეში და მერე მომდევნო წელს ამოდის.
მცენარის გამრავლებისთვის შეიძლება მისი გადმოტანა ნაკვეთში ან ქოთანში მიწიანად ანდათესვა ხავს სფაგნუმში. მიწა, რაშიც გადმოაქვთ მცენარე, უნდა შედგებოდეს ტორფნარევიქვიშისგან, რადგან ბუნებაშიც იგი ღარიბ ნიადაგზე იზრდება, მინერალური ნივთიერებებისდაბალი შემცველობით, რწყავენ  ქვევიდან - ქოთანსდებენ სადგამზე, სადაც მუდამაა წყალი.  დანამვაარ სჭირდება, ამან შეიძლება გამოიწვიოს წებოვანი წვეთების ჩამორეცხვა. სპეციალურადმას არ კვებავენ, რადგან ზედმეტმა საკვებმა შეიძლება დააზიანოს მცენარე.

დროზერა გამოიყენება ხალხურ მედიცინაში სასუნთქი გზების დაავადებების დროს - ასთმის,ბრონქიტის, გაციების, ფილტვების ანთების, ტუბერკულოზის დროს. ასევე იყენებენ ათეროსკლეროზის,ეპილეფსიის, კანდიდოზის, თავის ტკივილის სამკურნალოდაც. 

 
02 October 0 1 820
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно