ორგანული სასუქი ბალახისგან

ბალახისგან დამზადებული სასუქი ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალურია, მას სწრაფი მოქმედება აქვს, ადვილად აითვისება მცენარის მიერ, განსაკუთრებითაქტიური ზრდის დროს. მასში აზოტის და კალიუმის მაღალი მაჩვენებელია.
მისი მომზადების ერთერთი  მეთოდია ნაყენი, რომელშიცსხვადასხვა ბალახს ყრიან - ჭინჭარს, გვირილას, შვიტას, ლაშქარას, მათ მოქმედებას აძლიერებსსხვა ნივთიერებები - ნახერხი, ქათმის სკინტლი, ხახვის ნაფცქვენები, ნივრის ისრები.
ორგანული სასუქი ჭინჭრისგან: ამ სასუქსგამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს, ასტიმულირებს ქლოროფილის გამომუშავებას და მცენარის ზრდასუწყობს ხელს. ჭინჭარი დადებითად მოქმედებს ყვავილებზე, ბოსტნეულზე, კენკრაზე. ადგილი,სადაც მას დაასხამენ, იზიდავს წვიმის ჭიებს. თუ კომბოსტოს, ბოლოკს და რუკოლას მავნებლებიგაუჩნდა, პროფილაქტიკისთვის შესანიშნავი საშუალებაა.სასუქად გამოსაყნებელ ჭინჭარს კრეფენთესლის წარმოქმნამდე.
გაზაფხულზე ნერგების დასაფესვიანებლად ასევე შეაქვთ საკვები, რისთვისაც იყენებენ ჭინჭრისმშრალ ღერებს. მათ აქუცმაცებენ, ყრიან ხის, თიხის ან პლასმასის ჭურჭელში  და ასხამენ ¾ წყალს. ახურავენ თავზე და აყენებენგარკვეული პერიოდი. სხვადასხვა კლიმატური პირობების დროს ხდება  ნაყენის დადუღება, რაც გრძელდება რამდენიმე დღიდანკვირამდე, მასზე მოქმედებს ტემპერატურა - რაც უფრო მაღალია, მით სწრაფად დუღდება. ამნარევს რეგულარული მორევა სჭირდება. დუღილი დამთავრებულია, თუ - არაა ქაფი, ხსნარსმუქი ფერი და უსიამოვნო სუნი აქვს ჭინჭრის ხრწნის გამო.  სასუქს იყენებენ თხევად მდგომარეობაში, მიღებულხსნარს აზავებენ 1:9
. თუ შესასხურებლად სჭირდებათ ბოსტნეულისთვის, მაშინ - 1:19. ნაყენისგამოყენების მერე დარჩენილ ჭინჭრის მასის გამოყენება კი შეიძლება კომპოსტად.
ორგანული სასუქი ლაშქარასგან: იგი გამოდგებაიმ მცენარეებისთვის, რომლებსაც მეტი კალიუმი სჭირდება - კიტრი, პომიდორი, ლობიო. კალიუმისგარდა, ასევე შეიცავს ფოსფორს, პროტეინს, ნაცარში შემავალ ნივთიერებებს, კალციუმს..ამიტომ კალციუმის დეფიციტის არსებობისას მცენარეში მათ ამუშავებენ ლაშქარას ნაყენით.
მომზადება ასე ხდება: 1კგ დაქუცმაცებულ მცენარეს ასხამენ 10 ლ წყალს და აჩერებენ ერთიკვირა. ნაყენს სასუქად შეტანისთვის ისევე აზავებენ, როგორც ჭინჭრისას. და დარჩენილმასას ასევე კომპოსტად იყენებენ, მისი გამოყენება სჯობს მოღრუბლულ ამინდში. 

 
01 October 0 5 831
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно