მინი ორქიდეა ფალენოპსისი

მაღაზიებში ხშირად ნახავთ საშუალო ზომის ორქიდეებსგასაყიდად. იშვიათია მინი ორქიდეები, მათი სიმაღლე 10-15 სმ ია, ქოთნის დიამეტრი კი 7-9 სმ. თუ მათ ყიდვას გადაწყვეტთ, უნდა იცოდეთ მოვლის წესები, მორწყვა-კვება-გადარგვისთავისებურებები.
მოვლა: მთავარი პირობა სუბსტრატის შემადგენლობაამინი ორქიდეის კარგი ზრდისთვის. იგი არ იზრდება მხოლოდ ქერქში, როგორც სხვა ორქიდეები,მას სჭირდება ხავსი სფაგნუმის მკვრივი „ბალიში“, მოვლის წესების თავისებურებაც აქედანმომდინარეობს.
სახლის პირობებში მისი მოვლის 2 ვარიანტია. პირველი გულისხმობს ახალმოტანილი მცენარისსწრაფად გადარგვას გრუნტში, რომელიც შედგება მხოლოდ ქერქისგან, ეს გამოდგება უფრო დამწყებიმოყვარულებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ორქიდეის ხავსში გაზრდის და მოვლის გამოცდილება.ვარიანტი მეორე ნიშნავს,  რომ უვლით მცენარესხავს სფაგნუმში და იცავთ  მისი მოვლის წესებს  აუცილებლად.
ხავსში მზარდი მინი ორქიდეის მორწყვა:  მათ უფრო ხშირი მორწყვა სჭირდებათ, ვიდრე ქერქშიმზარდ ორქიდეებს, მაგრამ უფრო ცოტა რაოდენობის წყლით. ხავსი კარგად იკავებს წყალს,1 წილ ხავსს შეუძლია 25 წილი წყლის შეკავება, ამიტომ  თუ ჩვეული მეთოდით მორწყავთ, სუბსტრატი სწრაფადდასველდება.
იდეალური ვარიანტია რეგულარული დანამვა დღეში 2 ჯერ, ასევე ერთი კოვზი წყლის დასხმა.ქოთნის ზომიდან გამომდინარე, საკმარისია ჩაის ან სუფრის კოვზი. წყალი თანაბრად გადანაწილდებახავსში და შეიწოვება.
თუ მცენარის ფოთოლმა დაჰკარგა ტურგორი, ეს ნიშნავს, რომ მორწყვა დაგავიწყდათ რამდენიმედღის განმავლობაში. თუ მორწყვის მერე სწრაფად დაიბრუნებს ფოთოლი ტურგორს, მისი მოწყენამართლაც წყლის ნაკლებობის ბრალი ყოფილა. მაგრამ თუ ტურგორი არ აღსდგა, პრობლემა ფესვთასისტემაშია. ფესვები ან დალპა, ან გახმა. ამიტომ წყალი და საკვები ფოთლებს აღარ მიეწოდება.ასეთ შემთხვევაში საჭირო ხდება მცენარის რეანიმაცია.
 ხავსშიმზარდი ორქიდეის კვება: სუბსტრატის თავისებურების გათვალისწინებით საჭირო ხდებამორწყვის სწორი რეჟიმის შერჩევა , მინი ორქიდეებზე არ მუშაობს სასუქის შეტანის ჩვეულიწესი. მისთვის საჭიროა კვება 10-14 დღეში აქტიური ზრდის დროს და თვეში ერთხელ მოსვენებისეტაპზე, რაც ამ ორქიდეისთვის ზაფხულის თვეებში ან ზამთარში დგება ხოლმე.
მათი კვება შესაძლებელია  ფოთლებიდანაც შესხურებისგზით, რისთვისაც სასუქს ძლიერ აზავებენ  დამიღებულ ხსნარს ასხურებენ ფოთლებზე 10-14 დღეში ერთხელ.
მინი ორქიდეის გადარგვა: თუ იგი ხავსშიიზრდება, უნდა  გადარგათ წელიწადში ერთხელ გაზაფხულზეაქტიური ზრდის დროს, როდესაც ზრდის წერტილიდან ახალი ფოთოლი ამოდის, საყვავილე ღეროს  ფორმირებამდე.
იმისთვის, რომ მცენარეს ძველი სუბსტრატი მოშორდეს, ჩადეთ ქოთანი რამდენიმე წთ წყალში,რომ ხავსი კარგად დასველდეს, მერე კი ფრთხილად მოაცალეთ ფესვებს.
თუ მას გრუნტში რგავთ, რომელიც შედგება ქერქისგან, გამოიყენეთ ქერქის ნამტვრევებისპატარა ფრაქცია - 1სმ მდე.
ახალი ქოთანი არ უნდა იყოს დიდი, ქოთანი მცენარეს ცოტათი უნდა „უჭერდეს“, ასე გრუნტისკარგი ჰაერგამტარობა შენარჩუნდება, ქოთანი უნდა იყოს გამჭირვალე.
მთლიანობაში მინი ორქოდეა  უფრო პრეტენზიულიადა მეტ ყურადღებას ითხოვს, ამიტომ მხოლოდ კარგად გამოცდილი და მომთმენი მოყვარულებიშესძლებენ მცენარის აყვავებას მომდევნო სეზონზე. 
01 October 0 4 286
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно