სათესი მასალის მომზადება დათესვამდე

ბევრი მცენარე არსებობს ისეთი, რომელიც ყოველგვარიწინაპირობის გარეშე ადვილად იზრდება თესლიდან. მაგრამ არის ისეთიც, რომლებსაც წინასწარიმომზადება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ან არ ამოვა, ან ამოსვლის პროცესი ძალიანგაჭიანურდება. მომზადებული თესლიდან მცენარის ამოსვლის სიხშირე გაცილებით მაღალია დაარც დიდი დრო სჭირდება.
პროცესი საკმაოდ მრავალფეროვანია და დიდ კომპლექსს მოიცავს, თუმცა ყველა პროცედურაარაა საჭირო და ხშირად ერთი-ორის ჩატარებაც საკმარისია. მაგრამ ალბაათ, მაინც საჭიროა,წარმოდგენა იქონიოთ რამდენიმე მათგანზე.
დაკალიბრება: ამ პროცედურის მიზანი თესლისდახარისხებაა - ფუჭის მოშორება და ზომის მიხედვით დაყოფა, პროცესი მარტივია. თესლსყრიან 5 % იან მარილიან ხსნარში და  იცდიანრამდენიმე წთ. ფუჭი  თესლი ზედაპირზე რჩება,მათ აშორებენ.
დალბობა: ასეთ შემთხვევაში ზრდა წყალშივეიწყება ან კარგად დასველებულ ხელსახოცზე. წყალს ცვლიან 12- 24  სთ ში ერთხელ. ხელსახოცი კი მუდამ სველი უნდა იყოს.ქალაქის პირობებში ეს საკმაოდ საჭირო პროცედურაა, შესაძლებელი ხდება უკვე ამოსული ნათესისგადატანა მიწაში.  იგი გადააქვთ, როცა ნაზარდსთესლის სიგანის ნახევარი ზომა ექნება. თუ ამ მომენტს ვერ შენიშნავთ, მერე საშიშროებაამისი დაზიანების მიწაში გადატანისას.
ჰორმონიზაცია: ეს თესლის გაღივებას აჩქარებსიმ ჰორმონების წყალობით, რითაც ამდიდრებენ ხოლმე დარგვამდე. გამოიყენება სხვადასხვა სტიმულატორები. ეფექტურია ჰეტეროაუქსინი, კორნევინი, ეპინი, შინაური საშუალებებიდან „ მარგანცოვკა“,, სოდის 1 % იანი ხსნარი, ბორის მჟავა,, ხალხური მეთოდებიდან ასევეცნობილია ალოეს წვენი, რაშიც ასევე ალბობენ თესლს. მეთოდი საკმაოდ ეფექტურია ზოგადადდა ამოსვლა თითქმის 100 % იანია.
სტრატიფიკაცია: მეთოდის შინაარსი გულისხმობსთესლის მოტყუებას - იქმნება ხელოვნურად სიცივე, რაც აუცილებელია მათი გაღივებისთვის.მეთოდს სხვადასხვა ვარიანტი აქვს. აი, ერთი მათგანი:- იღებენ ქოთანს, ყრიან მომზადებულნარევს ქვიშის, ტორფის და ხავსის გამოყენებით - 1,5: 1: 0,5 თანაფარდობით. ზემოდანთანაბარ ფენად აყრიან თესლს, მერე ისევ ნარევს და ა.შ. რამდენიმე ფენად. შემდეგ კარგადრწყავენ. ქოთანს დებენ ცელოფანში და მიაქვთ გრილ ადგილზე, შეიძლება მაცივარშიც კი,დასაშვები ტემპერატურა - 0 - +5 გრ.
მიწა მუდამ ნამიანი უნდა დარჩეს, ამიტომ რეგულარული შემოწმება სჭირდება. შეიძლება ცოტახნით გაყინვაც, მაგრამ მერე გალღობა ბუნებრივად უნდა მოხდეს, გამათბობლების გამოყენებისგარეშე. მცენარის სახეობის მიხედვით, პროცედურის ხანგრძლივობა სხვადასხვაა.ზოგს ერთითვე ჰყოფნის. ამოსვლის დასაჩქარებლად სტრატიფიკაციამდე თესლს ალბობენ ხოლმე, რომ გაიჯირჯვოსკარგად.  მცენარეების გარკვეული სახეობებისთვისეს პროცედურა აუცილებელია, მაგ. კამელია, ფეიჰოა, ჩაი.
სკარიფიკაცია: ეს პროცედურა ესაჭიროებამკვრივგარსიან თესლებს - ბანანი, ფინიკი, კანა.. ღივს თავისით უჭირს სქელი გარსიდანგამოსვლა, ამიტომ ეხმარებიან ამ, მეთოდით. არსებობს მექანიკური და ქიმიური სკარიფიკაცია,ქიმიური სახლის პირობებში არ გამოიყენება.
მექანიკურს კი ხშირად მიმართავენ ხოლმე - ქლიბით, დანით ან ნატის ფურცლით ხეხავენ თესლისკანს რამდენიმე ადგილას.
შეწამვლა: ეს კარგი მეთოდია თესლის დანათესის დაავადებებისგან დასაცავად და ხშირად იმ თესლისთვის იყენებენ, რასაც პირდაპირღია გრუნტში თესავენ.  ამისთვის მათ ნახევარისაათით ალბობენ ბაცი „მარგანცოვკის“ ხსნარში.
კიდევ ბევრი სხვა მეთოდიც არსებობს - მოყინვა, ორთქლზე გატარება და სხვ, მაგრამ ესზემოაღწერილი მეთოდები ყველაზე ხშირად გამოიყენება, ადვილი ჩასატარებელია და საკმაოდეფექტურიცაა.

01 October 0 3 613
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно