ინახავთ ზამთარში, იყენებთ ზაფხულში

ვისაც აგარაკი ან პატარა მიწის ნაკვეთი აქვს, ზაფხულობითუამრავი ორგანული ნარჩენი სჭირდება მცენარეებისთვის - ნახერხი, ნაფოტები, სარეველები,ბოსტნეულის მწვანე მასა, ტოტები, საკვების ნარჩენები. ბოსტანში ეს ყველაფერი საჭიროა,მერე კიდევ ნაცარი, იგი მშვენიერი სასუქია და მავნებლებისგან დამცავი საშუალებაც,ნარჩენებისგან მზადდება მულჩა, კომპოსტი, ეს ნიადაგისთვისაა საჭირო. საშემოდგომოდ ყველა ბრუნდება ქალაქში მომდევნო გაზაფხულამდე, მაგრამ ასე გრძელსეზონზეც - შემოდგომიდან მომდევნო გაზაფხულამდეშეიძლება  ნარჩენების მოგროვება, რასაც გაზაფხულზეგამოიყენებთ ნაკვეთში.
ხახვის ნაფცქვენები მავნებლების წინააღმდეგ: გამშრალი ნაფცქვენები დიდხანსინახება, არც დიდ ადგილს იკავებს და არც სუნი აქვს. მას აგროვებენ პარკებში. იგი შეიცავსბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რაც ეხმარება მავნებლების და დაავადებების წინააღმდგბრძოლაში, ასევე მზადდება ნაყენი მცენარის შესასხურებლად. გარდა ამისა, იგი კარგ მულჩასწარმოადგენს ბოსტნეულის კვლებში, დიდი ხნით ინახავს მიწაში ტენს, ასევე მშვენიერ სასუქსაცწარმოადგენს. კარტოფილის დარგვისას კი მათაც აყოლებენ მიწაში, კოლორადოს ხოჭოსგან დასაცავად.
გაზეთები მულჩისთვის: ნებისმიერი ქაღალდის შესაფუთი მასალა, შავ-თეთრი გაზეთი, მუყაო, მშვენიერი მასალაა მულჩისთვის და კვლებშისარეველების საწინააღმდეგოდ, კენკროვნებში ზრდის მოსავლიანობას, ლობიო-ბარდის კვლებშიათბობს გრუნტს და ზრდის მოსავალს, სათბურებიც წარმოუდგენელია მის გარეშე.
კარტოფილის ნაფცქვენები მოცხარისთვის:ესეც ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით უხდება მოცხარს, რადგან დიდი ოდენობით შეიცავსსახამებელს, რაც ხელს უწყობს კენკრის მოცულობის ზრდას. თუ ზამთარში არ გადაყრით ამნარჩენებს და შეაგროვებთ, ზაფხულში მოცხარის უხვ მოსავალს მიიღებთ. მაგრამ ნაფცქვენებიუნდა გააშროთ კარგად. ერთ ფენად დაყარეთ ქაღალდზე და როცა გაშრება, ჩაყარეთ ნაჭრისტომსიკებში.  ასევე გაზრდის მოცხრის მოსავალსკარტოფილის ნახარში. მას მორწყვისას ურევენ წყალში, ზოგი კი ნარჩენებს პირდაპირ ბუჩქისძირში უფლავს მცენარეს.
ასევე კარგია დაჭრილი და დამბალი ნაფცქვენების ჩაყრა ცოტ-ცოტა თითო ორმოში, სადაც ირგვებაკიტრი და კომბოსტო, - ეს ძალიან სასარგებლოა ამ ბოსტნეული კულტურებისთვის
კვერცხის ნაჭუჭი - კალციუმის წყარო: ზამთარშისაკვებად ხშირად იყენებენ კვერცხს. მისი ნაჭუჭი შესანიშნავი ორგანული სასუქია, დიდიოდენობით შეიცავს კალციუმსაც და მისი გადაყრა დაუშვებელია. ნაჭუჭს აშრობენ, ფქვავენდა ისე ინახავენ პაკეტებში ან ქილებში. იყენებენ სასუქად ბაღჩეულისთვის ან ფესურებიანიბოსტნეულისთვის. კარგია მისი ფხვნილის მოყრა ხეხილის ძირშიც, ასევე ვარდის ბუჩქის გარშემო.
მზესუმზირის ჩენჩო და თხილეულის ნაჭუჭი:კაკლის ნაჭუჭი, არაქისის ქერქი, გოგრის თესლის კანი - ესეც სასუქია ბოსტნეულისთვის,ასევე კარგია მულჩირებისთვისაც. მათ პირდაპირ ინახავენ პაკეტებში გაშრობის გარეშე
ციტრუსის ქერქი: ზამთარში ოჯახი ხშირადმოიხმარს ამ სასარგებლო პროდუქტს, ქერქს აშრობენ და იყებებენ ჩაიში, ცხობისას, და სხვ.თუმცა ასევე გამოდგება სასუქადაც და მავნებლების წინააღღმდეგ ბრძოლისთვისაც კვლებში.კარგად გამშრალ ქერქებს აგროვებენ ქაღალდის პაკეტებში, მერე კი იყენებენ ბუგრის წინააღმდეგ- მცენარეს ასხურებენ ციტრუსის ქერქის ნაყენს.
 - 3 ლ წყალს უმატებენ 300 გრ ლიმონის მშრალქერქს, ტოვებენ 3 დღე სიბნელეში.
 - 2 ლ წყალს უმატებენ 4 ფორთოხლის ქერქს, დებენ7 დღე ბნელადგილას მერე ამატებენ  ცოტა თხევადსაპონს. გამოყენეის წინ გადაწურავენ.
 - 1კგ მშრალ გატარებულ ქერქს ყრიან 3 ლ იანქილაში, და ასხამენ წყალს. დებენ 5დღე სიბნელეში, მერე წურავენ, აზავებენ 1:10 და იყენებენ.
ჩაი და ყავა: ესეც შესანიშნავი სასუქიამცენარეებისთვის. მთავარია კარგად გააშროთ, რომ არ დაობდეს. მათ უმატებენ მიწაში ბოსტნეულისსასუქად. ჩაის ნარჩენისგან ასევე მზადდება თხევადი სასუქიც, შეიძლება მისი გამოყენება  მოცხარის კალმების დასამუშავებლადაც დარგვამდე.
01 October 0 2 107
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно