შემოდგომაზე დასარგავი მცენარეები

ბევრმა მოყვარულმა მებაღემ არ იცის, რომ შემოდგომაცმშვენიერი დროა მცენარეების დასარგავად, თუმცა ყველა ვერ უძლებს მომდევნო სეზონს -ზამთრის ყინვებს. ამიტომ კარგი იქნება, იცოდეთ, რომელი მცენარეების დარგვა შეიძლებაამ სეზონზე.
შემოდგომაზე მიწა გრილდება, ტემპერატურა ქვეითდება, მაგრამ ასეთ დროს დარგული  მცენარე:
 - იკაჟება და უკეთ უძლებს საგაზაფხულო ყინვებს,როცა ბევრი ნაზარდი, რაც გაზაფხულზე დაითესა, კვდება.
 - შემოდგომაზე დარგული  მცენარის ფესვები ასწრებს კარგად გაზრდას, მას არსჭირდება ხშირი მორწყვა, რადგან ფესვი უკვე ღრმადაა მიწაში.
 - თოვლიც აწვდის წყალს ნერგებს და თესლებს.ამიტომ ყვავილებს არ სჭირდებათ მორწყვა გაზაფხულზე.
 - შემოდგომაზე თავისუფალი დრო მეტია, არაასაჭირო ბოსტნეულის დარგვა- დათესვა, მორწყვა, სასუქის შეტანა.
 - შემოდგომაზე დარგული მცენარეები უფრო ადრეიწყებენ ყვავილობას. 10-20 დღით ადრე, ვიდრე გაზფხულზე დარგული.
 - ერთ და მრავალწლიან მცენარეებში ბევრია ყივნვაგამძლესახეობები, ესე იგი, ისინი კარგად გაუძლებენ ზამთარს.
თუმცა უარყოფითი მომენტიც არის - თესლი ნაკლები ამოსვლით ხასიათდება, და საჭიროა უფრომჭიდროდ დათესვა ანუ მეტი თესლი  იქნება აუცილებელი,სამაგიეროდ, რაც ამოვა, ბევრად ჯანმრთელი და ძლიერი იქნება. მეორეც, უნდა იცოდეთ, რომელიმცენარეები შეიძლება დარგოთ. ბევრია ყინვაგამძლე და არჩევანი საკმაოდ დიდია.
 ოთახის მცენარეები - მათ არ აშინებთ სიცივე,ქარი, ყინვა და თოვლი, თუმცა მათ გარდა კიდევ ბევრია ისეთი, რომლებსაც ამ სეზონზე რგავენ მხოლოდ. ესენია:
მრავალწლიანები - ისინი ასწრებენ ფესვთა სისტემის გავითარებას ზამთრამდე და მომდევნოწელს უკვე იყვავილებენ, გარდა ამისა, მათ სჭირდებათ გაკაჟება - მათ ხომ რამდენიმე ზამთარსუნდა გაუძლონ,.
ბოლქვიანები - აქ შედარებით სიფრთხილეა საჭირო, რადგან არიან მცენარეები, რომლებსაცეშინიათ ზამთრის და მათ ბოლქვებს პირიქით, ზამთრამდე თხრიან.
ერთწლიანები - რომლებსაც თესავენ ყოველ წელს.
ერთწლიანები: ისინი თესლით მრავლდებიანჩვეულებრივ, თესავენ მას მერე, რაც მიწა გათბება, მერე რეგულარულად რწყავენ, შეაქვთსასუქი, საქმე კიდევ უფრო მეტია, თუ ჩითილებად გამოჰყავთ სახლის პირობებში და მერეგადააქვთ ღია გრუნტში.
ამ ყველაფერს აიცილებთ თავიდან საშემოდგომო დათესვით. ამისთვის არჩევენ მცენარეებს,რომლებიც ბუნებაში თვითდათესვით მრავლდებიან:
ფლოქსი, ქრიზანთემის გარკვეული სახეობა, დევისპირა, ყაყაჩო, ცის-ფოლიო, იბერისი, გულყვითელა.დეზურა, ასტრა, ალისუმი და სხვ.
რავალწლიანები: ამ მცენარეებს, შემოდგომაზედარგულებს შედარებით ადრე გამოაქვთ ყვავილი, ისინი უკეთ იტანენ ცუდ პირობებს და კარგადუმკლავდებიან მავნებლებს და დაავადებებს.
შესაძლებელია მათი დათესვა - პერიოდი ემთხვევა ერთწლიანების თესვას, ბოლქვების ჩარგვა - რამდენიმე კვირით ადრე ყინვებამდე, ფესვის დაყოფით- ასევე 2-3 კვირით ადრე პირველყინვამდე.
ორმოები ადრიანად მზადდება დასარგავად, სჯობს გაზაფხულიდან, კარგია სასუქის შეტანაც.
მრავალწლიანებიდან საშემოდგომოდ რგავენ: ხანჭკოლას, რძიანას, რუდბეკიას, გატეხილ გულებს,დეზურას, გაილარდიას, წინწკალას, ჰოსტას, ასტრას და კიდევ ბევრ მცენარეს.
როგორ ითესება საშემოდგომოდ: ბოლქვიანებისდა ფესვიანი მცენარეების დარგვა თუ ჩვეული მეთოდით ხდება - ისე, როგორც გაზაფხულზე,აქ - აზრთა სხვადასხვაობაა.
 - თესლი მეტია საჭირო, რადგან ყველა არ ამოვა
 - მიწა კარგად უნდა გაგრილდეს, რადგან თბილნიადაგში დათესილი თესლი შესაძლოა მალევე ამოვიდეს, მერე კი ყინვაში გაიყინოს,
 - საჭიროა, სწორად შეირჩეს ადგილი. თუ ყინვიანიდა უთოვლო ზამთარი იცის, არჩევენ ჩრდილიან ადგილს, რომ ზამთრის მზემ თესლი არ დაწვას.არ ივარგებს მათთვის დაბლობის შერჩევაც - დამდნარმათოვლმა შეიძლება წაიღოს თესლი.
მიწა უნდა გადაიბაროს სექტემბერში, და მერე შეაქვთ სასუქი.ნოემბრის ბოლოს, უკვე შეიძლებადათესვა. წვრილი თესლი ითესება 1 სმ სიღრმეზე, უფრო მსხვილი - 3-5 სმ ზე. ზემოდან ნათესსაყრიან ქვიშის ნარევს ნეშომპალასთან ან ტორფთან. ჩიტებმა რომ არ აკენკონ, ოდნავ ტკეპნიანმიწას, ზემოდან კი მშრალ ფოთოლს ან ნაძვის ტოტებს აფარებენ. გაზაფხულზე, როცა თოვლიდადნება, სასურველია ცელოფნის დაფარება სანამ ნათესი ამოიწვერება. პირველი ფოთლებისგამოჩენისას ხშირავენ, პროცედურას იმეორებენ 2 კვირის მერე და ასე ქმნიან ფართს მცენარისზრდისთვის.
ერთწლიანებისთვის ნიადაგს ამზადებენ სექტემბერში, მაგრამ ორმოები და კვლები არ კეთდება,ზამთარში პირდაპირ თოვლზე ითესება. ასე ხდება იმ მცენარეების დათესვა, რომელთა თესლსაცესაჭიროება სტრატიფიკაცია.

 თოვლის ფენა 25 სმ უნდა იყოს მინიმუმ, იგი უნდა დაიტკეპნოს და მერე დაიყაროს თესლი, ზემოდან კიჯერ ტორფს და ქვიშას აყრიან, მერე ისევ თოვლის თხელ ფენას. ეს იცავს თესლს ქარის დაფრინველისგან
შემოდგომაზე დათესილი მცენარეები უკეთ ყვავილობენ, უფრო დიდი ყვავილი აქვთ, მცენარეებიკი უფრო ჯანსაღი და გამძლე იზრდება, ამიტომ შესაძლებელია, მოსინჯოთ ეს მეთოდი თქვენსბაღშიც. 

 
01 October 0 8 844
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно