ვარდების მოვლა შემოდგომაზე

დღეს ვარდებს თითქმის ყველგან შეხვდებით, სხვადასხვამიზნით ზრდიან მათ ეზოებში, თუმცა კარგი იქნება, იცოდეთ მათი  მოვლის წესი შემოდგომაზე, რომ გაზაფხულზე კვლავუხვად იყვავილონ.
ზოგი ვარდი შემოდგომაზე ისევ ყვავილობს და არ ისვენებს, მაგრამ მათი მოვლა ამ სეზონზეცსაჭიროა, ვარდი ნაზი და პრეტენზიული მცენარეა, ამიტომ სწორი მოვლა ესაჭიროება გამოსაზამთრებლად.გამოცდილ მებაღეებს ეს არ უჭირთ, ახალბედებს კი გამოადგებათ ეს რჩევები. საშემოდგომო მოვლა რამდენიმე ეტაპად იყოფა:
კვება, მორწყვა, გასხვლა, მულჩირება, დაფარება ზამთრისთვის.
არასწორად შესრულებული სამუშაო ცუდად აისახება ვარდზე, ეს მისი დაავადების მიზეზიცშეიძლება გახდეს, იგი ადვილად ჰკარგავს ჯიშის თვისებებს, ნელა ივითარებს მწვანე მასასდა ცუდად ყვავილობს.
ვარდების ვეგეტაციის თავისებურებები: ვარდი ასკილის ნათესავიადა ყველაზე ყინვაგამძლე ჯიშებიც დროულ დახმარებას საჭიროებენ  საზამთროდ. ვარდის მოვლა არც ისე რთულია, მთავარია,დაიცვათ ვადები და მიჰყვეთ რჩევებს.
დღეს სელექციის გზით ბევრი ახალი ჯიშია გამოყვანილი და  ეს სირთულეს ქმნის მის მოვლაში - ისინი ყინვაშიარ იძინებენ. 0 გრ ს დაბლა წვენის მოძრაობა ღეროებში წყდება, მაგრამ საკმარისია, ოდნავდთბეს და წვენის მოძრაობა უმალ აღდგება, ვარდი უცებ გაიღვიძებს, ყინვაში კი წვენი იყინება,მოცულობაში ფართოვდება და ღეროს ხეთქავს, მასში კი ადვილად აღწევს მერე ბაქტერიაც,სოკოც, ვირუსიც და მავნებლებიც. მცენარე ავადდება.
როდის იწყება საშემოდგომო სამუშაოები: ჩვენთან სექტემბრის მეორე ნახევრიდანუკვე დროა, შეუდგეთ ვარდებთან მუშაობას, ცივ რეგიონში კი აგვისტოს ბოლოდან იწყება საშემოდგომოსაქმიანობა
მთავარი ამოცანაა  შეაჩეროთ ვეგეტატიური პროცესები,ამიტომ გამოცდილი მებაღეები არ აფხვიერებენ მიწას ბუჩქებქვეშ, აკვირდებიან მიწოს ტენიანობას,ახალი ტოტების ზრდას, კოკრების გამოტანის პროცესს, წყდება თაიგულისთვის მაღალღეროიანიტოტების შეჭრაც. კოკრების დიდი რაოდენობა ფესვებს ასუსტებს და ხელს უშლის მცენარეშისასარგებლო ნივთიერებების დაგროვებას ზამთრამდე. ამისთვის კოკრებიან ტოტებს გადაღუნავენ,კოკორი აღარ გაშილება და მცენარეს ძალებს არ წაართმევს. კოკრების წატეხვა არ შეიძლება-ეს გაააქტიურებს ტოტების ზრდას და კვირტების გავითარებას
კვება საშემოდგომოდ:  კიდევ ერთი მეთოდი ვეგეტატიური პროცესების შესაჩერებლად- სასუქის შეტანის შეწყვეტაა აგვისტოს შუა რიცხვებიდან. აზოტიანი სასუქი მიწისზედანაწილის ზრდას უწყობს ხელს, ამ პერიოდში კი მას ფესვების ზრდა უფრო სჭირდება. აგვისტოსბოლოს აძლევენ სუპერფოსფატიან და კალიუმიან სასუქს - 2,5 გრ ბორის მჟავა, 25  გრ სუპერფოსფატი, 10 გრ კალიუმის სულფატი. აზავებენ10 ლ წყალში, ეს რაოდენობა საკმარისია 4-5 კვ მ სთვის.
მეორედ სასუქი შეაქვთ 2-3 კვირის მერე, საჭიროა 16 გრ კალიუმის მონოფოსფატი და 15 გრსუპერფოსფატი. აზავებენ 10 ლ წყალში. ორივე ჯერზე საჭიროა მშრალი ამინდები. , რომ მიწაბუჩქებქვეშ მშრალი იყოს - ასე ფესვები მაქსიმალურად შეიწოვს საკვებს. წვიმის დროს კისჯობს გრანულირებული სასუქის გამოყენება. მათ ბუჩქის გარშემო ყრიან და ფრთხილად აფხვიერებენმიწას, რომ ისინი თანაბრად განაწილდეს მიწაში. გრანულები არ უნდა მოხვდეს  ფესვის ყელს.

 
მორწყვა შემოდგომაზე: მიწის დატენიანებაჭარბად შეოდგომაზე არ ივარგებს - იწყება ახალი ტოტების ზრდა, მაგრამ ისინი გახევებასვერ ასწრებენ და ყინვაში კვდებიან. ასევე იზრდება ზედაპირული ფესვები და ძლიერი ყინვებისდროს ისინიც ფუჭდებიან.
თუ შემოდგომაზე წვიმები იქნება, ვარდის გარშემო კეთდება დასაცავად კარკასი, ცელოფნითგადახურული. წვიმის ნაკლებობისას კი მას კვირაში 1-2 ჯერ რწყავენ.
ვარდის ბუჩქს გარშემო უყრიან მიწას  35-40 სმსიმაღლეზე  მაღალი ბუჩქებისთვის და 10-15 სმზე - დაბლებისთვის და ასე იცავენ  დაავადებისგან.ეს საჭიროა ყინვაში, -3 გრ ზე.მცენარეს აცლიან ფოთლებს ბუჩქის ძირში. ასე იცავენ მასლპობისგან.
კარგია ღეროს შეღებვაც სპეცსაღებავით.  
გასხვლა: ყოველ შემოდგომაზე ბუჩქი უნდაგაისხლას, ასაკის მიუხედავად. პირველ რიგში ტოტებს აცლიან ფოთლებს და აშორებენ სუსტგანუვითარებელ  ტოტებს - ისინი აუცილებლად გაიყინებაზამთარში, ასევე აშორებენ კოკრებს და სათესლე კოლოფებს.
ამის მერე აჭრიან ზედმეტ ტოტებს. დაათვალიერეთ ბუჩქი, აარჩიეთ 4-5 ძლიერი ტოტი, დასხვები მოაშორეთ. გადაჭერით 5-6 სმ ზე მიწიდან. დარჩენილები კი უნდა  დაამოკლოთ. ყურადღება მიაქციეთ, სადაა ბევრი კვირტი.თუ ისინი ტოტის ზედა ნაწილშია, იქ გადაჭერით, კვირტების ზევით. თუ ისინი  მთელს ტოტზეა თანაბრად განაწილებული, მაშინ, სახეობისან ჯიშის მიხედვით სხლავენ ან მოკლეზე ან საშუალო სიგრძეზე. გადანაჭერ ტოტებს და ფოთლებს წვავენ, ასე იცილებენთავიდან სოკოს და ლპობის საშიშროებას. ამ ტოტების და ფოთლების გამოყენება მულჩისთვისარ შეიძლება.
დაფარება: ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ვარდებსუკვე სჭირდება დაცვა სიცივისგან. პარკის მცენარეებისთვის, რომლებიც კარგად უძლებენყინვას, მიწის შემოყრაც  საკმარისია.
უფრო ნაზი და პრეტენზიული  ჯიშებისთვის  ჯერ მულჩირებაა საჭირო, ზემოდან აწყობენ ნაძვისტოტებს, ზემოდან კი წყალგაუმტარ ნაჭერს - რუბეროიდს, ცელოფანს..საშემოდგომო  წვიმაში და გაზაფხულზე თოვლის დნობისას იგი დაიცავსმცემარეს ჭარბი ტენისგან. ბოლო დროს ახალი მეთოდი საკმაოდ პოპულარული გახდა - ბუჩქისგარშემო ახვევენ ბადეს, შიგ ყრიან მულჩას, მიღებულ ცილლინდრს კი აფარებემ ჯვალოს ტომარას,ცელოფანს. მთელი ეს ზემოაღწერილი პროცედურები უნდა ჩატარდეს მშრალ მზიან ამინდში, ბუჩქი უნდაიყოს მშრალი, ამიტომ, ყურადღებით ადევნეთ თვალი ამინდებს და ნუ დააყოვნებთ მზის გამოჩენისას.

 
30 September 0 8 142
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно