იუსტიცია - ჭრელი და ფუშფუშა

ძალიან საინტერესო მცენარეა უჩვეულო ფორმის ყვავილებით.თეთრ პატარა ყვავილებს ჭრელი და უცნაური ყვავილსაჯდომი ფარავს, პრიალა მწვანე ფოთლებიკი ეგზოტიკურ შესახედაობას აძლევს მას.  მომთხოვნიამოვლის მიმართ, მაგრამ არა პირობებისადმი. და ერთერთ უნივერსალურ მცენარედ ითვლება.მას შეხვდებით სახლებში, მარტო მდგომს, თვითმკმარს. იგი მთელი წლის განმავლობაში მშვენივრადგამოიყურება.დიდი ხნის განმავლობაში  ესმცენარე არ იყო სისტემატიზირებული და კამათის საგნად ხშირად იყო ქცეული. ზოგი მას ბელოპერონესუწოდებდა, ზოგიც იაკობინიას ან იუსტიციას. საბოლოოდ  განისაზღვრა მისი გვარის დასახელება - იუსტიცია,ან იაკობინია.  თუმცა გვარში შემავალი სახეობებიგანსხვავდება გარეგნულადაც და მოვლის წესებითაც.
მცენარე ჰგავს ბაღის პოპულარულ ერთწლიან ლიანებს და ხშირად ოთახის სვიასაც ეძახიან,თუმცა ზრდის ფორმით და მწვანე მასით სულაც არაა ლიანა. ბუნებაში იგი ს. ამერიკაში გვხვდება. იქაც არ გამოირჩევა დიდი სიმაღლით - სულ 1,5 მ მდე იზრდება. აქვს ნახევრადგახევებული,სწორი მოწითალო ფერის ტოტები, მათზე მოპირდაპირედაა განლაგებული მოგრძო - ოვალური წაწვეტებული,მთლიანკიდიანი ფოთლები, ფოთლის ფერი სხვადასხვა სახეობას სხვადასხვა აქვს. ერთეულადგანლაგებული მოგრძო მილისებრი ყვავილები ოთახის კულტურებს არ ახასიათებთ. ხშირადაათავთავისმაგვარი სიმეტრიული ყვავილედები. დეკორატიულობას სძენს არა ყვავილი, არამედჭრელი, მოგრძო ფოთლისებრი ან სამკუთხა ფორმის ყვავილსაჯდომი.
ფერი ტრადიციულად წითელი, ნარინჯისფერი ან თეთრია, თუმცა სელექციონერებმა გამოიყვანესთეთრი ან ვარდიფერი ბაზისურფერიანი ყვავილებიც. მცენარე თითქმის მთელი წელი ყვავილობს.სწორედ ასე ხანგრძლივი ყვავილობა და ყვავილის ორიგინალურობა გახდა მისი პოპულარობისმიზეზი, თუმცა თავად ყვავილები მალე ცვივა, ყვავილსაჯდომი კიდევ 3-4 თვე რჩება მცენარეზე.
სახეობები: სახლის კულტურადაც საკმაოდბევრ სახეობას შეხვდებით.  
ბრანდეჯის იუსტიცია - ყველაზე პოპულარულია, მოზრდილი ბუჩქივით უხვად დატოტვილი ბალახოვანიმცენარე, 40-100სმ სიმაღლის.იგი სწრაფად იზრდება, მაგრამ  მაღაზიებში მას სპეციალურად ამუშავებენ ზრდის შესამცირებლადდა დაბუჩქვის მიზნით. ამიტომ სახლში მოტანის მერე უცებ მიდის სიმაღლეში. ტოტები ძირსაადახრილი, ლამაზი მოგრძო ფოთლები აქვს, თეთრი ყვავილები კი დაფარულია ყვითელი,  წითელი ან ჭრელი ყვავილსაჯდომით, და ქმნის 10 სმსიგრძის თავთავებს. ფორმით ძალინ ჰგავს სვიას.
ხორცისებრ-წითელი იუსტიცია - სწორმდგომი ფუშფუშა ყვავილედი აქვს მოგრძო გაყოფილ ენოვანიყვავილსაჯდომით, რომელსაც ლამაზი ვარდისფერი აქვს, მცენარეც სწორმდგომია და  სუსტად დატოტვილი, დიდი განიერი მუქი მწვანე ფოთლებით.
გიზბრეხტის იაკობინია - მეტრამდე სიმაღლის ნახევრადბუჩქი დატოტვილი, დიდი ტყავისებრიფოთლებით და მილისებრი  მოწითალო- ალისფერი  ყვავილებით. იუსტიცია ფლორიბუნდა - უხვადმოყვავილე, სიცივეგამძლე, 30-50სმ სიმაღლის, დახრილი ტოტებით,ელიფსური ფოთლებით, წითელ-ყვითელი 2სმ იანი ყვავილებით.
მოვლა: მცენარე არც ისე რთული მოსავლელია.  რეგულარული მორწყვა და ჰაერის მაღალი ტენიანობასჭირდება. ის სახეობები, რომლებსაც ყვავილი ტოტების მთელ სიგრძეზე ეშლებათ, შედარებით უფრო პრეტენზიულები არიან ზამთარში.
განათება: მას ყვავილობა მთელი წელი შეუძლიანახევრადჩრდილშიც და მზის პირდაპირი სხივები დიდად არც სჭირდება.  ამიტომ გამოდგება ინტერიერის გასაფორმებლად ოთახისსიღრმეში. მაგრამ ზამთარში იგი უნდა დადოთ მეტად განათებულ ადგილზე. მცენარე კარგადიტანს ხელოვნურ განათებასაც. ეს არ მოქმედებს მისი ყვავილობის სიუხვეზე.
ტემპერატურა: კარგად ეგუება ოთახის ტემპერატურასდა დიდად მნიშვნელოვანი არაა მისთვის, გაზაფხულ-ზაფხულში 20-25 გრ. ზამთარში კი16-20 გრ უნდა იყოს. სჯობს ყიდვის დროს დააზუსტოთ, რა პირობები სჭირდება გამოსაზამთრებლად.  ზოგ სახეობას 16 გრ სჭირდება, ზოგიც 10-12 გრ ზეაკარგად. თბილი გამოზამთრებისას იგი არ იყვავილებს. ზაფხულში კი მისი გარეთ გატანა შეიძლება.
მორწყვა: ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხიამცენარისთვის. მიწა მუდამ სველი უნდა ჰქონდეს და მორწყვებს შორის ზედა ფენა უნდა შეშრესმხოლოდ. მაგრამ წყალი არ უნდა დაგუბდეს და სადგამზე გამოსული წყალი მალე უნდა გადაღვაროთ.არც ზამთარში იცვლება დიდად მისი მორწყვის რეჟიმი. თუ ასეთი სიხშირით გააგრძელებთ მორწყვას,მცენარე ფოთლებს დაიცვენს. ამიტომ სექტემბერ-ნოემბერში მას ისე რწყავენ, რომ მორწყვებსშორის მიწის შუა ფენაც შეშრეს. უფრო მეტად უნდა შემცირდეს მორწყვა სიგრილეში მყოფი იუსტიციისთვის და ნაკლებად -  ჩვეულ ოთახის ტემპერატურაზე მყოფისთვის.
მცენარე მეტად სწრაფად დაჰკარგავს ფოთლებს შეფერილობას, ყვავილსაჯდომს,  თუ იგი ზედმეტად მშრალ ჰაერზე იქნება. მისთვის მინიმალურადმისაღები 60-65 % ჰაერის ტენიანობაა, ოპტიმალური კი 75-85 % უნდა იყოს.  სჯობს, თუ ამ საკითხს კომბინირებულად მიუდგებით.- დადეთ ქოთანი სველ ხავსიან ან კერამზიტიან სადგამზე. ხშირად დანამეთ მცენარე. მორწყვადა დანამვა სასურველია რბილი, თბილი და ნადგამი წყლით.
კვება: ინტენსიური კვება არ სჭირდება,მაგრამ მარტიდან სექტემბრამდე საჭიროა სასუქის შეტანა რეგულარულად. 10 დღეში ერთხელმას აძლევენ უნივერსალურ სასუქს. მცენარეს აკვირდებიან - თუ   მას შედარებით დიდი ფოთლების ზრდა შენიშნეს, მერეუმცირებენ სიხშირეს და პირიქით - წვრილი ფოთლების ზრდისას უფრო ხშირად კვებავენ.  ოქტომბერ-თებერვალში სასუქი მცენარეს არ სჭირდება,ან თვეში ერთხელ დოზის მესამედი შეაქვთ.
გასხვლა: ყოველწლიურად მცენარე უნდა გაისხლას,რადგან იგი ყვავილს გამოიტანს მიმდინარე წლის ტოტებზე მხოლოდ. ეს ხდება ადრე გაზაფხულზეგადარგვამდე. აჭრიან ტოტების ნახევარს ისე, რომ დარჩეს 2-3 მუხლთაშორისი.
თუ ძველი მცენარე უკვე იშვიათად ყვავილობს, ესაჭიროება გაახალგაზრდავება. მიწისზედანაწილს გადაჭრიან რაც შეიძლება დაბალზე, მერე კი რგავენ უფრო პატარა ზომის ქოთანში.
გადარგვა: სჯობს გადარგათ ყოველწლიურად,მისი ასაკის მიუხედავად.  ტრადიციულად გაზაფხულზეფრთხილად, რომ ფესვები არ დაიზანდეს, გამონაკლისია ფლორიბუნდა. მას ზამთარში, მოყვავილებისმერე რგავენ.  მიწა უნდა იყოს უნივერსალური, 55 – 6,5 
ph. ოპტიმალური შემადგენლობაა ნეშომპალა,კორდის მიწა  ქვიშა და ტორფი.
დაავადებები:  მცენარეს ემტერება წითელი აბლაბუდა ტკიპა, ფრთათეთრადა ბუგრი.  მათ ერძვიან ფოთლების ჩამობანვითდა ინსექტიციდებით.
პრობლემები: ფოთოლცვენა ჭარბი ან ნაკლებიმორწყვისას; ფოთლების გაყვითლება ზამთარში დაბალი განათების ან მორწყვის არასწორი რეჟიმისგამო; ფოთოლცვენა მშრალი ჰაერის პირობებში; ყვავილობის არარსებობა და დიდი მწვანე მასა ჭარბი კვების დროს.
გამრავლება:  ძალიან ადვილია. გასხვლისას იგი უამრავ ტოტს სტოვებსდა მათი გამოყენება შესაძლებელია დასაფესვიანებლად. პროცესი საკმაოდ სწრაფია. საჭიროა20 – 22 გრ.  მერე უნდა გადაირგას ცალკ-ცალკექოთნებში, ან 3-3 ერთად შედარებით დიდ კონტეინერებში. ახალგაზრდა მცენრეებს ტოტებზეთავებს ხშირად აწყვეტენ დაბუჩქვის მიზნით.
 
28 September 0 4 314
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно