როგორ გადავრგათ სწორად ორქიდეა

ორქიდეა საკმაოდ პრეტენზიულ მცენარედ ითვლება და დამწყებმოყვარულებს უჭირთ მისი მოვლა, მას ზედმეტ ყურადღებას აქცევენ, და მეტად ანებივრებენარასწორად. ამის გამო მცენარე ცუდად გაიზრდება ასე შეიძლება სხვა მცენარეებსაც დაემართოთ, მაგრამ თუ ისინი, მაგ. ქლოროფიტუმი და ჰიბისკუსიაიტანენ ასეთ ყურადღებას, უხეშ შეცდომებს, ორქიდეისთვს ეს სასიკვდილო შეიძლება აღმოჩნდეს.მისი ფესვები ძნელად აღსდგება, ამიტომ ტყუილად მცენარეს არ აწუხებენ. ახალმოტანილიმცენარე ახალ ქოთანში უცებ არ გადააქვთ, მცენარე ისტრესება და რთულად მოსაგვარებელიპრობლემები ემართება ასეთ დროს. გადარგვა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში სჭირდება. 
როდის უნდა გადაირგას ორქიდეა: 2-3 წლისმერე სუბსტრატი უვარგისი ხდება მცენარისთვის და შეცვლა სჭირდება.
მცენარე თავადაც გატყობინებთ, როცა უჭირს და გადარგვა უნდა, შემდეგი ნიშნებით:
 - თუ სუბსტრატი „დაჯდა“ და ქოთანში ბევრი თავისუფალიადგილი გაჩნდა
 - თუ გრძნობთ ობის, ნესტის ან ლპობის სუნს
 - თუ ქოთანი მძიმდება მორწყვის მერე უფრო მეტად,ვიდრე ადრე.
 - თუ ფესვები გაუმუქდა, გაუყავისფერდა. ჯანსაღფესვებს მწვანე ფერი აქვს
 - თუ ხედავთ, რომ იგი ლპება
 - თუ მას მოწყენილი შესახედაობა აქვს.
გადარგვისთვის კარგი დროა ყვავილობის დასრულების მერე ახალი ფოთლების ამოტანის პერიოდი.ამ დროს იგი ყველაზე უკეთ იტანს გადარგვას და ადვილად ეგუება ახალ გარემოს.
როგორ გადავრგათ სწორად:
მცენარეს ფრთხილად იღებენ მისი სუბსტრატიანად ქოთნიდან.თუ ასე არ გამოდის, ქოთანს ჭრიან, რომ მცენარეს ნაკლები ზიანი მიადგეს. მერე მას თბილწყალში დებენ, რომ კარგად დალბეს  და სუბსტრატიმოშორდეს. მერე დარჩენილ ქერქებს თბილი შხაპით აშორებენ. მერე ათვალიერებენ მცენარეს,აცილებენ დაზიანებულ, მკვდარ ფესვებს, გადანაჭერს აყრიან ხის ნახშირს და დებენ მშრალხელსახოცზე, რომ ბოლომდე კარგად გაშრეს.
ამასობაში ქოთნის ძირში ყრიან 5 სმ სისქეზე კერამზიტის ან დამტვრეული კრამიტის ფენას,რომ წყალი არ დაგუბდეს ქოთანში. მერე ყრიან სუბსტრატს 5 სმ ფენად და ზედ ათავსებენმცენარეს. გვერდით საყრდენსაც უდებენ, რომ ჩამოკიდებული ტოტები მიაბან. ზემოდანაც ამატებენსუბსტრატს და ოდნავ ტკეპნიან, რომ მცენარე კარგად დამაგრდეს. ამის მერე ქოთანს დებენწყლიან ჭურჭელში რამდენიმე წთ, მერე ამოაქვთ, წყალი რომ დაიწრიტება, თუ ფესვები გამოუჩდა,კიდევ აყრიან ზემოდან სუბსტრტს და  მერე აბრუნებენძველ ადგილზე. ოპტიმალური სუბსტრატი ორქიდეისთვის - ხის ნახშირი, გვიმრის ფესვები, ქერქი, პენოპლასტი,ხავსი, ტორფი. თუმცა სჯობს მისი მზა სახით შეძენა.
 

28 September 0 9 059
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно