იიების მორწყვა ფიტილით

მეყვავილეობაში ცნობილია ასეთი ტერმინი - მორწყვა ფიტილით.ასეთი პროცედურა არც ისე რთულია. როგორც ერთი შეხედვით ჩანს. პირიქით, თუ რამდენიმედღით აპირებთ სახლის დატოვებას, ამ მეთოდის გამოყენებით უკეთ დაიცავთ მცენარეებს დამორწყვაზე არ ინერვიულებთ. თუმცა ამ მეთოდისთვის ცოტა მეტი მუშაობა მოგიწევთ.
ეს მეთოდი ყველა მცენარეზე არ გამოდგება - კარგია იებისთვის, გლოქსინიასთვის, იშვიათად - სტრეპტოკარპუსისთვის.ზოგჯერ კი მათთვისაც, რომელსაც სჭირდება ფხვიერი მსუბუქი მიწა. მცენარის ფესვები კარგადუნდა ავსებდეს ქოთანს და წვდებოდეს ძირს.  ამმეთოდისთვის კი იდეალური მცენარე მაინც იაა.
იებისთვის: ფიტილისთვის გამოდგება სინთეტიკურიქსოვილი, ბუნებრივისგან დამზადებული მალე დალპება მიწაში და თავის მოვალეობას ვეღარშეასრულებს. კარგია თოკის პატარა ნაწილი ანქალის ძველი წინდის - კოლგოტის ნაჭერი. ფიტილიარ უნდა იყოს სქელი, სისქე 2მმ - კარგი იქნება. ამ პროცედურისთვის გამოდგება ნებისმიერიქოთანი, მოსახერხებელია 9 სმ იანი პლასმასის ქოთნები. მასში ბევრი სადენაჟე ნახვრეტებია, სადაც შეიძლება ფიტილის გატარება. დრენაჟის თხელი ფენა საჭიროა მაშინ, თუ მცენარე ამმეთოდით გარკვეული პერიოდის განმავლობაში ირწყვება და არა მუდმივად.
ქოთნის ძირში ნახვრეტში ატარებენ ფიტილს, ყრიან დრენაჟს, მერე სპეც სუბსტრატს იისთვისდა იმისთვის, რომ მიწა მსუბუქი იყოს და ტენს კარგად ინახავდეს, მას პერლიტსაც უმატებენ. ქოთანში ნახევრამდე ყრიან მიწას და რგავენ იას ძველი მიწის კოშტით, მერე ქოთანს ბოლომდეავსებენ მიწით. ფიტილი ვერტიკალურ მდგმარეობაში უნდა იყოს ქოთანში.
ამის მერე ამზადებენ ჭურჭელს წყლისთვის, მთავარია წყალი მისგან არ ორთქლდებოდეს სწრაფად,ამისთვის გამოდგება სახურავიანი კონტეინერი. თავდახურულ კონტეინერს სახურავში უკეთებენნახვრეტს ფიტილისთვის. 9 სმ იანი ქოთნისთვის გამოსდგება 0,5 ლ იანი ერთჯერადი ჭიქები.ქოთანი ჭიქაში ისე უნდა ჩაიდოს, რომ ქოთნის ძირი წყლის ზედაპირიდან 0,5 სმ ზე იყოსზემოთ. ფიტილს დებენ წყალში. ასე მცენარეს მორწყვა არ დასჭირდება 2 კვირა.
იის და გლოქსინიის გარდა ეს მეთოდი გამოდგება სტრეპტოკარპუსისთვისაც, თუ მას კარგადგავითარებული ფესვთა სისტემა აქვს.

28 September 0 4 827
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно