კალუნა

მრავალწლიანი მარადმწვანე მცენარეა მანანასებრთა ოჯახიდან, საკმაოდ უპრეტენზიოა, მისი სამშობლო ს. - აღ. აზიაა. ფიჭვნარში, შერეულ ტყეებში, მინდვრებში ხშირად ნახავთ ამ მცენარეს, ბუჩქი უხვად დატოტვილია და დაფარულია სამწახნაგა სხვადასხვა მწვანე ფერის  ფოთლებით. თუმცა ზოგ სახეობას მოწითალო, სპილენძისფერი ან მოვერცხლისფრო ფოთლები აქვს.
ყვავილედში 6-30 პატარა ლილისფერი, ვარდისფერი, იისფერი, თეთრი ან ყვითელი ყვავილია ერთად შეკრული. ბუნებაში იგი თესლით მრავლდება. ბუჩქი ხშირად 3 მ მდე იზრდება დიამეტრში, საკმაოდ დიდხანს ცხოვრობს - 30-50 წლამდე, პირველი ყვავილობა 5 წლიდან იწყება. საუკეთესო სათაფლე მვცენარეა, იმტვერება ფუტკრით, ბზიკით, ბაზით და სხვა მწერებით.
ადგილის  შერჩევა: ლამაზი მცენარეა და იყენებენ ლანდშაფტურ დიზაინში, ქალაქის პარკებში, ეზოებში. კარგად ხარობს წიწვოვან მცენარეებთან,  გვიმრებთან, კენკროვან კულტურებთან. თუ იგი ღია გრუნტშია დარგული, მიწიდან  მხოლოდ იმ ოდენობის წყალს ისრუტავს, რამდენიც სჭირდება ნორმალური ცხოველმყოფელობისთვის. იგი კარგად ხარობს სახლშიც.
ნიადაგი: სჭირდება მჟავე ნიადაგი. მაგრამ ზოგჯერ სიმჟავის აწევაც საჭიროა - ტორფის დამატებით ან მჟავე წყლით მორწყვით. ტუტე ნიადაგში იგი კვდება, მისთვის იდეალურია ტორფის, ქვიშის, ნახერხის ნარევი მიწაში თანაფარდობით - 3:1:1:1. მიწას კი იღებენ წიწვოვანი ხეების ქვეშიდან - 5სმ სიღრმიდან, უმატებენ კიდევ 80 გრ გოგირდს.
დასარგავად კარგია მზიანი თანაბარი ადგილი, მიწის ზედა ფენას იღებენ, მერე კარგად ტკეპნიან, რწყავენ ვაშლის ძმარგარეული წყლით -  ერთ სათლ წყალზე 100გრ 6 % იანი ძმარია საჭირო. მერე ყრიან მომზადებულ ნიადაგს ზემოდან.
ეს მცეარე ცუდად იზრდება მოვლილ ნიადაგზე მასში უმარტივესი სოკოების არარსებობის გამო, რომლებთანაც სიმბიოზში იმყოფება. სოკო ეხმარება მცენარეს ღარიბი ნიადაგიდან სასარგებლო საკები ნივთიერებების ამოღებაში.
გადარგვა ღია გრუნტში: ახალ ადგილს ცუდად ეგუება, ამიტომ ბუჩქის გადარგვა არასასურველია. მცენარის გამრავლება რამდენიმენაირად შეიძლება:  ფესვებიდან   ამონაყრის გადაწვენით. ჩითილებით, დაკალმებით, ფესვის დაყოფით.
გადაწვენა: ბუჩქის გვერდზე თხრიან პატარა ორმოს, არჩევენ კარგ ძლიერ ტოტებს, აცლიან ფოთლებს ტოტის გასწვრივ და ტოვებენ მხოლოდ წვერზე, ტოტს ამაგრებენ მიწაზე ქვედა ნაწილით, ზედას კი სწევენ მაღლა და აბამენ მიწაში ჩარჭობილ ჯოხზე. მერე ორმოში ასხამენ წყალს და ავსებენ მიწით. დაფესვიანების მერე ტოტს აჭრიან მცენარეს, მომდევნო წელს კი გადააქვთ ახალ ადგილზე.თავისითაც შეუძლია ამ მცენარეს ასე გამრავლდეს მიწაზე დადებული ტოტებიდან, მომდევნო წელს კი მათი ცალკე დარგვაც შესაძლებელი ხდება.
დაკალმება: ზაფხულის ბოლოს გახევებულ ტოტებს აჭრიან მცენარეს, მათზე არ უნდა იყოს ყვავილები. ურევენ 3 წილ ტორფს და 1 წილ ქვიშას, რგავენ მომზადებულ  ნარევში ტოტებს, ზომიერად რწყავენ. თვეში ორჯერ წყალს ამატებენ შარდოვანას და მიკროელემენტებს . დაფესვიანებას სჭირდება არაუმეტეს 18 გრ.
გადარგვა: გრუნტში გადააქვთ  გაზაფხულზე ან შემოდგომაზე. ნაყიდ ნერგებს ფესვები ერთად აქვთ შეკრული და საჭიროა ფრთხილად გახსნათ, რომ არ  დაზიანდეს და არ მოკვდეს მცენარე.
ირგვება ფართო არაღრმა ორმოში, სადაც ჯერ წყალს ასხამენ, მერე ნერგს დებენ შიგ და ფესვის ყელამდე ავსებენ მიწით. კარგად ტკეპნიან  და კიდევ ერთხელ რწყავენ, მერე ნერგის გარშემო ყრიან ნახერხს, ტორფს ან წიწვოვანი მცენარეების ხის ნაფოტებს. თიხნარ ნიადაგზე თუ ირგვება მცენარე, ესაჭიროება დრენირება, რომ წყალი არ დაგუბდეს. ამისთვის ორმის ფსკერზე 2-3 სმ იან ფენად ყრიან ხრეშს. ფესვის დაყოფა: ასე ხდება აგვისტოს ბოლოს. ბუჩქი ფრთხილად ამოაქვთ მიწიდან, აშორებენ გამხმარ ტოტებს, ფესვს ჩაჭრიან რამდენიმე ნაწილად. თითო ნაწილზე ახალი ტოტებიც უნდა იყოს, ცალკე რგავენ და კარგად რწყავენ.
მისი დათესვაც შეიძლება, მაგრამ ეს ხანგრძლივი პროცესია, საკმაოდ შრომატევადი, ამიტომ  ამჯობინებენ მზა ნერგების ყიდვას.
მოვლა: სრულყოფილი დაცვისთვის, კარგი ზრდისთვის ყოველწლიურად საჭიროა  კომპლექსური მინერალური სასუქის შეტანა, მიწის რეგულარული გათოხვნა და სარეველების მოშორება. ბუჩქი ხშირი და ლამაზი რომ იყოს, შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე გადაჭრიან ზედა ტოტებს 5 სმ ზე. მცენარე ვერ იტანს დიდ ყინვებს, ამიტომ დაგუბებული და გაყინული წყლის თავიდან ასაცილებლად მცენარეს ზრდიან კარგად დრენირებად ნიადაგზე.
დაავადებები: ჭარბი ტენი მიწაში და ჰაერში  განაპირობებს მცენარის დაზიანებას ფიტოფტორით - სოკოვანი დაავადებით - მცენარეს ცვივა ფოთლები, ტოტებზე ჩნდება ნაცრისფერი ნადები; ახალგაზრდა ტოტები ძირს წვება და მალე კვდება.. დაზიანებულ მცენარეს აჭრიან ტოტებს, ბუჩქს კი წამლავენ შაბიამნის ხსნარით  3 ჯერ 10 დღიანი ინტერვალით. პროფილაქტიკის მიზნით კი ამუშავებენ გვიან შემოდგომაზე და ადრე გაზაფხულზე.
ზოგჯერ იგი ავადდება ნაცარა სოკოთი - ფოთლები და ტოტები იფარება ლაქებით და ნაცრისფერი ნადებით, რაც მის ხმობას იწვევს, დაავადების საწინააღმდეგოდ იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც შეიცავს გოგირდს ან სპილენძს - ტოპაზს, ფუნდაზოლს, ტოპსინს,
იგი იშვიათად ავადდება ვირუსით, მაგრამ თუ ასე მოხდა, მცენარე დეფორმირდება, ეცხვლება ფერი ყვავილსაც და ტოტებსაც. მისი გავრცელების თავიდან ასაცილებლად ასეთ ბუჩქებს თხრიან და წვავენ. დაგუბებული წყალი, ჭარბი სასუქი ასევე აავადებს მცენარეს - ახალი ტოტები ჭკნება, ფოთოლს ფერი ეცვლება, ამიტომ საჭიროა სწორად შეარჩიოთ ადგილი მისთვის.
მწერებიდან ეტანება ფარიანა, რომელიც სწოვს წვენს მცენარეს. მას ერძვიან საპნიანი ხსნარით, სადაც დამატებულია ფართო სპექტრის ინსექტიციდები.
24 September 0 3 782
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно