ბაია

ეს პატარა მრავალწლიანი მცენარე ყველასთვის კარგადააცნობილი. იგი მშვენივრად იზრდება ღია გრუნტში, მისი ყვავილები ვარდისას ჰგავს, ორიგინალურიგარეგნობა აქვს და ფერთა სიუხვით გამოირჩევა. ბალახოვანი მცენარე სელექციის გზით გამოიყვანეს,ველურად მზარდი უფრო პატარა ზომისაა, საკმაოდ უპრეტენზიოა და განსაკუთრებული არაფერისჭირდება.
მცირე ზომის ბუჩქია - 40 სმ დან 1 მ მდე, სწორმდგომი ღეროთი და გოგრლოვანი
ფესვებით. ყვავილები 10 სმ ია დიამეტრში, და ცისფერის გარდა, ყველა ტონალობისაა. მცენარეშხამიანია და ეს გაითვალისწინეთ, სანამ მის დარგვას გადაწყვეტთ ეზოში, ბავშვებიან სახლშიმისი დარგვა არასასურველია.
სახეობები :საკმაოდ ბევრია და ჯიშებიცუამრავი გამოიყვანეს: აზიური - ხუჭუჭაა, ძალიან ჰგავს ვარდს, სიმაღლით 40 სმ ს აღწევს.
აფრიკული - იორდასალამს ჰგავს უფრო, მისი გვირგვინის ფურცლები შიგნითაა  ჩახვეული და დიდი ზომის ღია მწვანე  ფოთლები აქვს. ფრინტასებრი - დაბალი ნახევრადბუჩქოვანი მცენარეა. ტილჭირისებრფოთოლა - აქვს თეთრი და ყვითელი ყვავილები, სიმაღლით აღწევს 80 სმ.ს. მრავალყვავილა - ყვავილობს მთელი ზაფხული, იზრდება 50 სმ მდე, ყვავილობს ყვითელიმბრწყინავი ყვავილებით.
3-4  წლის მერე ესაჭიროება განახლება.
ღია გრუნტში: აპრილის დასაწყისამდე გორგლებსინახავენ გრილად, რგავენ ცალკცალკე ტორფიან აბებში, იგი ცუდად იტანს გადარგვას. ამიტომსჯობს პირდაპირ გარეთ დარგვა მაისის მეორე ნახევრიდან, როდესაც ღამით აღარაა დაბალიტემპერატურა. - იგი სითბოსმოყვარული მცენარეა.
მოსწონს ნახევრადჩრდილი, უქარო ადგილი, პირდაპირი მზის ქვეშ მისი დეკორატიულობა ქვეითდება-ყვავილობაც ხანმოკლე და არც ისე უხვი იქნება.
მეზობლები: კარგად ეგუება სხადასხვა მცენარეს,განსაკუთრებით ეფექტურად გამოიყურება ლურჯ და ცისფერ ყვავილებთან ერთად.  მცენარე საკმაოდ აგრესიულია - სწრაფად იზრდება განშიდა დიდ ფართს იკავებს, რითაც შეიძლება მეზობელი მცენარეები დააზარალოს.
ნიადაგი: სჭირდება ნოყიერი ნიადაგი, ამიტომშეაქვთ კომპოსტი, მიწა უნდა იყოს ნეიტრალური, ფხვიერი და მსუბუქი.
დარგვა:  სიგრილეში შენახული ბოლქვები დარგვის წინ უნდა დალბესღია ფერის  „მარგანცოვკაში“ 12 სთ ით.  გორგლები დაიბერება, მერე წინასწარ მომზადებულ ორმოებში20სმ დაშორებით რგავენ თითო-თითოს, 4-5 სმ სიღრმეზე. დაახლოებით 2 კვირაში ამოდის.თუ ამინდის პროგნოზი ცუდია, სჯობს ჩარგული კვლების დაფარება.
მოვლა ღია გრუნტში: ირწყვება რეგულარულადდა ზომიერად. ხანგრძლივი წვიმის დროს შეიძლება ფესვები დალპეს, ამიტომ ასეთ ამინდშიცელოფანს აფარებენ. ზაფხულის ბოლოდან მორწყვას თანდათან ამცირებენ და მერე სულ წყვეტენ,როცა ფოთლები მოჭკნება.
ნიადაგს ხშირად აფხვიერებენ კარგი აერაციისთვის. უხვი ყვავილობა დამოკიდებულია საკვებინივთიერებების ოდენობაზე მიწაში, სასუქი სჭირდება აზოტშემცველი თავიდან, მერე კი -ყვავილობისას,კალიუმის და ფოსფორის შემცველი თვეში 2 ჯერ. ხანგრძლივი ყვავილობისთვის მას  დროულად აშორებენ მოყვავილებულ ნაწილებს.
გორგლების შენახვა: მცენარე ვერ იტანსყინვას, ამიტომ სექტემბერში თხრიან მის გორგლებს, ასუფთავებენ, კარგად აშრობენ, მერეკი მშრალ ტორფნარევ მიწაში დებენ ყუთში და ინახავენ 20-22 გრ ზე მომდევნო სეზონამდე.
გამრავლება: ყველაზე ადვილია ფესვის დაყოფით- ასე ერთბაშად რამდენიმე მცენარეს მიიღებთ. თესვას ძალიან იშვიათად მიმართავენ, რადგანცუდად ამოდის. ითესება დიდ ქოთანში ზამთრის ბოლოს ტორფ- და ქვიშანარევ მიწაში, 2 სმსიღრმეზე. 15 დღე ქოთანი უდევთ 10-15 გრ ზე და ინარჩუნებენ მიწის ტენიანობას.  დაახლოებით ერთ  თვეში ამიდის. მერე გადააქვთ სითბოში, 20 გრ დაზევით. ამის მერე მცენარეს ბევრი სინათლე და სითბო სჭირდება - ზოგჯერ დამატებით ხელოვნურიგანათებაც კი. ჩითილები გარეთ გადააქვთ მაისის ბოლოს. ასე გაზრდილი მცენარე პირველწელს არ იყვავილებს.
ბაია ლანდშაფტურ დიზაინში: მცენარე ძალიანლამაზია კლუმბებში, გაზონებში, ეზოებში, ქოთნებშიც. მისი დახმარებით მშვენიერი კომპოზიციების  შექმნა შეიძლება როგორც გარეთ, ლანდშაფტში, ისეთაიგულებში, დღესასწაულების გასაფორმებლად.
სახლის პირობებში: ოთახში გამოდგება შედარებითდაბალი ჯიშები. მათ ქოთანში დამატებითი საყრდენი არ დასჭირდებათ.  ქოთანს დებენ შემინულ აივანზე ან ლოჯებში, ერთ ბუჩქს დაახლოებით 1 ლ მიწა უნდა, სახლის პირობებშიშედარებით მეტჯერ დასჭირდება მორწყვა, რადგან ქოთანში მიწა სწრაფად შრება. ყვავილობისდა ფოთლის დაცვენის მერე ქოთანს დებენ მშრალ, უმზეო ადგილზე 2 თვემდე. მარტის დასაწყისში,ახალი ფოთლების გამოტანას დაიწყებს მცენარე
დაავადებები: არასწორი მოვლის შეთხვევაში  მცენარე ადვილად ავადდება. ძირითადი მიზეზი ჭარბიმორწყვაა - ფესვები ლპობას იწყებს, კოკრები და ყვავილები ცვივა და ჩნდება ნაცარა სოკო.მას ებრძვიან ინსექტიციდებით და სხვადასხვა აეროზოლით. მიწაში რომ წყალი არ დაგუბდეს,ორმოში საჭიროა პატარა დრენაჟის ფენის მოწყობა. მორწყვის სიჭარბეზე მიუთითებს ფოთლებისდაობება. ასეთ შემთხვევაში მორწყვას საერთოდ წყვეტენ, მიწა შეშრება და მცენარის მდგომარეობაცგამოსწორდება მალე. მავნებლებიდან ემტერება აბლაბუდა ტკიპა და ნემატოდა. ტკიპას  არსებობაზე მიუთითებს ვერცხლისფერი ან ყვითელი ლაქებიფოთლებზე. მას ებრძვიან სპეც პრეპარატებით. ნემატოდის არსებობაზე კი მიუთითებს დახვეულიფოთლები და  მცენარის შენელებული ზრდა. ასეთმცენარეს სასწრაფოდ სჭირდება ფესვების დამუშავება „მარგანცოვკით“. მავნებელი სწრაფადშორდება მცენარეს ასეთი ოპერაციის შემდეგ.





24 September 0 7 654
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно