კალიფორნიული ყაყაჩო - ეშოლცია

სამშობლო კალიფორნიაა, მაგრამ თავს კარგად გრძნობსზომიერ კლიმატურ რეგიონშიც, ადვილად გასაზრდელი მცენარეა და დამწყები მოყვარულიც შესძლებსმის გაზრდას, მთავარია, მისი თავისებურებების გათვალისწინება, მაშინ იგი დიდხანს გაახარებთყვავილების მრავალფეროვნებით - მაისიდან ოქტომბრამდე.
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე პატარა პეპლის მაგვარი სხვადასხვა ფერის ყვავილებით, მისი უამრავი სახეობადა ჯიში არსებობს. იზრდება 40 სმ მდე, აქვს ბევრი წვრილი ტოტი, ღია მწვანე ფოთლები.ღერძულა ფესვი, ძირითადად ყვითელი, ნარინჯისფერი და წითელი ფერის 5 სმ დიამეტრის ყვავილები.ბუნებაში მრავლდება თვითდათესვით, ეზოებში კი თესავენ ან გამოჰყავთ ჩითილები. მთავარია,სწორად აარჩიოთ ადგილი  მისთვის და დაიცვათსაჭირო პირობები.
ადგილის შერჩევა: მოსწონს მზიანი, კარგადგანათებული უქარო ადგილი. მიწა უნდა იყოს ჰაერ - და წყალგამტარი. შემადგენლობა - ქვიშანარევიმსუბუქი მიწა. მძიმე ნიადაგი, ჩრდილი და გადაჭარბებული  მორწყვა უარყოფითად იმოქმედებს მასზე.
დარგვა - დათესვა: ითესება ან შემოდგომაზეან გაზაფხულზე. გაზაფხულზე დათესილი იყვავილებს ზაფხულის დასაწყისში, შემოდგომაზე დათესილიკი რამდენიმე კვირით ადრე.
საშემოდგმო დათესვა: ოპტიმალურია ოქტომბრისპირველ კვირამდე, თესლი საკმაოდ წვრილია და ქარმა შეიძლება სხვაგან წაიღოს, ამიტომთესლს ცოტა ჩატკეპნიან მიწაში, ზემოდან თხლად აყრიან კიდევ მიწას და მერე მულჩას, რომ მიწამ ტენიანობა შეინარჩუნოს. ასე ქერქს არ გაიკეთებს და თესლი ადვილად ამოვა. გარდაამისა, ასე თესლი ბუნებრივ სტრატიფიკაციას გაივლის და ამოსვლის პროცენტი იმატებს. ამდროს დათესილი მცენარე ადრე იყვავილებს და თუ სწორად მოუვლით, ყვავილობა ხანგრძლივიიქნება.
საგაზაფხულო დათესვა: გაზაფხულამდე თესლიინახება მაცივრის დაბლა თაროზე, დათესვის წინ თესლს ურევენ ცოტაოდენ სილას.  ითესება თბილი ამინდის დადგომისას, 10-15 დღეშიუკვე ამოიწვერება კიდეც. მალე დასჭირდება გამოხშირვაც. პირველად, როცა 15 სმ იქნებასიმაღლეში. აშორებენ სუსტ მცენარეებს, დარჩენილებსშორის მანძილი 20 სმ უნდა იყოს.

ჩითილები: ეს არც ისე პოპულარული მეთოდიადა იშვიათად იყენებენ. სირთულეს წარმოადგენს მცენარის ფესვთა სიტემის აგებულება. ფესვისაკმაოდ გრძელია და ღრმად მიდის მიწაში, მისი დაზიანება საკმაოდ ადვილია გადარგვისას.სახლის პირობებში მინი სათბურს აწყობენ და ჩითილებს ტორფის აბებში ზრდიან. ნათესისამოსვლამდე 2 კვირა სათბური სიბნელეში უნდა იდოს, მერე კი სითბო-სინათლეში გადააქვთ.გადარგვამდე 10-15 დღით ადრე კი იწყებენ ჩითილების გაკაჟებას, რაც მათ იმუნიტეტს ზრდის
მოვლა: მცენარე საკმოდ უპრეტენზიოა, არმოითხოვს დიდ ყურადღებას, თუ დაიცავთ რამდენიმე წესს და სწორად შეასრულებთ მათ.
მცენარეს სჭირდება ქვიშიანი ნიადაგი, მასში წყალი არ ჩერდება და არ გუბდება. მორწყვასაჭიროა ყოველდღიურად მზის ჩასვლის მერე, რწყავენ ზომიერად. სასუქი უნდა მოსცეთ მინერალურიგაზაფხულზე მორწყვასთან ერთად ყვავილობის დაწყებამდე და კოკრების გამოტანამდე. დაავადებისან მავნებლის აღმოჩენისას სასწრაფოდ უნდა მიიღოთ ზომები - გამოიყენოთ ინსექტიციდები.უხვი და ხანგრძლივი ყვავილობისთვს რეგულარულად სჭირდება მოყვავილებული ნაწილის და ნაყოფისმოშორება.
ამ მცენარის მოვლა სულაც არაა რთული, სამაგიეროდ, დდხანს იყვავილებს ლამაზი ყვავილებით.



20 September 0 1 715
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно