გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ოთახის ლიმონი

იგი მარადმწვანე მცენარეა. წლის განმავლლობაში რამდენჯერმე ყვავილობს. სახლის მცენარეს მეტი სურნელი, თხელი  კანი და ცოტა კურკა აქვს, ვიდრე გრუნტში მზარდს. მისი სამშობლოა ინდოეთი, ჩინეთი, კულტურაში კარგად იზრდება კავკასიასა და შუა აზიაში. სახლის კულტურას რამდენიმე ცნობილი სახეობა წარმოადგენს: მეიერის - რემონტატული, ადრეული, დაბალი, მჟავე: კიევის - დიდი ნაყოფით. წონა აღწევს 1კგ ს; პავლოვის - დაბალი, ჩრდილისამტანი, თხელკანიანი: ახალქართული - რემონტატული, სურნელოვანი; ლისბონი - უძლებს მაღალ ტემპერატურას.
მოვლა: - განათება: კარგად გრძნობს თავს გაბნეულ განათებაზე. მაგრამ ზაფხულში სიცხეში ჩამოფარება სჭირდება, რომ ფოთოლი არ დაეწვას. ნაკლებ განათებულ ადგილზე  ვარჯი არ იქნება ხშირი, ნაყოფი კი მჟავეა.
ტემპერატურა: ზაფხულში შედარებით გრილად ურჩევნია ყოფნა - 18-20 გრ ზე. ასე იგი კოკრებსაც გამოიტანს და ნყოფსაც მოისხამს. მისი გარეთ გატანაც შესაძლებელია, მაგრამ საყურადღებოა - ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას იგი ვერ გაუძლებს- ლიმონი ფოთოლს დაიცვენს. ზამთარში მცენარისთვის საჭიროა 15-18 გრ.
ჰაერის ტენიანობა:  ზაფხულში ხშირი შესხურება სჭირდება, ზამთარში - თუ ოთახში გათბობაა ჩართული. მშრალი ჰაერი იწვევს ტკიპას და ფარიანას გაჩენას. ტენიანობის ასამაღლებლად მას დებენ სველკერამზიტიან სადგამზე.
მორწყვა: მცენარეს წყალი უყვარს და ხშირი მორწყვა სჭირდება. ზაფხულში უხვად და კვირაში 2ჯერ რწყავენ კარგია ანადუღარი წყლით მორწყვა. მცენარე ვერ იტანს ქლორს. მიწის გამოშრობისას ფოთლები ეხვევა და ნაყოფი ცვივა.  ზამთარში მორწყვა მცირდება და კვირაში 1 საკმარისია.
კვება: ლიმონს უფრო ხშირად კვებავენ, ვიდრე სხვა მცენარეებს-  ზაფხულში კვირაში ერთხელ, თუ იგი მთელი წელი მსხმოიარობს, ზამთარში -თვეში ერთხელ.
გადარგვა: ახალგაზრდა მცენარეს ყოველწლიურად გაზაფხულზე რგავენ, როცა ფესვები მიწას მთლიანად აავსებს ძველ ქოთანში. სჯობს მიწიანად გადატანა, რომ ფესვები არ დაზიანდეს. მოზრდილი მცენარე 2-3 წელიწადში  ვეგეტაციის დასაწყისში უნდა გადარგათ. უმჯობესია ეს არ გააკეთოთ ყვავილობის ან მსხმოიარობისას. ასე ყვავილი ან ნაყოფი შეიძლება დასცვივდეს. კარგი ზრდისთვის ქოთანში დრენაჟის კარგი ფენაც საჭიროა,
გასხვლა და ფორმირება: ესეც გაზაფხულზე ტარდება აქტიური ზრდის დაწყებამდე. ტოტებს აჭრიან ისე, რომ მასზე  დარჩეს 4-5 ფოთოლი, მცენარეს გაშლილი ვარჯით შანსი აქვს მეორე -მესამე წელსვე იყვავილოს. გასხვლის მერე მცენარის სიმაღლე 15-30 სმ ია. საჭიროა ყვავილების რაოდენობის კონტროლი, რომ მცენარემ ძალები ტყუილად არ ხარჯოს.
ყვავილობა და მსხმოიარობა: მას ძალიან სურნელოვანი ყვავილი აქვს, მაგრამ იმისთვის, რომ მოისხას. სწორად უნდა გასხლათ. პირველი რიგის ტოტებზე ნაყოფი არ გამოსდის. მეორე-მესამე რიგის ტოტებზე ნაყოფი გამოაქვს მეიერის ლიმონს, უმეტესობას კი მხოლოდ მეოთხე-მეხუთე რიგის ტოტებზე აქვს ნაყოფი.
სწორი გავითარებისთვის მცენარეს მესამე წელს ყვავილების ნახევარს აცლიან, ნაყოფი კი სულ 3-4 ცალი უნდა დარჩეს. მომდევნო წელს - 5-6 , მერე კი 7-8 ნაყოფი.
გამრავლება: მისი გამრავლება სხვადასხვაგვარად შეიძლება: თესლით, ტოტით, მყნობით, გადაწვენით. იმისთვის, რომ ნაყოფი სწრაფად მიიღონ, მიმართავენ უფრო მეტად 2 ხერხს - მყნობას და დაკალმებას. დათესილი ნაყოფს მხოლოდ 8-10 წლის მერე იძლევა, ფესვიდან ამონაყრის გადაწვენა კი საკმაოდ რთულია. ყველაზე გავრცელებულია კალმების დაფესვიანება. მსხმოიარე ხეს აჭრიან ნახევრადგახევებულ ტოტებს 10-12 სმ ზომისას 2-3 კვირტით, დებენ წყალში ან მდინარის ქვიშამოყრილ  მიწაში 2 სმ ზე და ზემოდან აფარებენ პაკეტს ტენიანი ჰაერის შესანარჩუნებლად. 2-3 კვირაში დაფესვიანებული ტოტი ფრთხილად გადააქვთ  საშუალო ზომის ქოთანში და დებენ გაბნეულ განათებაზე 20-25 გრ ზე.
დაავადებები: არასაკმარისი ტენიანობა ჰაერში ფოთლების დახვევას და ცვენას იწვევს, ასეთ პირობებში იგი ადვილად ზიანდება აბლაბუდა ტკიპით ან ფარიანათი.  
ზათარში: ოპტიმალური ტემპერატურა 15-18გრ. თუ ოთახში მშრალი ჰაერია, სჭირდება დანამვა.
მცენარის დადებითი თვისებები: იგი გამოჰყოფს ფიტონციდებს, რაც ასუფთავებს ჰაერს მიკრობების და ბაქტერიებისგან, ყვავილის და ნაყოფის სურნელი ამაღლებს ტონუსს, ხსნის სტრესს. ნაყოფი შეიცავს ვიტამინებს.
თარგმანი თ. სუპატაშვილის

            
26 June 0 35 351

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно