გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ბალბიფოთოლას დაავადებები და მავნებლები

ბაქტერიული ლაქები და ფოთოლცვენა: დაავადება ვითარდება თბილ ნესტიანამინდში, ხშირად დარგულ მცენარეებში ან ინფიცირებული მცენარეების დარგვისას.
ბრძოლის მეთოდები: პერიოდულად ამოწმებენ მცენარეებს, აგროვებენ  და ანადგურებენ დალაქავებულ ფოთლებს, რწყავენ დილით,რომ ფოთლებმა გაშრობა მოასწრონ, ეფექტურია ფუნგიციდების შესხურებაც.
ლტერნარია: სოკოვანი დაავადებაა, ვითარდებალაქა, რომელიც ბაქტერიულ ლაქას ჰგავს. ბრძოლის მეთოდებიც იგივეა,
„შავი ფეხი“ და ღეროს შავი ლპობა: გვხვდება კალმებზე, ზოგჯერ კი ზრდასრულ მცენარეებზეც.ლპობა ქვემიდან ზემოთ მიიწევს ღერზე, მის გაშავებას და ფოთლის ცვენას იწვევს.
ბრძოლის მეთოდები: პერიოდულად ამოწმებენ მცენარეს, კალმებს აჭრიან მხოლოდ საღ მცენარეს,აფესვიანებენ სტერილურ ნიადაგში, ზოგჯერ ამართლებს მიწის დამუშავება ფუნგიციდებით.
ნაცრისფერი ლპობა: ეს საკმაოდ ხშირად ემართება ბალბიფოთოლას გრილ და ნესტიან შენობაში. მორწყვისასსოკოს სპორები ხვდება მცენარეზე, ყვავილები და ფოთლები იფარება  ნაცრისფერი სოკოვანი ნადებით
ბრძოლის მეთოდები: აშორებენ მომჭკნარ ყვავილებს და ფოთლებს, მცენარეებს არ დებენ ერთმანეთთანახლოს, რომ ვენტილაცია უკეთესი იყოს. მათ დებენ მზიან ადგილზე მშრალად. თუ დაავადებაგავითარდა, იყენებენ ფუნგიციდებს აეროზოლის სახით.
ნემატოდები: ასეთი დაზიანებისას მცენარისფესვებზე ვითარდება დიდი კვანძები, მცენარე მალე ჭკნება და კვდება. დაზიანებულ მცენარესანადგურებენ. პროფილაქტიკური მიზნით მას რგავენ სტერილურ ნიადაგში.
შეშუპება: ეს დაავადება ხშირია ზამთარში,როცა არასაკმარისი განათებისას მას უხვად რწყავენ. დაზანებულ ფოთლებზე საცობისმაგვარიწანაზარდები ვითარდება ქვედა მხარეზე, ფოთოლი ჟანგისფერია.
ბრძოლის მეთოდები: მოაშორეთ დაზიანებული ფოთლები, შეამცირეთ მორწყვა, გაზარდეთ განათება.
მავნებლები: 
ბუგრი: მცენარეს ხშირად აზიანებს, მათ წინააღმდეგ გამოიყენეთ ბიოლოგიური მეთოდი- მტაცებელი სასარგებლო მწერების-ხოჭოების და ბუზების სახით. კარგია აეროზლებიც-sunspray, m.pede. მუხლუხოები: მათ ებრძვიან აეროზოლებით-
 Bacillusthuringiensis.
ორანჟერეის ფრთათეთრა: ხშირია ბაღში.დაზიანებული ფოთლები ყვითელია და ცვივა. წვრილი თეთრი ქინქლები სახლდება ფოთლის ქვედამხარეზე, ზემოდან შავი წერტილებია, რაც მატულობს მწერის ექსკრემენტების  შედეგად. ებრძვიან აეროზოლით, ინსექტიციდური საპნით და თანამედროვე ინსექტიციდებით.
ტკიპები: ახალგაზრდა ფოთლები დამწვარს ჰგავს, ეხვევა და ცვივა. ებრძვიან ინსექტიციდებით.
მიწისქვეშა ტერმიტები: ისინი აკეთებენ ხვრელებს მცენარის ღეროებში, იგი ყვთლდება,ჭკნება და კვდება. საჭიროა მიწის დათვალიერება. მაში ხვრელების აღმოჩენისას მათი განადგურება,მიწის დამუშავება ინსექტიციდებით.
ლოქორები: ესეც კიდევ ერთი პრობლემაა ბალბიფთოლასთვის. მათ იჭერენ ლუდდასხმულითეფშებით.
მცენარე მედეგია ზოგიერთი გერბიციდის მიმართ, -
 bensulide(Betasan), DCPA (Dacthal), napropamide (Devrinol) и oryzalin (Surflan). მათ იყენებენ მცენარის დარგვისმერე სარეველების გასანადგურებლად. თუ ბალახოვანი სარეველები ამოვა ბალბოფოთოლას სიახლოვეს,მათ მოსაშორებლად იყენებენ  fluazifop (Fusilade DX) და sethoxydim (Vantage).

YVAVILEBI.GE​​​
21 June 0 10 091

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно