გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ბროვალია

მიეკუთვნება ძაღლყურძენასებრთა ოჯახს და კარტოფილის და პომიდვრის ნათესავს წარმოადგენს. მცენარის სახელი უკავშირდება შვედ ეპისკოპოსს დ. ბროვალს, კ. ლინეს მეგობარს. სამშობლო - ამერიკის  ცენტრ. და სამხ. ნაწილია, ევროპაში იგი შეიტანეს კოლუმბიიდან 1846წ.
აღწერა: ეს ბალხოვანი მცენარე სამშობლოში საკმაოდ დიდი იზრდება - 1მ სიმაღლის და ნახევრადბუჩქად ითვლება. ბაღის ფორმები უფრო მცირე ზომისაა, სახლის მცენარეები კი პატარა ბუჩქებს წარმოადგენენ რბილი, ჩამოკიდებული ტოტებით. ღეროზე თითო- თითო ფოთოლი ხშირადაა განლაგებული, ჰგვანან ვარსკვლავებს. ყვავილის გვირგვინი მილისებურად ნახევრადშეზრდილ 5  ფოთოლს წარმოადგენს. ფერი - თეთრიდან ლურჯ ან იისფერამდე. ყვავილი უსუნო და ორსქესიანია. ყვავილობა გრძელდება გაზაფხულიდან ყინვების დაწყებამდე. ნაყოფი - კოლოფია, რომელშიც მწიფდება პატარა თესლი, იგი იყრება მომწიფების შემდეგ. პირველი წლის თესლს ყველაზე კარგი ამოსვლისუნარიანობა აქვს. მაღალ ფორმებს ღია  გრუნტში რგავენ დეკორატიული მიზნით ან მოსაჭრელად. დაბალი ფორმები კი სახლში აქვთ აივნებზე და ლოჯებში. შინაც და გარეთაც რამდენიმე ძირი ერთად ირგვება.
მოვლა: საკმაოდ უპრეტენზიო მცენარეა, ესაჭიროება  მოყვავილებული ნაწილების და გაყვითლებული ფთლების მოცლა, ტოტებისთვის თავის წაწყვეტა დაბუჩქვის მიზნით, დანამვა და კვება. თუმცა ამ მცენარესთან ფრთხილად უნდა იმუშაოთ- იგი სხვა სახეობების მსგავსად შხამიანია. ამიტომ ბავშვებს და შინაურ ცხოველებს უნდა მოარიდოთ. მასთან მუშაობის  შემდეგ კი საჭიროა ხელის დაბანა.
განათება: მცენარეს მოსწონს განათებული ადგილი, მაგრამ ვერ იტანს მზის პირდაპირ სხივებს. ზაფხულში შუადღეზე უჩრდილავენ. ამის გამო მისთვის იდეალური ადგილია აღ. ფანჯრის რაფა.
ტემპერატურა: მას არ უყვარს სიცხე.  ასეთ დროს კოკრებს იცვენს, ფოთლებიც უყვითლდება და უხმება. გაზაფხულზე და ზაფხულში ოპტიმალურია 20 გრ, შემოდგომა-ზამთარში კი დაახლოებით 15 გრ, სიგრილეში მცენარე ზრდას ანელებს და საერთო სიცოცხლის ხანგრძლიობაც იმატებს.
მორწყვა:  ბროვალია ცუდად გრძნობს თავს მშრალ ჰაერზე, ამიტომ ხშირად უნდა დაინამოს, დღეში ერთხელ მაინც. მაგრამ ყვავილობის დროს ეს პროცედურა ფრთხილად უნდა ჩატარდეს - ყვავილებს არ უნდა მოხვდეს წყალი, თორემ დალაქავდება. მიწა არ უნდა შეშრეს ბოლომდე და არც ზედმეტი მორწყვა ვარგა - ასე ღეროს ლპობა დაიწყება და მცენარე კვდება.
ნიადაგი: იგი კარგად იზრდება ნიადაგში, რომელიც შედგება ნეშომპალის, ქვიშის კორდის და ფოთლოვანი მიწის ნარევისგან თანაბარი რაოდენობით. გამოდგება მზა გრუნტიც მოყვავილე მცენარეებისთვის. 

კვება: სახლის სახეობებს კვებავენ თვეში ორჯერ გაზაფხულიდან ზაფხულის ბოლომდე. იყენებენ სასუქს მოყვავილე მცენარეებისთვის, თუმცა ნაკლები კონცენტრაციით, ვიდრე მითითებულია პაკეტზე.
გადარგვა: მცენარე  ერთწლიანია და გადარგვა არ ესაჭიროება, ნაყოფის გამოტანის მერე იგი კვდება, ახალს კი ზრდიან თესლიდან.
გამრავლება: მრავლდება თესლით და დათესვის დრო განაპირობებს მისი ყვავილობის ვადებს, ადრე  დათესილი ადრე იყვავილებს.  ითესება ყუთებში მიწის ზედაპირზე, ზემოდან არ აყრიან მიწას. მხოლოდ ნამავენ პულვერიზატორით, აფარებენ მინას და დებენ სინათლეზე  ოთახის ტემპერატურაზე,  ყოველდღიურად ანიავებენ, ამოდის დაახლოებით 2 კვირაში.
ღია გრუნტში დათესილი უფრო გვიან ამოდის, ამიტომ სჯობს დათესოთ შინ, გაზარდოთ სათბურში და მერე მოძლიერებული მცენარე გადარგათ გარეთ. ასე იგი ადრე იყვავილებს და ყვავილობაც გახანგრძლივდება. ყვავილობის კიდევ უფრო დაჩქარებაც შესაძლებელია, თუ თესლს 2 დღით თბილ წყალში დაალბობთ.
დაავადებები:  მცენარე ავადდება ნაცარა სოკოთი, მას ხშირად უტევს ფრთათეთრა, ფარიანა, აბლაბუდა ტკიპა, ცრუფარიანა. დაავადებების რისკი მატულობს მშრალ ჰაერიან  ოთახებში,
სახეობები:  ლამაზი ბროვალია -  ბუნებაში გვხვდება ამერიკის ცენტრ. და ს. ნაწილში, ევროპაში კი ზრდიან ოთახში. გარეგნულად ჰგავს პეტუნიას. ყვავილის ფერი მერყეობს თეთრიდან იისფრამდე, ყვავილი ღერზე ზის წვრილ გრძელ ყუნწზე, აქვს გრძელი, მუქი მწვანე ფოთლები.
 - წებოვანი ბროვალია - ერთწლიანი, დაბალი, 30 სმ მდე დატოტვილი მცენარეა, წებოვანი ფოთლებით, ნოემბერ- თებერვალში ყვავის წვრილი ცალკეული ყვავილებით, ფერი მერყეობს თეთრსა და მუქ ცისფერს შორის.
განსაკუთრებით ეფექტურია მისი ჯიში - საფირონი, მინიბუჩქი, სულ 25 სმ, საფირონისფერი ყვავილებით.
 - მსხვილყვავილა ბროვალია - დეკორატიული მიზნით ზრდიან 1829წლიდან. ერთწლიანი, დატოტვილი ბუჩქია 0,5მ სიმაღლის. ყვავილები შკრულია მტევნისებრ ყვავილედებად ,თეთრი ან ცისფერია, ყვავილობა გრძელდება სამი თვე - ნეომბრიდან იანვრის ჩათვლით.
 - ამერიკული ბროვალია - უხვადმოყვავილე 60სმ  იანი ბუჩქია ცისფერი ან იისფერი ყვავილებით, და ისინი  უფრო დიდია, ვიდრე სხვა სახეობებს აქვთ. https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/page/10/

თარგმანი თ. სუპატაშვილის

11 June 0 4 263

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно