გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

როგორ მოვუაროთ ორქიდეას

ძნელად ნახავთ ადამიანს, ვინც ერთხელ მაინც ნახა აყვავებული ორქიდეა და არ მოუნდა, თავადაც ჰქონოდა სახლში, მაგრამ მისი მოვლა საკმაოდ რთულია არა მარტო დამწყები მოყვარულისთვის, ჩნდება უამრავი კითხვა მისი მოვლის წესების შესახებ, რაც მცენარეების მოვლის წესებისგან საკმაოდ განსხვავებულია.
მოვლის პირობები: ორქიდეა თანდათან ყველაზე პოპულარული მცენარე ხდება, როგორც ოთახის ყვავილი. იგი ტროპიკულ და სუბტროპიკულ სარტყელში იზრდება,  მაგრამ არა მიწაში, არამედ ხეებზე, ქვებსა და კლდეებზე. საკვებს კი ჰაერიდნ იღებს. ფოტოსინთეზში მონაწილეობს  არა მარტო ფოთლები და ღერო, არამედ ფესვებიც. ფესვები მცენარეს საკმაოდ პატარა აქვს და ტენს ამით  ვერ შეინარჩუნებს, ამიტომ გავითარებული აქვს  სქელი, წვნიანი ფოთლები. აი, ასეთი უცნაური  მცენარე აპირებს სახლში დასახლებას და იგი მშვენივრად იხარებს, თუ მისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნით პირველი წესია მცენარის სწორად შერჩევა. თუ ეს პირველი ორქიდეაა, სჯობს ნაკლებ პრეტენზიული ჯიში შეარჩიოთ. ასეთებია ციმბიდიუმი, ფალენოპსისი, პაფეოპედილუმი. მათი ბუნებრივი პირობები მსგავსია ოთახის მიკროკლიმატისა და რაიმე განსაკუთრებული  არ სჭირდებათ, ამიტომ მალე გაგახარებენ  ლამაზი ყვავილებით, მათ მოკლე დასვენების პერიოდი აქვთ და თითქმის მთელი წელი ყვავილობენ. თუ მცენარეს ყიდულობთ მაღაზიაში, უნდა დაათვალიეროთ ფესვები, მათ არ უნდა ეტყობოდეთ გახმობა ან ლპობა,საღი მცენარის ფესვებს მორწყვამდე  მწვანე ფერი უნდა ჰქონდეთ. შეიძლება დაუზიანებელი თეთრი ფესვებიც ჰქონდეს. უბრალოდ, მათ უკვე სჭირდებათ მორწყვა. ხშირად ორქიდეას ზრდიან გამჭირვალე პლასმასის ჭურჭელში,  მისთვის აუცილებელია სპეციალური სუბსტრატი და არა მიწა. იგი შედგება წიწვოვანი ხეების ქერქის ნატეხების, ხავსი სფაგნუმის, ქოქოსის ჩიფსების, ქვიშის, პენოპლასტის ნატეხების და წვრილი კენჭებისგან. ასეთი ნარევი სპეციალურ მაღაზიებშიც შეგიძლიათ შეიძინოთ. მას ცვლიან ყოველ 2-3 წელიწადში ან უფრო ხშირადაც, თუ მას რაიმე დაავადება ან მავნებლები დაესია. ყოველი გადარგვა უნდა მოხდეს შედარებით დიდ ქოთანში, ვიდრე წინა ჯერზე. სუბსტრატი არ უნდა იყოს ბევრი, რომ არ მოხდეს ფესვის ლპობა ან მისი დატკეპნა და გამკვრივება. ქოთანი ასევე სჯობს გამჭირვალე დიდი ნახვრეტებით ფსკერზე და პერიმეტრზე. ზოგჯერ მათ ზრდიან დაწნულ კალათშიც. 
ზოგ ორქიდეას სჭირდება 28 გრ მდე ტემპერატურა და მისი დღე-ღამური ან სეზონური მკვეთრი ცვლილება. მაგრამ ყველაზე გავრცელებულ და პოპულარულ სახეობებს მშვენივრად შეუძლიათ არსებობა სახლის პირობებში. მაგ. ფალენოპსისი კარგად იზრდება 18-22გრ ზე, უძლებს 25 გრ საც, მაგრამ 30 გრ ზე ზემოთ იგი უკვე აღარ იყვავილებს. მოყვავილე კი დაასრულებს ყვავილობას და გადადის მოსვენების ეტაპზე. მათ სუფთა ჰაერიც სჭირდებათ, მაგრამ ორპირი დამღუპველია. ვერც მკვეთრ სუნებს უძლებენ ასე, რომ არც რემონტის და არც პარფიუმერიის სუნი მათთვის არ ივარგებს.
განათება:  ბუნებაში ეს მცენარე ხეზე სახლდება, მის ტოტებზე, რომ მეტი სინათლე მიიღოს, მაგრამ არა - მზს სხივები, მათგან ხის ფოთლები და ტოტები იცავს. სწორედ ასეთივე განათება ესაჭიროება სახლშიც. კარგია დას. ან აღ.მხარის  ფანჯრები. ზაფხულობით სამხ. მხარეს აქტიური მზის სხივებისგან ფოთლების დამწვრობის საშიშროებაა, ამიტომ ფანჯრის რაფაზე არ დებენ ორქიდეას, არამედ მოშორებით, მაგიდაზე, შუადღეზე კი ჩამოფარებაც სჭირდება. ჩრ. მხარეს საკმარისი განათება არ იქნება და დამატებით დღის ნათურების დაყენება დასჭირდება.ორქიდეას 13 სთ იანი განათება უნდა დღის  განმავლობაში, მოსვენების პერიოდში დღის სინათლეც საკმარისია, მაგრამ ზრდის პერიოდში, განსაკუთრებით, თუ იგი ზამთარს ემთხვევა, განათების  დამატება აუცილებელი იქნება. ყველზე უპრეტენზიო ამ მხრივ ფალენოპსისია.
ტენიანობა:  ორქიდეამ კომფოტულად რომ იგრძნოს თავი სახლში, სჭირდება 50-70 % ტენიანობა. 50 ზე დაბლა იგი უკვე ცუდად გრძნობს თავს. როგორც წესი, ზაფხულობით ჩვენს სახლებში ტენიანობა მეტია, ვიდრე ზამთარში, გათბობის სეზონზე, თუმცა დღეს ეს პრობლემას არ წარმოადგენს - არსებობს ელექტროდამატენიანებელი ხელსაწყოები,, ასევე შესაძლებელია ქოთნის დადგმა სველ კერამზიტიან სადგამზე, ან მასთან ახლოს წყლიანი ჭურჭლის დადგმითაც შეიძლება ტენიანობის დარეგულირება. მცენარის ფოთლებს პერიოდულად წმენდენ სველი ტილოთი. ეს ატენიანებს, ასუფთავებს მტვრისგან და ასევვე იცავს  ფოთლებს მავნებლებისგანაც.ზოგჯერ მცენარეს ნამვენ ან უწყობენ თბილ შხაპს. ესეც კარგი მეთოდია, მაგრამ გარკვეული წესების დაცვა აუცილებელია.  წყალი უნდა იყოს სუფთა, რბილი. ნამავენ ყველაზე წვრილნახვრეტებიანი პულვერიზატორით, წყალი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. შხაპითვის კი ოდნავ მეტი თბილი წყალია საჭირო, დაახლოებით 36 გრ მდე. შხაპს აწყობენ აბაზანაში, მაგრამ მერე უცებ არ შეიძლება მცენარის გარეთ გამოტანა. მას იქვე სტოვებენ, სანამ ჰაერის და მცენარის ტემპერატურა არ გაუთანაბრდება იმ ოთახისას, სადაც იგი უნდა გაიტანონ.  და ერთიც, აუცილებლად უნდა შემოწმდეს, ხომ არ დაგროვდა წყალი ფოთლის უბეებში და მათ შორის. ასეთი წყალი უნდა ამომშრალდეს ხელსახოცით.

 
მორწყვა: ორქიდეა შედარებით იშვიათად ირწყვება. იგი ბუნებაში ჰაერიდან იღებს საჭირო ოდენობის ტენს, ტროპიკული წვიმები ასევე იშვიათად, მაგრამ უხვად მოდის, მათ შორს კი დიდი დროა და ამ პერიოდში მცენარე დაგროვილ მარაგს ხარჯავს. მცენარეს ისე რწყავენ, რომ სუბსტრატი  კარგად გაჯერდეს წყლით. მაგრამ წყალი ფესვებში არ უნდა დაგროვდეს. სჭირდება თუ არა მორწყვა, ამას ფესვები შეგატყობინებთ. თუ მათ მწვანე შეფერილობა სულ დაჰკარგეს, უკვე დროა მორწყვის. გამჭირვალე ჭურჭლის უპირატესობაც სწორედ ესაა - ხედავთ ფესვებს, კონდესატს ქოთნის გვერდებზე. ხშირი მორწყვისას წყლი ვერ ასწრებს აქროლებას და შეწოვას, გუბდება ჭურჭელში, სუბსტრატი მკვრივდება და ფესვები ლპობას იწყებს. სჯობს დააკლდეს მორწყვა, ვდრე ზედმეტი მოუვიდეს.
სარწყავი წყალი უნდა იყოს რბილი, თბილი და სუფთა, კარგია წვიმის ან მტკნარი წყლის გამოყენებაც. ონკანის წყალი ხისტია, მას ასხამენ ჭურჭელში და  დებენ 12 სთ, უკეთეს შემთხვევაში კი წამოადუღებენ ხოლმე. რწყავენ ტრადიციულად - ცხვირიანი ჭურჭლიდან ქოთნის კიდეებზე. ჭურჭელს სადგამზე წინასწარ დებენ. ეს სჯობს თასი იყოს, რომელზეც გადმოისხმება ზედმეტი წყალი ჭურჭლის ნახვრეტებიდან. ამ წყალს რამდენჯერმე იყენებენ სუბსტრატის დასასველებლად, სანამ იგი კარგად არ გაიჟღინთება, მერე აცდიან დაწრეტას, და ბოლოს აბრუნებენ თავის ადგილზე.
კიდევ ერთი მეთოდია ქოთნის ჩადგმა წყლიან თასში 30 – 60 წთ ით, ისე, რომ ქოთნის პირი რამდენიმე სმ ით მაღლა იყოს წყლის ზედაპირზე. ამ დროის განმავლობაში სუბსტრატი კარგად სველდება. მერე ამოაქვთ ქოთანი და დებენ ცხაურზე, რომ  ზედმეტი წყალი გამოვიდეს.
კარგია თბილი შხაპის მოწყობაც, თუ  ონკანის წყლის თვისებები შეესაბამება მცენარისთვის სასურველი წყლისას. მცენარის ნებისმიერი ხერხით მორწყვის მერე აუცილებლდ უნდა გამშრალდეს ფოთლები, უნდა ამომშრალდეს ზრდის წერტილიც და ფოთლთაშორისი უბეებიც. მორწყვა სჯობს  დილით ან საღამოს, რომ ღამის დაქვეითებლ ტემპრატურამდე მცენარემ გაშრობა მოასწროს. თუ მცენარეს ცივი წყლით მორწყავთ, ან სველი დარჩება ღამით, შესაძლოა იგი დაავადდეს.


   
კვება: ორქიდეა საკვებს ვერ იღებს სუბსტრატიდან ისე, როგორც სხვა მცენარეები. სასუქი უნდა იყოს სპეციალურად ორქიდეისთვის. მათ ხსნიან წყალში და მორწყვისას აძლევენ მცენარეს, ეს არც ისე ხშირადაა საჭირო,-  ზრდასრულ ჯანმრთელ მცენარეს თვეში ერთხელაც ყოფნის, თუმცა ზოგი თვეში ორჯერაც აძლევს ორჯერ გაზავებულს, ვიდრე მითითებულია პაკეტზე. სასუქი მცენარეს სჭირდება მხოლოდ აქტიური ზრდის დროს.ზოგი ყვავილობის დროსაც კვებავს ორქიდეას, მაგრამ ძლიერი გაზავების შემდეგ, ზოგს კი მიაჩნია, რომ ამ პერიოდში მისთვის სასუქი დაუშვებელია. როცა მცენარე იზრდება, მას მეტი აზოტი სჭირდება, ყვავილობის დასაწყისისთვის კი - კალიუმი და ფოსფორი. ჭარბი აზოტი ფოთლის დახეთქვას იწვევს, რაც დაუშვებელია.
მოვლა ყვავილობის შემდეგ:  მომდევნო პერიოდში ბევრი მცენარე ისვენებს და ამ პერიოდში ახალი საყვავილე ღერო ყალიბდება.  ზოგი მოყვავილებულ ღეროს მაშინვე აჭრის. თუმცა ზოგჯერ ასე არასასურველია - მაგ. ფალენოპსისსზე ახალი კვირტები ყვავილების ქვეშ ყალიბდება და მათგან მერე ახალი საყვავილე ღერები იზრდება და ყვავილობა ისევ გრძელდება, თუმცა არც ისე უხვი, როგორც თავდაპირველად.მაგრამ ზოგჯერ მათგან შვილეული მცენარე ყალიბდება.
გამოცდილი მოყვარულები საყვავლე ღეროს ჭრიან რამდენიმე სმ ით ზემოთ მეორე ან მესამე კვირტიდან. თუ ყვავილობის მეორე ტალღა არ გსურთ, შეგიძლიათ იგი დაბლაც გადაჭრათ 2 სმ ის დონეზე ძირიდან. საყვავილე ღეროს არ აგდებენ, მისგან კალმებს ამზადებენ - ჭრიან  რამდენიმე ნაწილად და ხავსზე ან ქვიშაში აწყობენ, ასათბურებენ და დროთა განმვლობაში ახალ მცენარესაც იღებენ. გადანაჭერს აუცილებლად უსვამენ პარაფინს ან ცვილს. იგი ღრუიანი ცილინდრია და თუ შიგ წყალი მოხვდა, დაიწყება ლპობა. ყვავილობებს შორის მცენარე უნდა გადაირგას, თუ ეს საჭიროა. ახალი ქოთანი ოდნავ მეტი ზომისა უნდა იყოს. მასში ახალ სუბსტრატს ყრიან. მცენარეს იღებენ ძველი ქოთნიდან, ფესვებს უსუფთავებენ ძველი სუბსტრატიდან, ათვალიერებენ და გაფუჭებულ ნაწილებს აშორებენ. გადანაჭერზე აყრიან დაფხვნილ ნახშირს. გაშრობის მერე კი მცენარეს ახალ სუბსტრატში დებენ. ფესვის ყელი ღია უნდა დარჩეს.

გადარგვის მერე რამდენიმე დღე არ რწყავენ. მერე ამოწმებენ ფესვებს და იმის მიხედვით  რწყავენ საჭიროების შემთხვევაში.
ორქიდეა ლამაზი მცენარეა, ბუნებაში იგი ეგუება სხვადასხვა პირობებს და სახლის პირობებსაც იოლად შეეჩვევა, თუ სათანადოდ მოუვლით და იზრუნებთ მასზე. https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/288-orqideas-morwyva-saxlis-pirobebshi.html

13 May 0 38 172

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно