გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

სუმბულის მოვლა სახლის პირობებში

გარეთ ჯერ კიდევ ცივა, ქარია, მაგრამ ალბათ გეჩქარებათ გაზაფხულის მოსვლა. სწორედ ამ მიზნით სელექციონერებმა გამოიყვანეს ოთახის სუმბული - ნამდვილი საოცრება, რომელიც გაგანია ზამთარში -თებერვალში იშლება. ეს კაშკაშა ყვავილი თითქოს გეუბნებათ, რომ გაზაფხულიც მალე მოვა.
სუმბულის სამშობლო - პირველად იგი აღმოაჩინეს ახლო აღმოსავლეთში, ჩრ აფრიკის ტერიტორიაზე და ხმელთაშუაზღვისპირეთში. თუმცა ჰოლანდიელმა სელექციონერებმა დიდი ძალისხმევა გასწიეს  მისი პოპულარიზაციისთვის, რის გამოც ნიდერლანდები კანონიერადაა მიჩნეული „სუმბულის ცენტრად“. იქ მუშაობენ საუკეთესო სპეციალისტები ახალი ჯიშების გამოსაყვანად, რომლებიც მერე მთელს მსოფლიოში მოგზაურობენ.
სუმბულის გარეგნობა - ფესვთა სისტემა წარმოადგენს ბოლქვს, რომელიც შედგება წვნიანი, მტრედისფერი  ქვედა ფოთლებისგან. ღერო აღწევს 40სმ ს სიგრძეში. ყვავილობის დასრულების შემდეგ ფოთლებთან ერთად ხმება. ფოთოლი წვრილი, და ზემოთ მიმართულია. ყვავილედი კონუსისებრია, შედგება წვრილი სხვადასხვა ფერის ყვავილებისგან. გავრცელებულია თეთრი, ვარდისფერი, ლურჯი, კრემისფერი, ყვითელი ფერის მარტივი ან ხუჭუჭა ყვავილებიანი სუმბული. ყვავილობის დასრულების შემდეგ ვითარდება ნაყოფი - სამწახნაგა კოლოფი 2 თესლით, რომლებიც ნაზი კანითაა დაფარული.
სუმბულის მოვლა -იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ გავრცელებული და ყველასთვის საყვარელი მცენარეა, ყველა ვერ ახერხებს მის გაზრდას ფანჯრის რაფაზე, ამას გარკვეული ცოდნა და გამოცდილება სჭირდება
მორწყვა - .მცენარე წყლის მოყვარულია, უნდა მოირწყას რეგულარულად, რომ მიწა არ გაშრეს. წყალს ასხამენ ქოთნის პირზე, რომ წყალი არ ხვდებოდეს ფოთლის უბეს, ასეთ შემთხვევაში ფოთოლი და ყვავილი მალე ლპება. მოსარწყავად იყენებენ წვიმის წყალს, შემთბარს ოთახის ტემპერატურამდე.
განათება -  მას საკმაოდ კარგი განათება უნდა. თუ დღის ხანგრძლივობა არასაკმარისია, არ იყვავილებს. მცენარეს დაახლოებით 12 სთ იანი განათება სჭირდება. უკეთესია, თუ 15 სთ ექნება სინათლე. ზამთარში ხელოვნურ განათებაზე უნდა იყოს. ქოთანი პერიოდულად უნდა შეატრიალოთ, რომ საყვავილე ღერო სწორად გაიზარდოს. თუ გვერდზეა გადახრილი, სჭირდება საყრდენი.
ტემპერატურა - ოპტიმალურია 20-22გრ, იგი ვერ იტანს დანამვას, ქოთანი უნდა იდგას გამათბობლისგან მოშორებით, რომ თავიდან იქნას აცილებული ფოთლების, ყვავილის და ბოლქვის გამოშრობა. ძალიან ნეგატიურად რეაგირებს მცენარე ქარზე და ორპირზე.
კვება - ესაჭიროება ყვავილობისას, აძლევენ მხოლოდ მინერალურ სასუქს .(1)
გადარგვა - მას არ გადარგავენ, რადგამ მცენარე ერთწლიანია. მაგრამ თუ აუცილებლობა შეიქმნა, ეს ძალიან ფრთხილად უნდა გააკეთოთ:
-დატოვეთ მთელი მიწა ბოლქვის გარშემო
-ახალი ქოთანი ადრიანად მოამზადეთ -ძირში გაუკეთეთ ნახვრეტი, ჩაყარეთ დრენაჟი
-ფრთხილად ამოთხარეთ, რომ ფესვები არ დაზიანდეს.
სუმბულის გამოყვანა სახლის პირობებში - გამოყვანა - სპეც ხერხია, რასაც მეყვავილეები იყენებენ მცენარის ზრდის აქტივაციის და ყვავილობისთვის არჩეულ დროს. იმისთვის, რომ სუმბული მისთვის უჩვეულო დროს აყვავდეს, სწორად უნდა შეირჩეს დასარგავი მასალა და მერე შესაბამისი წესების დაცვით მომზადდეს.
ბოლქვის არჩევა - სჯობს გარეთ, ღია გრუნტში გაზრდილი მაგარი, მკვრივი, დაუზიანებელი ბოლქვი შეიძინოთ. მნიშვნელობა აქვს მის წონასაც - რაც მეტია, მით მეტი შანსია, რომ მცენარე იყვავილებს.
ბოლქვის მომზადება დასარგავად -ოპტიმალური დრო მის დასარგავად შემოდგომის მეორე ნახევარია, თუმცა სხვა დროსაც შეიძლება, თუ აყვავებას სხვა დროს დაგეგმავთ. მიწა სჭირდება ფხვიერი, ქვიშის, ფოთლოვანი მიწის და ხის დაფხვნილი ნახშირისგან შედგენილი.  ბოლქვს ისე რგავენ, რომ მისი მესამედი მიწის ზემოთ დარჩეს, ზედა ნაწილი კი  ქოთნის პირის დონეზე იყოს. თუ რამდენიმე ერთ ქოთანში ირგვება, მათ შორის 2,5 სმ უნდა იყოს დაშორება. ჩარგვის მერე მათ აფარებენ პოლიეთილენს ან ქაღალდს ისე, რომ დარჩეს ხვრელი ვენტილაციისთვის.
ქოთანს დებენ სიბნელეში 8გრ ზე დაახლოებით  და აქ რჩება 10-12 კვირა, მორწყვა შემცირებულია მინიმუმამდე, მხოლოდ მიწის გაშრობის მერე. როცა ამოიწვერება, თავს ახდიან და გადააქვთ ნათელ ადგილზე 22გრ ზე. უმატებენ მორწყვას და შეაქვთ სასუქიც. ერთ თვეში მცენარეს ამოაქვს საყვავილე.იმისთვის, რომ ყვავილობა გახანგრძლივდეს, ქოთანი გადააქვთ სიგრილეში. სუმბული შეიძლება გაახაროთ წყლიან ჭურჭელშიც. წყალი უნდა იყოს მტკნარი ან წვიმის, უმატებენ მინერალურ სასუქს. ბოლქვი აქაც ბოლომდე არ იფარება წყლით. ჭურჭელს დებენ სიბნელე-სიგრილეში, წყალს უცვლიან 2 კვირაში ერთხელ. როცა ამოიწვერება, გადააქვთ ნათელ თბილ ადგილზე.
გამრავლება -  გამრავლებისთვის მის სხვადასხვა ნაწილს იყენებენ:  
შვილეულ ბოლქვებს, თესლს ან ქერცლებს. თესლით მას მხოლოდ სპეციალისტები ამრავლებენ ახალი ჯიშების გამოსაყვანად.სახლის პირბებში კი მას ამრავლებენ ძირის დასერვით. იღებენ ყველაზე დიდ და საღ ბოლქვს დაზიანების და დეფექტების გარეშე. ასუფთავებენ, რეცხავენ და აშრობენ, მერე ამუშავებენ ფუნგიციდით. სტერილური  ბასრი დანით ოთხად სერავენ ბოლქვს ისე, რომ შეიქმნას კვადრატი. მერე აშრობენ 
22 გრ ზე. როცა დასერილი გადაიხსნება, ამუშავებენ დაფხვნილი ნახშირით და რგავენ სუბსტრატში, დებენ  ბნელ ადგილზე. აქაც 22 გრ უნდა იყოს, 3 თვეში ჩნდება ახალი ბოლქვები. ოპტიმალური პერიოდი გამრავლებისთვის ივლისია.
ყვავილობა - საყვავილე ღერო იზრდება იანვარ-მაისის შუალედში, ხანგრძლივობა დამოკიდებულია დარგვის დროზე, დაახლოებით ეს 2 კვირაა, პირველი ყვავილი ამოდის 15 კვირის შემდეგ დარგვიდან. სახლის სუმბული მხოლოდ ერთი სახეობაა - აღმოსავლური. მას უამრავი ჯიში აქვს. ცნობილია შემდეგი ჯიშები:
„ამეთვისტო“ - ღია იისფერი ყვავილით, ყვავის აპრილის მეორე ნახევარში.
„როზალია“- ღია ვარდისფერია. აპრილის დასაწყისში ყვავის
„ოსტარა“- მაძღარი იისფერი ყვავილია ხანგრძლივი ყვავილობის პერიოდით
„ლა ვიქტუარ“- ლამაზი წითელი ფერისაა
„სანფლაუერ“- ხუჭუჭა  კრემისფერი ყვავილი
გადაჭრა - აუცილებელია ყვავილობის დასრულების მერე საყვავილეს გადაჭრა, სანამ ნაყოფი განვითარდება, რომ მცენარემ დიდი ძალა არ დახარჯოს მასზე. ყვავილობის მერე ფოთლებს ინარჩუნებენ, რადგან ისინი წარმოადგენენ წყლის და საკვების წყაროს, მათი მოცილება მხოლოდ გახმობის მერე შეიძლება .  

მეყვავილეები გირჩევენ მოაჭრათ  სუმბულს ყვავილედი პირველ და მეორე წელს.
დაავადებები და მავნებლები-საკმაოდ მედეგი მცენარეა დაავადებების მიმართ, თუმცა აუცილებელია რეგულარული შემოწმება:
ბაქტერიულ ლპობაზე-მცენარეს უჩნდება შავი წერტილები, ბოლქვის გარშემო კი ლორწო. ასეთ მცენარეს ანადგურებენ, ქოთანს კი დეზინფექციას უტარებენ, მიწასაც ყრიან. დაავადების მიზეზი უხვი მორწყვაა.
ფესვის ტკიპაზე, ღეროს ნამატოდაზე და ბუგრზე - მწერებს ებრძვიან სპეც პრეპარატებით, თუმცა მისი დამუშავება შეიძლება ყვავილობის დაწყებამდეც
რჩევები-რატომ უყვითლდება ფოთლები? - შესაძლოა ,იგი ემზადებოდეს მოსვენების პერიოდისთვის, თუ ფოთლის წვერები ყვითლდება, მიზეზი ან არასაკმარისი მორწყვაა, ან ზედმეტად მშრალი ჰაერი.
როგორ შევინახოთ ყვავილობის მერე? -უნდა მიაჭრათ საყვავილე ღერო, გადაიტანოთ მიწიანად დიდ ქოთანში და დადოთ ნათელ გრილ ადგილზე. მოვლა ისეთივე უნდა, როგორც სხვა ოთახის მცენარეებს, ასე აგროვებს მცენარე ძალებს მომავალი წლის ყვავილობისთვის.
სუმბულის მავნე  და სასარგებლო თვისებები- მისი სასარგებლო თვისებები საუკუნეების განმავლობაშია ცნობილი. მას იყენებდნენ გათვალვის და უპასუხო სიყვარულისგან დასაცავად; ნივთების არომატიზაციისთვის; დეპრესიის და უძილობის წინააღმდეგ; ციკლის მოსაწესრიგებლად; კოღოს და ტარაკნის წინააღმდეგ; მადეზინფიცირებელ და ანტისეპტიკურ საშუალებად. დღეს გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, კრემების და სუნამოს დასამზადებლად, ზოგჯერ იმუნიტეტდაქვეითებულ ან ალერგიულ ადმიანებში მისი სუნი იწვევს თავის ტკივილს , ღებინებას, გულს რევას, ლორწოვანი გარსის გააღიზიანებას.
რატომ არ ყვავის?-მიზეზი რამდენიმეა: არ აქვს მოსვენების პერიოდი, რომელიც დაახლოებით 2 თვე გრძელდება ან არასაკმარისად რწყავენ.
სუმბული ადრე მოყვავილე მცენარეა, ლამაზი ფერადი ყვავილებით. იმისთვის, რომ მცენარემ გაგახაროთ, საკმაო ძალისხმევაა საჭირო და  მისთვის კომფორტული პირობების შექმნა -რეგულარული მორწყვა, კარგი განათება, დრენაჟი, ორპირისგნ დაცვა და რაც მთავარია, მოსვენების პერიოდი, რომ მოიკრიბოს ძალები მომდევნო ყვავილობისთვის. ცოტაოდენი ყურადღება და მოვლაა საჭირო  და სუმბული ლამაზ ზღაპარს გაჩუქებთ შუა ზამთარში.

თარგმანი თ, სუპატაშვილის

27 February 0 28 748

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно