კარბოფოსი

ინსექტიციდი და აკარაციდი,განკუთვნილია ბუგრებთან,აბლაბუდიან ტკიპასთან,ხორთუმიან ბაღლინჯოებთან,ნაყოფიჭამიებთან, ფაროსანებთან და სხვა მავნებლებთან საბრძოლველად.
გამოყენების ინსტრუქცია: შეასხურეთ მცენარეს ახლადმომზადებული ხსნარი,შეეცადეთ ფოთლები თანაბრად დასველდეს.შეწამვლა ხდება მშრალ,უქარო ამინდში,როდესაც უახლოეს დღეებში არ არის მოსალოდნელი ნალექი,ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსამდე.ხსნარი მზადდება წყლის თანდათანობით დამატებით და უწყვეტი მორევით.მცენარეები მაქსიმუმ 2-ჯერ უნდა დამუშავდეს. კარბოფოსის დამცავი მოქმედება გრძელდება 10-15 დღე.მოქმედებას იწყებს 3-4 საათში.
ცხრილში მოცემულია სამუშაო ხსნარის მოსამზადებლად საჭირო წყლის რაოდენობა 60 გრამიან კარბოფოსის პაკეტზე.

კულტურა

მავნებელი

წყალი

ხსნარის

დანახარჯი

ბოლო შეწამვლა

ყურძენი

ფილოქსერა,აბლაბუდიანი ტკიპა,ფქვილოვანი ცრუფარიანა

8 ლ

15 ლ 100 კვ/მ

მოსავლის აღებამდე 45 დღით ადრე

ხურტკმელი

ხერხია,ალურა,მზომელა,ფოთოლხვევიები


8 ლ

1ლ ერთ ბუჩქზე

მოკრეფამდე 30 დღით ადრე

მაყვალი და ჟოლო

ბუგრი,ტკიპა,ხორთუმიანი ბაღლინჯო,კვირტის ჩრჩილი,ჟოლოსა და მარწყვის ხოჭო

8 ლ

10 ლ 10 ბუჩქზე

30 დღით ადრე მოკრაფამდე

მოცხარი

ხერხია,კვირტის  ჩრჩილი,მეგალესებრნი,ფოთოლხვევია,ფარიანა,ბუგრი


8 ლ

1,5 ლ 1 ბუჩქზე

მოსავლის აღებამდე 30 დღით ადრე

მსხალი,ვაშლი, კომში

ფოთოლხვევია,ნაყოფიჭამია,ხორთუმიანი ბაღლინჯო,ალუბლის ბუზი,ფარიანა,ხერხია,ტკიპები


6-8 ლ

2-10 ლ ერთ ძირზე

მოსავლის აღებამდე 30 დღით ადრე

ატამი,გარგარი

ბუგრი,ფოთოლხვევია,ნაყოფიჭამია

10 ლ

2-10 ლ ერთ ძირზე

დაკრეფამე 30 დღით ადრე

ალუბალი,ბალი,ქლიავი

ფოთოლხვევია,ხორთუმიანი ბაღლინჯო,ალუბლის ბუზი,ფარიანა,ხერხია,ტკიპა


8 ლ

2-10 ლ ერთ ძირზე

დაკრეფამდე 30 დღით ადრე

ნესვი,საზამთრო

ბოსტნის ჭიამაია,ნესვის ბუზი,ბუგრი,ტკიპები

8 ლ

10 ლ 100კვ/მ

20 დღით ადრე მოსავლის აღებამდე

ჭარხალი

ბუგრი,მენაღმე ბუზი,ჩრჩილი,ბაღლინჯო

10 ლ

10 ლ 100 კვ/მ

ამოღებამდე 30 დღით ადრე

კომბოსტო

ბუგრი,ბაღლინჯო,თეთრულა,ბუზები,ჩრჩილი

10 ლ

10 ლ 100 კვ/მ

ამოღებამდე 30 დღით ადრე

პომიდორი

აბლაბუდიანი ტკიპა,ფრთათეთრა,ბუგრი

10 ლ

10 ლ 100 კვ/მ

მოკრეფამდე 30 დღით ადრე

წიწაკა,კიტრი

თრიფსი.აბლაბუდიანი ტკიპა,ღივის ბუზი

10 ლ

10 ლ 100 კვ/მ

მოკრეფამდე 30 დღით ადრე

ქაცვი

ბუგრი,გალიანი ტკიპები

3 ლ

20 ლ 100 კვ/მ

  *

თამბაქო

ბუგრი,ბაღლინჯო

6 ლ

10 ლ 100 კვ/მ

მოსავლის აღებამდე 60 დღით ადრე

ვარდები და სხვა ბუჩქოვანები

ბუგრი,აბლაბუდიანი ტკიპა,ვარდის ხერხია

8 ლ

20 ლ 100 კვ/მ

  * *

ყვავილოვანი კულტურები

თრიფსი,ტკიპები,ბუგრები

8 ლ

10 ლ 100 კვ/მ

  * *

ციტრუსები

ფრთათეთრა,ფქვილოვანი ცრუფარიანა,ტკიპები

6-7 ლ

5 ლ ერთ ძირზე

მოკრეფამდე 50 დღით ადრე

* -  კალმებს აწყობენ ხსნარში 3 წუთით და აჩერებენ ცელოფნის ქვეშ 1 დღე-ღამე.
* * - შეწამვლა ხდება ყვავილობამდე და ყვავილობის შემდეგ.

 საფრთხოების ზომები
კარბოფოსი - სახიფათოა ფუტკრებისათვის,პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ყვავილობის დროს,დაუშვებელია მისი წყალსატევებში ჩაღვრა. პრეპარატთან მუშაობა ხდება რეზინის ხელთათმანებით,რესპირატორით,სათვალეებით და სპეცტანსაცმელით.გამოყენების და მომზადების დროს აკრძალულია საჭმლის მიღება და სითხის დალევა.სამუშაოს დამთავრების შემდეგ გამოიცვალეთ ტანსაცმელი,სახე და ხელები დაიბანეთ საპნით,გამოივლეთ პირში წყალი.

პრეპარატი ინახება მშრალ შენობაში.მისი შენახვა არ შეიძლება საკვებთან და წამლებთან.ბავშვებს და ცხოველებს არ უნდა ქონდეთ მასთან შეხება.დაუშვებელია მისი შერევა სხვა პრეპარატებთან.

 


Loading the player...
20 April 0 1 760
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно