ფიტოვერმი

ინსექტიციდია, რომელსაც იყენებენ კოლორადოს ხოჭოს, ტკიპის, ტრიპსების, ბუგრის, ნაყოფიჭამიას, ხერხას, ფოთლიხვევიას წინააღმდეგ. პრეპარატი შეიცავს მიწაში მყოფი მიკროორგანიზმების ცხოველმყოფელობის პროდუქტებს, ამიტომ გარემოსთვის საშიში არაა. სწრაფად იშლება მიწაში, წყალში. მისი შესხურებიდან 2 დღის შემდეგ  უკვე მოსავლის მოკრეფაც შესაძლებელია.
ინსტრუქცია: მცენარეები იწამლება უქარო ამინდში. ნუ შეწამლავთ, თუ უახლოეს 9 სთ ში იწვიმებს. ფოთლები კარგად უნდა დაინამოს. 8 სთ ის შემდეგ  ფოთლის მღრღნელი მწერები აღარ ჭამენ ფოთლებს, 16 სთ ის შემდეგ კი - წვენს რომლებიც სწოვენ მცენარეს, სრული ეფექტი მესამე დღიდანაა ერთ კვირამდე  და მწერები კვდებიან. მისი მოქმედება გრძელდება 3 კვირა, თუ ამ პერიოდში არ იწვიმებს.
გამოყენება: 4 მლ პრეპარატი იხსნება 2ლ წყალში, კარგად ურევენ და მერე აზავებენ სასურველ ოდენობამდე. ხსნარი უშუალოდ გამოყენების წინ უნდა დამზადდეს.

კულტურა

მავნებელი

პრეპარატის გასავალი

ხსნარის გასავალი

შეწამვლის დრო

შეწამვლის სიხშირე

ოთახის მცენარეები

ბუგრი

8მლ

0,1-0,5ლ 1კვ მ ზე

მწერის გაჩენისას

2-4

„ „

ტრიპსები

10მლ

„ „

„ „

„ „

„ „

აბლ. ტკიპა

2მლ

„ „

„ „

„ „

ყვავილები დაცულ გრუნტში

ტრიპსები

8მლ

10 კ 100 კვ მ ზე

ყვავილობისას

2-3

„ „

ბუგრი

4მლ

„ „

ვეგეტაციის დროს

2-3

„ „

აბლ ტკიპა

2მლ

„ „

ვეგეტაციის დროს

2-3

ყვავილები ღია გრუნტში

ტრიპსები

10მლ

„ „

მწერების გაჩენისას

2-4

„ „

ბუგრი

8მლ

„ „

„’ „

„ „

„ „

აბლ ტკიპა

2მლ

„ „

„ „

„ „

ავსებადობა: მისი ხმარება არ შიძლება ტუტე რეაქციის პრეპარატებთან ერთად. თუ მათი არევისას ნალექი გაჩნდა, ისინი არათავსებადია.  მასთან ერთად იყენებენ ფოსფორორგანულ ინსექტიციდებს და ზრდის რეგულატორებს, ასევე სასუქებსაც.
უსაფრთხოების ზომები: იგი საშუალოდ საშიში პრეპარატია, მიეკუთვნება საშიშროების მესამე კლასს. ყვავილობისას მისი გამოყენება არ შეიძლება, საშიშია ფუტკრისთვის, წყალსაცავში მისი  მოხვედრაც არასასურველია. მასთან მუშაობისას არ ჭამენ, არ ეწევიან, აცვიათ სპეც ტანსაცმელი, ხელთათმანები, უკეთიათ  რესპირატორი, მუშაობის მერე აუცილებლად საპნით იბანენ ხელ -პირს და წყალს ივლებენ პირშიც. ფიტოვერმის ჭურჭელს არ აგდებენ ნაგავში, წყალში, არ იყენებენ სხვა მიზნისთვის. იგი უნდა დაიწვას სპეც ადგილზე, ბოლი არ უნდა შეისუნთქონ.
პირველი დახმარება: თუ თვალში მოხვდა, იბანენ დიდი ოდენობის გამდინარე წყლით. კანზე მოხვედრისას - საპნიანი წყლით იბანენ იმ ადგილს.  გადაყლაპვისას საჭიროა გააქტივებული ნახშირის დალევა- 1 აბი 10 კგ წონაზე. სვამენ 4 ჭ წყალს და იწვევენ ღებინებას. მერე კი მიდიან ტოქსიკოლოგიის ცენტრში.
შენახვა: ინახება მშრალად, -15 + 30 გრ ზე, ბავშვების და ცხოველებისგან შორს, საკვების და წამლებისგან მოშორებით. გამზადებულ ხსნარს არ ინახავენ.
19 November 0 1 888
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно