HB101 ნატურალური პრეპარატია და ზრდის სტიმულატური

 
HB101 სრულიად ნატურალური პრეპარატია და ზრდის სტიმულატური გახლავთ, რომელიც მაღალი ენერგეტიკული ღირებულების მქონე მცენარეული ექსტრაქტებისგან არის დამზადებული. მისი დამზადებისთვის იყენებენ ისეთი მცენარეების ექსტრაქტებს, როგორებიც გახლავთ იაპონური კედარი, ფიჭვი, კვიპაროზი და ჭადარი. ყველა ეს მცენარე გამოირჩევა ძლიერი იმუნიტეტითა და სიცოცხლის მაღალი ხანგრძლიობით. ამას მათი წვენი და მეტაბოლიზმის შედეგად მიღებული სუბპროდუქტები განაპირობებენ. აღსანიშნავია, რომ მაგ. ჭადარის სამკურნალო თვისებები ოდითგანვე ცნობილია და მისგან დამზადებულ პრეპარატებს ადამინების მკურნალობაშიც იყენებენ.
HB101 არულიად ნატურალური პრეოარატია, რომელიც კვებავს მცენარეს, ხელს უწყობს მის ზრდას, ყვავილობას და ნაყოფის მიღებას. ვინაიდან მის შემადგენლობაში არანაირი ქიმიური პრეპარატები არ შედის, HB101 აბსოლუტურად უსაფრთხოა როგორც ადამიანებისთვის, ასევე ცხოველებისთვის, მწერებისთვის და გერემოსათვის. ფაქტობრივად ეს პრეპარატი წარმოადგენს იდეალურ საშუალებას, რომელსაც ქიმიური სასუქების მთლიანად ჩანაცვლება შეუძლია. HB101 აწარმოებენ როგორც გრანულებში, ასევე კონცენტრირებული სითხის სახითად. გრანულებს მიწას ურევენ, ისინი დიდხანს იხსნებიან მასში და კვებავენ მცენარეს, მიწა კი არ კარგავს ნაყოფიერებას მრავალი წლის მანძილზე. თხევადი კონცენტრატი ძალიან მარტივია ხმარებაში და დაგეხმარებათ ეფექტის უფრო სწრად მიღწევაში.
HB101 -ის იხსნება წყალში (საკმარისია სულ რამდენიმე წვეთი ერთ ლიტრზე) და ამ ხსნარით ხდება მცენარის რეგულარულო მორწყვა და/ან დანამვა. შედეგად გაუმჯობესდება ფოტოსინთეზის პროცესის შედეგად მიღებული სასასრგებლო ნივთიერებებისა და მზის ენერგიის ათვისების უნარი და თქვენი მცენარის ფოთლები უფრო ხასხასა მწვანე და ხშირი გახდებიან.
HB101 ასევე აძლიერებს მცენარის ფესვთა სისტემას. შედეგად მცენარეს ეძლევა შესაძლებლობა საკმარისი რაოდენობით წამოიღოს მიწიდან მკვებავი ნივთიერებები და მოიმარაგოს გლუკოზა. ასევე HB101 -ის შემადგენლობაში შედის იონიზირებული მინერალები, რომლებიც აბალანსებენ სასარგებლო მინერალების შემცველობას გრუნტში და ამდიდრებენ მიწას ჟანგბადით.
HB101 გამოყენება ასევე ხელს უწყობს ფესვებინდან ღეროს მეშვეობით ფოთლებამდე მკვებავი ნივთიერებების მაქსიმალური რაოდენობის მიწოდებას. ასე მცენარე კარგად იკვებება.
HB101 არ არის ინსექტიციდი, რადგან არ შეიცავს არანაირ ქიმიურ დანამატებს. მაგრამ, როგორც უკვე აღინიშნა, ეს პრეპარატი აუმჯობესებს მიწაში სასარგებლო მიკროფლორისა და მინერალური ნივთიერებების ბალანსს, ხელს უწყობს მცენარის ფესვთა სისტემის გაძლიერებასა და მის ზრდას. ანუ კარგ გარემოს უქმნის მცენარეს. შედეგად თქვენი მცენარე ძლიერი და ჯანსაღი იქნება. ასე რომ მისი იმუნიტეტი ბუნებრივად მოახერხებს თავის დაცვას მავნებლებისგან და სოკოვანი დაავადებებისგან. იდეაში, ჯანმრთელ მცენარეს, რომელიც კარგ გრუნტში იზრდება არ უნდა დასჭირდეს შეწამვლა ქიმიკატებით. HB101 -ს რეგულარული გამოყენება ამ შედეგამდე მიგიყვანთ.
HB101 გამოყენება შესაძლებელია როგორც ბაღი-ბოსტანში, ასევე დეკორატიული ქოთნის მცენარეებისათვის: გახსენით თხევადი, კონცენტრირებული პრეპარატის 2-3 წვეთი 1 ლიტრ წყალში და მორწყეთ ამ ხსნარით თქვენი მცენარე 7-10 დღეში ერთხელ. შესაძლებელია ასევე დანამოთ კიდეც მცენარეები ამ ხსნარით. ასევე ძალიან კარგია ყვავილების მიწის მორწყვა წყალში გაზავებული HB101 -ით, ეს შეამზადებს მიწას მცენარის დარგვისთვის. ძალიან კარგი ეფექტი ექნება HB101 -ის გამოყენებას მცენარის გადარგვის მერე, რაც ხელს შეუწყობს მის დაფესვიანებას და ახალ გარემოსთან უმტკივნეულო შეგუებას. ასევე შეიძლება ხსნარში თესლის დალბობა დათესვამდე მინ. 12 საათით ადრე, რაც ხელს შეუწყობს მცენარის თესლიდან ამოსვლას.
HB101 -ის გამოყენება დასაშვებია სხვა სასუქებთან კომბინაციაშიც, განსაკუთრებით კარგია ამ პრეპარატის კომბინაცია ნაკელთან. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ HB101 შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით აზოტს და არ არის სასურველი მისი შერევა აზოტის მაღალი შემცველობის მქონე სხვა პრეპარატებთან. ასევე HB101 ვერ შეერევა ზეთოვან პრეპარატებს.
შემადგენლობა:
მინერალური ნივთიერებები:
- ნატრიუმი – 155.3 მგ
– კალციუმი – 125 მგ
– რკინა – 6.8 მგ
– მანგანუმი – 12.5 მგ
– სილიციუმი – 28 მგ
– 100% ნატურალური
მცენარეული ელემენტები:
- კედარი
- ფიჭვი
- კვიპაროზი
- ჭადარი
 
19 December 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно