გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

სფაგნუმი - მეყვავილეთა შეუფასებელი დამხმარე!

სფაგნუმი - მეყვავილეთა შეუფასებელი დამხმარე!

სფაგნუმი (ლათ.Sphagnum) ღია მწვანე ფერის,გრძელღეროიანი ხავსია,რომელიც იზრდება მაღალი ტენიანობის მქონე ადგილებში.მისი გავრცელების არეალი შეესაბამება ბუნებრივ-კლიმატური ტენიანობის ტიპს.იზრდება სფაგნუმიანი ჭაობების სახით, ზომიერი განედების ტაიგაში,ტყეებსა და ტყეტუნდრებში.იგი მრავალი სახეობის არსებობს ,თუმცა ნიშანთვისებები მეტ-ნაკლებად მსგავსი აქვს.

თუ გამშრალ სფაგნუმს წყლიან ჭიქაში ჩავუშვებთ,იგი  თავის მასაზე 12-20-ჯერ მეტ წყალს შეიწოვს.მისი ეს თვისება აიხსნება სფაგნუმის უჯრედების თავისებურებით.რადგან სფაგნუმს ორგვარი სახის უჯრედები აქვს:ერთი სახის უჯრედები მომცროა,ქლოროფილის შემცველი და მეორე:მოზრდილი,შიგნიდან სიცარიელის მქონე უჯრედებს შორისაა განლაგებული.სწორედ მეორე სახის უჯრედები შეიწოვს წყალს.ეს უჯრედები ქლოროფილს არ შეიცავს,აქვს მოთეთრო ფერი და მცენარესაც მონაცრისფრო ელფერს ანიჭებს -აქედან მომდინარეობს სახელიც - ‘’თეთრი ხავსი’’.

სფაგნუმი წყალს შეიწოვს თავისი ‘’სხეულის’’ ყველა ნაწილის მეშვეობით.თანაც არა მხოლოდ წვიმის წყალს შეითვისებს,არამედ ნისლის უმცირეს წვეთებსაც კი.ტენის ნაკლებობის შემთხვევაში სფაგნუმი შრება,ნელდება მისი სასიცოცხლო ფუნქციები,მაგრამ მცენარე არ იღუპება.საკმარისია წვიმა წამოვიდეს რომ მცენარე ზრდას ჩვეულებრივ განაგრძობს.ამ ხავსის ერთერთი დამახასიათებელი თვისებაა ფესვების არარსებობა.იგი არაფრის მეშვეობით არ ემაგრება ნიადაგს და თვითონ არის ნიადაგის ერთერთი კომპონენტი.სფაგნუმიანი ჭაობი ხომ ათასობით წლის განმავლობაში დაგროვილი ტორფის მარაგია,რომელიც სხვა მცენარეული ორგანიზმების კვდომის შედეგად ჩამოყალიბდა.ტორფის სქელ ფენებში პრაქტიკულად არ მიმდინარეობს ლპობა,რადგან არ არსებობს ბაქტერიებისათვის ხელსაყრელი სასიცოცხლო გარემო.ასეთ პირობებში დაცემული ხეების,ჩამოცვენილი ფოთლების და სხვა ორგანული ნივთიერებების ლპობის პროცესი თითქმის არ მიმდინარეობს,ისინი ჭაობში ათასობით წლის განმავლობაში დაუშლელად რჩებიან.პალეოლოგებმა სწორედ ჭაობის ნალექების ანალიზის საფუძველზე შეძლეს გამყინვარებამდელი და გამყინვარების შემდგომი ფლორის რეკონსტრუქცია.ბოლო დრომდე სფაგნუმს ხშირად იყენებდნენ სოფლის სახლების მშენებლობაში როგორც არალპობად თბოსაიზოლაციო მასალას.ნახევრად დაშლილი სფაგნუმის ღიაყავისფერი მასა,რომლის ფენებიც ტორფის ფენებზე ზემოთ მდებარეობს,გამოიყენება საქონლის სადგომებში ჩალის მაგიერ ძირს დასაფენად თავისი შესანიშნავი ტენის შემწოვი თვისების გამო.მე-20 საუკუნეში,პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს სფაგნუმს იყენებდნენ როგორც ჰიგროსკოპულ,შესახვევ საშუალებას.

ახლა სფაგნუმი გამოიყენება მეყვავილეობაში ნიადაგის ნარევებისათვის,ორქიდეების გამოსაზრდელად,ფლორისტიკაში.მას საკვები ნივთიერებები არ გააჩნია,მაგრამ ნიადაგს ამსუბუქებს და ჰიგროსკოპულობას (წყლის შეწოვის უნარი)მატებს.გესნერისებრთა მოყვარულები სფაგნუმს იყენებენ იების,სტრეპტოკარპუსებისა და გლოქსინიების გამოსაზრდელად.მას უმატებენ მიწის ნარევში წვრილად დაჭრილი სახით,აფენენ ქოთნის ძირში დრენაჟის მაგიერ,ქოთან ქვეშ უფენენ დამატებითი ტენიანობისათვის,განსაკუთრებით მოსახერხებელია სფაგნუმის გამოყენება მინიატურული ჯიშებისათვის პატარა ჭურჭელში.ამ ხავსს გააჩნია შესანიშნავი ბაქტერიციდული თვისებები,იგი შეიცავს ნივთიერება სფაგნოლს,რაც დადებითად მოქმედებს მცენარის ფესვთა სისტემასა და ნიადაგის შემადგენლობაზე.ნესტიან სფაგნუმში შეიძლება დაფესვიანდეს იის,სტრეპტოკარპუსის და სხვა მცენარეების შვილობილი ნერგები და ფოთლები.იგი ნამდვილად ფასდაუდებელი თანაშემწეა მეყვავილეებისათვის!არსებობენ კოლექციონერი ექსპერიმენტატორები რომლებსაც თავისი კოლექცია სფაგნუმში აქვთ ჩარგული.ხავსი და კერამზიტი და მიწის არცერთი მარცვალი!!! მორწყვა ფითილზე (სასუქის ხსნარი): ძირში მოთავსებულია  სფაგნუმი,შემდეგ კერამზიტი და ისევ სფაგნუმი.იმისათვის რომ ნიადაგის მჟავიანობამ არ მოიმატოს ზემოდან ეყრება დოლომიტის ფქვილი.სფაგნუმის ხავსის მომარაგება მთელი ზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში შეგიძლიათ.შეეცადეთ შეაგროვოთ მწვანე ფერის კენწეროები,გააშრეთ და შეინახეთ ცელოფნის პაკეტებში აივანზე.გამოყენების წინ გადაავლეთ მდუღარე წყალი,რადგან სფაგნუმში მრავალი მწერი ბინადრობს გამოსაზამთრებლად.ბავრს სფაგნუმი სხვა ხავსებში ერევა,მაგალითად გუგულის სელში.შეეცადეთ არ შეცდეთ და თამამად გამოიყენეთ იგი.

12 February 0 22 637

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно