რომელი წამლები ეხმარება მცენარეებს

ზოგიერთი წამალი,ისინი რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ,მცენარეებსაც კურნავს და ეხმარება მავნებლებთან ან დაავადებებთან ბროლაში,ისინი ცვლიან სასუქს ზოგ შემთხვევაში.საჭიროა მხოლოდ ვიცოდეთ როდის ან როგორ გამოვიყენოთ ეს პრეპარატები.

ნებისმიერი წამალი შესაძლოა იყოს საშიში, თუ ჭარბი დოზებით ან არასწორად გამოვიყენებთ.ჩვენი მწვანე ბინადრების ‘’მკურნალობა’’ ყურადღებით უნდა ჩავატაროთ,რადგან თუ კონცენტრაციას სწორად ვერ გავთვლით ან შეცდომით გამოვიყენებთ წამალს,შესაძლოა მცენარე დაიღუპოს.

ბრილიანტის მწვანე: ბრილიანტის მწვანეს ცნობილი ხსნარი შესაძლებელია გამოვიყენოთ ბაღის მალამოს ნაცვლად გადანაჭერი ადგილების და ჭრილობების დასამუშავებლად, მათი სწრაფად შეხორცების მიზნით.ამისათვის აიღეთ ყურის ჩხირი ან ბამბის ტამპონი,დაასველეთ ხსნარში და წაუსვით ჭრილობის ადგილს.ასევე შეგიძლიათ დაამუშავოთ შენახვის წინ მორბილებული ან დამპალი ადგილები გეორგინის ან გლადიოლუსის ბოლქვებზე,მცირე ზომის ნახეთქები გოგრებზე.

ბრილიანტის მწვანეს ხსნარი შეგვიძლია გამოვიყენოთ ალუბალზე,ნაყოფის უკეთ ჩამოსაყალიბებლად.გახსენით 2 ჩ/კ ბრილიანტის მწვანე 5 ლიტრ წყალში და შეასხურეთ ხეებს ყვავილობის დამთავრებისთანავე.

გამოცდილი მებაღეები რეკომენდაციას უწევენ ბრილიანტის მწვანეს ბოლქვების და ძირხვენების დასამუშავებლად,რომლებიც შესანახად არის განკუთვნილი.პრეპარატით ასევე შეიძლება დაამუშავოთ მცირე  ზომის ჭრილობები გასხვლის შემდეგ.

ბრილიანტის მწვანემ  ცრუ ნაცარის(პერონოსპოროზი)წინააღმდეგ საბრძოლველადაც შესანიშნავად გამოავლინა თავი,რითაც ავადდება კიტრი,ყაბაყი,გოგრა და ხახვი.სამკურნალო მიზნით აიღეთ 5 მლ. 1%-იანი ბრილიანტის მწვანე 10 ლიტრ წყალზე და გამოიყენეთ შესასხურებლად 7-10 დღეში ერთხელ(მეორდება სამჯერ).

მნიშვნელოვანია! ნაცრით დაავადების შემთხვევაში ბრილიანტის მწვანე ეფექტურია მხოლოდ განვითარების ადრეულ სტადიაში.

იოდი: ეს მიკროელემენტი აუცილებელია მცენარეების ნორმალური განვითარებისა და ნაყოფიერებისათვის.იოდი შედის ისეთი სასუქების უმრავლესობის შემადგენლობაში,რომლებიც განკუთვნილია ვეგეტაციის შუა პერიოდისათვის - კვირტების და ნაყოფის ჩამოყალიბების დროს.იგი აქტიურია ბაქტერიების  და სოკოების უმრავლესობის წინააღმდეგ.შესანიშნავად ებრძვის ისეთ გავრცელებულ დაავადებებს როგორიცაა - ცრუნაცარი,ფიტოფტოროზი და რუხი(ნაცრისფერი) ლპობა.

იოდის სუსტი ხსნარი (1 წვეთი 3 ლ. წყალში) შესანიშნავად ცვლის ფესვგარეთა კვებას პომიდვრის,კიტრის,ბადრიჯანის და კომბოსტოს ჩითილებისთვის. ამ ხსნარს ასხურებენ ჩითილს ამოსვლის მეოცე დღიდან.მას შემდეგ რაც ჩითილი გრუნტში დაირგვება მუდმივ ადგილზე,საჭიროა შესხურების გამეორება. საჭირო ინფორმაცია: ფიტოფტორის პროფილაქტიკისათვის ზოგიერთი მებოსტნე გვირჩევს სათბურში დაიკიდოს იოდის ღია ფლაკონები. ბოლო დროს მებაღეობაში პოპულარული გახდა იოდის წყალში ხსნადი პრეპარატი - იოდოპირონი.მას არ ახასიათებს ისეთი გამაღიზიანებელი მოქმედება როგორც სპირტიან ხსნარს.1%-იანი იოდოპირონის წყალხსნარი შესაძლებელია გამოვიყენოთ როგორც პროფილაქტიკისათვის ასევე მცენარეების სამკურნალოდ.

იოდის ხსნარი ეხმარება მცენარეებს უკეთ იყვავილონ,გაააქტიურონ ზრდა და ასევე უკეთესი მდგრადობა გამოიჩინონ დაავადებებისადმი.5-10 წვეთი იოდი გახსენით 10 ლ. წყალში და შეასხურეთ მცენარეებს 10 დღეში ერთხელ კვირტების ჩამოყალიბების პერიოდში.
მეტრონიდაზოლი (ტრიქოპოლი) ეს ანტიბაქტერიული პრეპარატი შესანიშნავად აფრთხობს მწერებს და კარგად უმკლავდება სხვადასხვა ინფექციას.განსაკუთრებით ეფექტურია ფიტოფტოროზის და კლადოსპორიოზის დროს.

იმისათვის რომ მცენარეები ამ დაავადებებისაგან დაიცვათ საჭიროა 15-20 ტაბლეტი გახსნათ 10 ლ. წყალში და ყოველ 10 დღეში ერთხელ(ივლისის თვიდან დაწყებული) შეასხურეთ კარტოფილის და პომიდვრის ბუჩქებს. მნიშვნელოვანია! წამლის ხსნარი ახალი მომზადებული უნდა იყოს,ის გამოყენებამდე 20 წუთით ადრე უნდა მომზადდეს. მეტრონიდაზოლი ეფექტურია ‘’შავი ფეხის’’ წინააღმდეგ.გახსენით 1 ტაბლეტი 1 ლ. წყალში და მიღებული ხსნარი შეასხურეთ ჩითილს.

კალიუმპერმანგანატი (მარგანცოვკა) დამწყებმა მებოსტნეებმაც კი იციან,რომ კალიუმპერმანგანატი შეუცვლელია თესლის დასამუშავებლად.გახსენით 0.5 გრ. პრეპარატი 100 მლ. წყალში და დაალბეთ მიღებულ ხსნარში თესლი 20-30 წუთის განმავლობაში.ამის შემდეგ გარეცხეთ და გააშრეთ.

კალიუმპერმანგანატის ხსნარით ასევე შესაძლებელია დამუშავდეს საჩითილე კონტეინერები,რუხი ლპობის წინააღმდეგ პროფილაქტიკისათვის ასევე კარგია მისი შესხურება. შეუცვლელია ნიადაგის დეზინფექციისათვის,განსაკუთრებით სათბურებში,სადაც ერთი და იგივე კულტურა მოყავთ რამოდენიმე წლის განმავლობაში.გამოიყენება ასევე ბოლქვების და თესლის შასაწყობად დარგვის და დათესვის წინ.კალიუმპერმანგანატს ახასიათებს ფართო სპექტრის ანტიმიკრობული აქტივობა.პროფილაქტიკური შესხურება უნდა მოხდეს ჩითილის გრუნტში გადარგვის შემდეგ,განმეორებით კი 2-3 კვირის შემდეგ. დაიმახსოვრეთ! ბევრი მებაღე გვირჩევს სათბურების დამუშავებას კალიუმპერმანგანატის ხსნარით მოსავლის აღების შემდეგ და დათესვამდე.თუმცა უნდა გახსოვდეთ რომ ეს პრეპარატი ძლიერი დამჟანგველია და ლითონის კონსტრუქციები შესაძლოა დააზიანოს.

წყალბადის ზეჟანგი: თუ თქვენს აფთიაქში არ აღმოჩნდა კალიუმპერმანგანატი,შეგიძლიათ თესლებს დეზინფიცირება ჩაუტაროთ წყალბადის ზეჟანგის 3%-იანი ხსნარით.ჩაასხით პრეპარატი ჯამში (არა ლითონის!),გაათბეთ 40 გრადუსამდე და ჩააწყეთ თესლები 10 წუთით.ამის შემდეგ გარეცხეთ და შეაშრეთ.

ასპირინი: ეს პრეპარატი იცავს ფოთლებს მასზე ლპობის წარმოქმნისაგან,რომელიც არცთუ იშვიათია ხანგრძლივი წვიმების შემთხვევაში.შეასხურეთ მცენარეებს თვეში 2-3-ჯერ ასპირინის ხსნარი (300-500 მგ. 4 – 5 ლიტრ წყალზე) - და დაზიანების შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდება.

გლუკოზა და ვიტამინი B1: შესანიშნავი კვებაა ყვავილებისათვის,რისი მეშვეობითაც ყვავილობა უფრო უხვი და ხანგრძლივი ხდება. 5 მლ. გლუკოზა და 1 მლ. ვიტამინი B1 გახსენით 5 ლ. წყალში და მიღებული ხსნარით მორწყეთ მცენარეები ფესვებთან ახლოს ორ კვირაში ერთხელ.

ქარვის მჟავა: იგი ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატია (ბად). არ არის ტოქსიკური.შედის მრავალი დამაფესვიანებელის და ზრდის სტიმულატორის შემადგენლობაში.თესლების დასალბობად,მისი ხსნარით შესხურება ამაღლებს მცენარის სტრესისადმი გამძლეობას (ადაპტოგენი). მცენარეების მიერ ქარვის მჟავის შეთვისება შეზღუდულია,ამიტომ დოზის გადაჭარბება შეუძლებელია.პრაქტიკულად არ ცვლის ნიადაგის მჟავიანობას (Ph).

ფესვების დასასველებლად და დარგვის წინ იყენებენ 0,02% ხსნარს (2 ტაბლეტი 1 ლ წყალში).თესლისათვის და შესასხურებლად კი - 0,01%-იანს.
ბორის მჟავა: ბორი აუცილებელი მიკროელემენტია მცენარის სწორი ცხოველქმედებისათვის,ასევე უზრუნველყოფს კალიუმის შეთვისებას,განსაკუთრებით კვირტების ჩამოყალიბების პროცესში.ბორი ასევე ამაღლებს მცენარის მდგრადობას სიცივისა და ნიადაგში მარილების დაგროვებისადმი.

ბორის ნაკლებობისადმი განსაკუთრებულად მგრძნობიარეა ვაშლი,მსხალი,მარწყვი,პომიდორი,ჭარხალი და კარტოფილი.

ბორი სტიმულირებას ახდენ უფრო მეტი ნაყოფის გამოსკვნას ხილ-კენკროვან კულტურებში,ახდენს ახალი ზრდის წერტილების წარმოქმნას ღეროსა და ფესვებზე,შაქრის დონის აწევას და ნაყოფის გემოს ხარისხის გაუმჯობესებას.ბორი შედის ნაყოფის მასტიმულირებელი პრეპარატების შემადგენლობაში.ყვავილობის წინ რეკომენდებულია მცენარის ერთჯერადად მორწყვა 20 გრ. ბორის მჟავისა და 10 ლ. წლის ხსნარით.

უხვი ნაყოფიერებისათვის იყენებენ შემდეგ ხსნარს: 2 გრ ბორის მჟავა 10 ლ წყალში.ამ ხსნარით ხდება ერთხელ შესხურება ბუტონიზაციის ფაზაში.
 მაგნიუმის სულფატი ანუ ინგლისური მარილი: ამ საშუალებას ხშირად ნიშნავენ მშობიარობის შემდეგ კუჭში გამხსნელად,რაც მის უსაფრთხოებაზე მეტყველებს.მაგნიუმის ნაკლებობის გამო ფოთლები დეფორმირდება,იჭმუჭნება, ხდება მტვრევადი.ამ პრობლემასთან გამკლავება შესაძლებელია მაგნიუმის სულფატის ერთხელ შესხურებითაც (40 გრ. 10 ლ წყალში),რომელიც შეგიძლიათ შეუთავსოთ ბორის მჟავას ხსნარით შესხურებას.

ნისტატინი: ეს ფართო სპექტრის მოქმედების სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი  განსაკუთრებით ეფექტურია ფიტოფტოროზის და კლადოსპორიოზის დროს,ასევე სხვა სოკოვანი დაავადებების შემთხვევაში.მოქმედების მექანიზმი უკავშირდება სოკოს უჯრედის კედლის რღვევას,რაც იწვევს წყლის არაკონტროლირებად ტრანსპორტირებას,უბრალოდ რომ ვთქვათ ირღვევა სოკოს უჯრედის კედლები.სამკურნალოდ რეკომენდებულია 10 ტაბლეტისა და 10 ლ წყლისაგან შემდგარი ხსნარით შესხურება სამჯერადად,7-10 დღის ინტერვალით.
ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები: ზოგიერთი მებაღე აღნიშნავს,რომ ფართო სპექტის ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენება - როგორიცაა ამპიცილინი,ერითრომიცინი,სტრეპტომიცინი - ეფექტურია ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ(ფესვის ლპობა,ლაქიანობა,ფესვის კიბო და სხვა)

არსებობს მოსაზრება რომ შესხურების შემთხვევაში ანტიბიოტიკები ასრულებს ფროფილაქტიკურ როლს,მაგრამ სერიოზული დაავადეების შემთხვევაში საჭიროა ფესვებში მიწოდება,რომ აქტიური ინგრედიენტები ფესვის მიერ იქნას შეთვისებული.

ახლა უკვე იცით როგორ დაეხმაროთ მცენარეებს ‘’გამოჯანმრთელებაში’’,თუნდაც მაშინ როდესაც სპეციალური პრეპარატები არ გაქვთ ხელთ.ჯანმრთელი და ლამაზი მცენარეების ყოლას გისურვებთ,რომ ყოველთვის გაგახარონ უხვი ყვავილობით და მოსავლით.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

06 April 0 9 332
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно