ფრთათეთრა Zantedeschia

ნიუკასებრთა ოჯახის საინტერესო წარმომადგენელია. მასრამდენიმე სახელით იცნობენ - ლათინური სახელია zantedeschia, ხალხი კალას ეძახის. ზანტედესკიასგვარიდან რამდენიმე სახეობა  ფრთათეთრას გვარშიგადაიტანეს. ფრთათეთრას გვარი, კი ადრე ერთ სახეობას - ჭაობის ფრთათეთრას მოიცავდამხოლოდ. დღეისთვის რამდენიმე პოპულარული სახეობაა ამ გვარში:
-ეთიოპური, - მაღალი თეთრყვავილებიანი, რომელსაცსასიამოვნო სუნი აქვს.-ელიოტის - შედარებითმცირე ზომის ყვითელი ფერის ასევე სურნელოვანი ყვავილებით,
-რემანის-ვარდისფერ-წითელი შეფერილობისყვავილებით.
მოვლა: სახლში მოტანილ მცენარეს დებენგამოსაჩენ ადგილზე, კარგად რწყავენ, კვებავენ. მაგრამ თანდათან იგი მოიყვავილებს, ფოთლებიუფერმკრთალდება
,უწვრილდება, სექტემბერში კი ხმება. თუმცა ეს საშიში სულაც არაა.იგი მოსვენების ეტაპზე გადადის. მცენარეს სახეობის მიხედვით განსხვავებული ფესვებიაქვს - ფესურა ან გორგალი. ასე, რომ იგი არ მოკვდება, თუ ფესვები ჯანმრთელი და ცოცხალიაქვს. მოსვენების ეტაპი გაზაფხულის ბოლოს იწყება შემოდგომამდე. ამ დროს მას არკვებავენ და იშვიათად რწყავენ.  ახალი ციკლიდეკემბერში იწყება, როდესაც ახალ ფოთლებს გამოიტანს და ისევ იყვავილებს.
მისი ფესვები სქელი და მხოხავი ფესურაა, ან გორგალია, რომელიც ქოთანში ღრმა არ უნდაიყოს ჩაფლული. ამიტომ მას დაბალი და განიერი ქოთანი სჭირდება ქოთნის ძირში 4-5 სმდრენაჟის ფენა უნდა იყოს, მერე ნახევრამდე ყრიან მიწას, ბოლქვებს დებენ ცენტრში, ზემოდანთხლად აყრიან მიწას და უტკეპნიან. მაგრამ არ რწყავენ.
სუბსტრატი სჭირდება წიწვოვანი, კომპლექსური მინერალური სასუქით, მჟავე რეაქციის. მორწყვასმას მერე იწყება, როცა ახალ ფოთლებს გამოიტანს. კოკრების ამოსვლის მერე კი მას ზედმეტისინათლე სჭირდება ფიტონათურების დახმარებით. კვებავენ კვირაში ერთხელ ნაკელით სუპერფოსფატისდა კალიუმიანი სასუქის დამატებით. ასე ყვავილობა უხვი და ხანგრძლივი იქნება. მასმოსწონს გაბნეული განათება. კვირაში ერთხელ მცენარე უნდა შეტრიალდეს სინათლის მიმართულებით.გადარგვა სჭირდება 5-6 წლის მერე.
გამრავლება: მას ამრავლებენ ამონაყრით,რომელიც უამრავია დიდი მცენარის გარშემო. მათ აშორებენ მოსვენების პერიოდში.  რგავენ ნეშომპალიან კორდის მიწაში. ასე დარგულიმცენარე იყვავილებს 2 წლის შემდეგ. შეიძლება თესლითაც გამრავლება, მაგრამ ეს რთულიპროცესია და პროფესიონალები არიან დაკავებული ამით. მას ჩრდილში ურჩევნია, სადაცმზე საღამოს ადგება, ქოთანში კიდეზე პატარა არხს აკეთებენ მიწაში და იქ ყრიან ორგანიკას-ციტრუსების, ბანანის, კივის,ვაშლის ქერქს, ზემოდან მიწას გადააყრიან, მერე კი რწყავენ.პერიოდულად მიწის ზედა ფენას ცვლიან ახალი ნოყიერი სუბსტრატით ფრთხილად, რომ ფესვებიარ დაზიანდეს.  მცენარეს ტენი უყვარს, ამიტომმიწა მუდამ სველი უნდა ჰქონდეს და არ უნდა გამოშრეს,
თეთრ და  ფერად ფრთათთრას სხვადასხვა მიდგომასჭირდება. თეთრყვავილიანი არ იცვენს ფოთოლს და უფრო მეტო ტენი მოსწონს, ფერადს კი ფოთოლისცვივა, უფრო ნათელი ადგილი სჭირდება და არც იმდენი ტენი უნდამიწაში.

 
30 April 0 1 153
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно