როგორ ვებრძოლოთ მატლებს ბლის ნაყოფში - მეთოდები და საშუალებები

ბლის დაგემოვნების დროს ალბათ ხშირად შეგხვედრიათ მატლიანი ნაყოფი,ზოგი მათი შემჩნევისას აგდებს მატლს და განაგრძობს ბლის ჭამას,ბევრი კი ვერ იტანს მათ.

საიდან ჩნდება ბალში მატლები ბევრისთვის არ არის ცნობილი.

ბლის მატლები - ეს არის მავნებელი მწერის ლარვები,ისინი თეთრი ფერისაა,პრიალა,სიგრძეში 6 მმ-მდე აღწევს.ეს ალუბლის ბუზის მატლებია - ისინი უბრალოდ ძვრებიან ნაყოფში და აფუჭებენ მას.

ალუბლის ბუზი - ეს არის მცირე ზომის ორფრთიანი მწერი,მისი სხეულის სიგრძე 3-4 მილიმეტრია,აქვს გამჭვირვალე ფრთები და შავი ზურგი.

ზამთარში ალუბლის ბუზები მიწის ზედა ფენებში იმალებიან,დათბება თუ არა ამოდიან საკვებისათვის.მათ ძალიან უყვართ ბლის ტკბილი წვენი,როდესაც კარგად გამოიკვებებიან ისინი დებენ კვერცხებს ბლის ნაყოფში,საიდანაც ჩნდება მატლი.მატლიანი ხილი იწყებს ლპობას და ჩამოცვენას.

როგორ ვებრძოლოთ მატლებს? იმისათვის რომ შეამციროს მავნებელთა რაოდენობა,ზოგიერთი მებაღე ზაფხულობით ხეების ქვეშ ნიადაგს აფხვიერებს.თუ მავნებელთა რაოდენობა დიდია,საჭიროა ხეებს შეასხუროთ ინსექტიციდები.უნდა აღინიშნოს,რომ ალუბლის და ბლის ტკბილი ჯიშები უფრო ხშირად მატლიანდება,მჟავე ნაყოფი მათ არ მოსწონთ.

ალუბლის ბუზი აქტიურდება დაახლოებით 19 გრადუს ტემპერატურაზე.ხეხილის შესაწამლად შეიძლება გამოიყენოთ შემდეგი პრეპარატები: აქტარა,მოლნია და სხვა ინსექტიციდები.შეწამვლის დროს ნაყოფი ხეზე არ უნდა დატოვოთ.

ხალხური ბრძოლის მეთოდებით ხდება მახეების მოწყობა მწერებისათვის.მახე შეგიძლიათ თვითონვე დაამზადოთ: აიღეთ პლასტმასის ბოთლი,გადაჭერით და აავსეთ ტკბილი სითხით, მაგალითად კომბოტით,ბურახით.ჩამოკიდეთ ასეთი ბოთლები ხეებზე და ძალიან მალე ბუზები მათზე მოახდენენ რეაგირებას.

ბალი ხშირად მატლიანდება,ამ პრობლემის მოსახსნელად შეგიძლიათ გამოიყენოთ საკმაოდ ეფექტური ხალხური საშუალება: ხახვის ქერქის ნაყენის შესხურება.ამ ნაყენით სრულად უნდა დაამუშავოთ ბლის ტანი,შემდეგ ხის გარშემო საგულდაგულოდ ამობარეთ ნიადაგი,მოაცილეთ ყველა ჩამოცვენილი ფოთოლი,ბალახები და სხვადასხვა ნარჩენები.ხახვის ნახარში შემდეგნაირად მზადდება: აიღეთ 500 გრამი ხახვის ფურცელი და დაასხით 10 ლიტრი მდუღარე წყალი,დააყენეთ ორი დღე.მიღებული ნაყენი შეასხურეთ ხის ტანს და ტოტებს. ეს პროცედურა გამოიყენება ყველა ხეხილზე. 
თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის
 

06 April 0 3 024
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно